| From : | Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge> |
| To : | shorenao@moh.gov.ge; mjokhidze@moh.gov.ge; nnogaideli@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge |
| Subject : | Re: სამუშაო შეხვედრა თამბაქოს პროდუქტების რეგულაციების შესახებ |
| Cc : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; natia@moh.gov.ge; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>; Lela Kvachantiradze <L.Kvachantiradze@ncdc.ge> |
| Received On : | 26.02.2019 18:35 |
ძვირფასო კოლეგებო,
თქვენგან არ მიმიღია დადასტურება.
ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრაა მსოფლიო ექსპერტები ატარებენ, ჯანდაცვის სამინისტროა ამ მიმართულებაზე გარკვეულად პასუხისმგებელია და აქედან გამომდინარე, თქვენი დასწრება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გთხოვთ, დამიდასტუროთ.
პატივისცემით,
ლელა
Lela Sturua MD PhD MPH
Head, NCD Department
National Center for Disease Control and Public Health
9, Asatiani Street; Tbilisi, Georgia
Tel.: +995 599111797
E-mail:
lela.sturua@ncdc.ge
ძვირფასო კოლეგებო,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით, პატივი გვაქვს მოგიწვიოთ სამუშაო შეხვედრაზე თამბაქოს პროდუქტების რეგულაციების შესახებ. შეხვედრა ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის სამდივნოს ფინანსური და ტექნიკური დახმარებით პროექტის FCTC2030 ფარგლებში. შეხვედრის მიზანია საქართველოში თამბაქოს საკითხებში ჩართულ მხარეებს გააცნოს ინფორმაცია თამბაქოს პროდუქტების ანგარიშგების რეგულაციების შესახებ, განსაზღვრონ მონაცემების შეფასების და ანალიზის საშუალებები და გაუზიარონ გამოცდილება თუ როგორ შეიძლება ამ მონაცემების გამოყენება მომავალი პოლიტიკის დასაგეგმად.
მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები განიხილავენ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მეცხრე მუხლს, რომელიც ეხება რეგულაციებს თამბაქოს პროდუქტების შემადგენლობების შესახებ და მეათე მუხლს, რომელიც ეხება რეგულაციებს თამბაქოს პროდუქტების ანგარიშგებას. კერძოდ, მოხდება შემდეგი საკითხების დეტალურად განხილვა: თამბაქოს პროდუქტების რეგულაცია: მნიშვნელობა და რელევანტურობა; ინფორმაცია თამბაქოს ძირითადი ინგრედიენტების შესახებ, მათი გამოყენება და შეზღუდვები სხვადასხვა ქვეყნებში; ანგარიშგება და მოწოდებული მონაცემების ანალიზი; მონაცემების გამოყენების შესაძლო გზები მაგალითების გამოყენებით, გაუთვალისწინებელი შედეგების განსაზღვრა; თამბაქოს ახალი პროდუქტები; საქართველოს კანონმდებლობის წინსვლა, EU TPD კონტექსტში და სხვ. დღის წესრიგი გთხოვთ იხილოთ ბმული ფაილის სახით.
როგორც თამბაქოს შესახებ კანონის აღსრულებაში ჩართული ორგანო, თქვენი მონაწილეობა ამ შეხვედრაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
შეხვედრა გაიმართება 28 თებერვალი-1 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი #99).
მოხარულნი ვიქნებით თუ გამონახავთ დროს და დაესწრებით აღნიშნულ ღონისძიებას,
პატივისცემით,
ლელა
Lela Sturua MD PhD MPH
Head, NCD Department
National Center for Disease Control and Public Health
9, Asatiani Street; Tbilisi, Georgia
Tel.: +995 599111797
E-mail:
lela.sturua@ncdc.ge