| From : | Davit Pheikrishvili <DPheikrishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Davit Kaikatsishvili <DKaikatsishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: რეზოლუცია 1325 - კითხვარი |
| Cc : | t.gavasheli@livelihood.gov.ge |
| Received On : | 23.01.2020 04:39 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
მახსოვს წარსულში ანგარიშებს ვამზადებდით ხოლმე ამ საკითხზე (ძირითადად საარსებო წყაროების მიმართულებით გვქონდა აქტივობები. ასევე გვქონდა დევნილთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ვალდებულება აღებული (თუმცა ვფიქრობ კონკრეტული არაფერი განხორციელებულა). ეს ყველაფერი იყო სამოქმედო გეგმის აქტივობების ფორმატში (რაზეც საუბარია გამოგზავნილი ტექსტის მე-2 და მე-7 პუნქტებში).
რაც შეეხება მე-8 საკითხს, სადაც დევნილები პირდაპირ არიან ნახსენები, ვფიქრობ საკმაოდ ზოგადად არის წარმოდგენილი. ვეთანხმები დავითს, რომ მე-4 აქტივობა შერიგებას ეხება (თუ ჩავთვლით, რომ "negociation processes"-ში მხოლოდ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებები იგულისხმება).
მეილში წერია, რომ ეს საკითხები 2019 წლის აპრილში შემუშავდა. ადრე ნათია ხაინდრავა კურირებდა ამ საკითხებს (ეხლა ფონდში მუშაობს) და როცა დევნილთა სამინისტრო გაუქმდა, მე არ ვიცი ჩვენგან ვინმე თუ იყო ჩართული შემუშავების პროცესში (კოტე რაზმაძეს ებარა ეს საკითხები
და ერთად გავდიოდით ხოლმე). დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" აქტიურობდა ამ საკითხებზე.
ამჟამად მოქმედი სამქომედო გეგმა მე არ მაქვს (კარგი იქნებოდა, რომ მოეწოდებინათ, რადგან "მაცნე"-ს ძებნის სისტემა გამართლად არ მუშაობს), თუმცა, დევნილთა მიმართულებით შემდეგი
შეიძლება ითქვას ამ
აქტივობებზე:
1) Ensure localization of the National Action Plan of Georgia for the Implementation of the UN Security Council Resolutions on Women, Peace and Security (NAP):
ამაში, როგორც მე მახსოვს, ადგილობრივ დონეზე ჩართულობას გულისხმობდნენ (bottom-up approach). სანახავია ბოლო სამოქმედო გეგმაში დევნილებზე რა აქტივობებია ამ მხრივ. ახლად შექმნილ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს აქვს 4 რეგიონული წარმომადგენლობა,
რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დევნილთა პრობლემების გადაწყვეტას.
დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" მიერ მოწყობილი კონფერენცია 2019 წლის ზაფხულში ამ საკითხსაც ეხებოდა.
2) Ensure active engagement of IDPs, conflict-affected women and girls and CSOs in the development and implementation of relevant policies
ამ მხრივ დევნილი ქალები და გოგონები ჩართული არიან ყველგან თანაბარ პირობებში (რაც არ იქნება გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია).
დევნილ ქალთა ქვოტები გვქონდა საარსებო წყაროების პროგრამებში, თუ სწორად მახსოვს (მინიმუმ 40% უნდა ყოფილიყო ქალი).
დევნილ ქალთა ეკონომიკური გააქტიურების მიზნით ხელს ვუწყობთ საბავშვო ბაღების მშენებლობას დევნილთა დასახლებებში, რათა დევნილმა დედებმა შეძლონ მცირეწლოვანი ბავშვების დატოვება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და ქონდეთ მეტი თავისუფალი დროს კარიერული წინსვლისთვის.
განსახლების დროს მოწყვლად ოჯახად მიიჩნევა ის, სადაც არის მარტოხელა მშობელი. პრაქტიკაში ამ კატეგორიის ბენეფიციარები არიან ქალები.
დევნილი თემის ლიდერ ქალებთან ხშირად ხდება შეხვედრები და გამოკითხვების დროს ვიცავთ მინიმუმ დევნილ ქალთა 50%-იან მონაწილეობას.
დევნილთა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აქტივობების შემუშავებისა და განხორციელების მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ასევე არის დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობა".
პატივისცემით,
დავით ფეიქრიშვილი
საღამო მშვიდობისა,
ამ 1325-ში თქვენი ვალდებულებებიცაა... იქნებ მომაწოდოთ...
მადლობა
From: Guliko Matcharashvili [mailto:gmatcharashvili@gov.ge]
Sent: 20 January, 2020 15:36
To: Ketevan Goginashvili; Irma Gelashvili
Cc: Lela Akiashvili
Subject: რეზოლუცია 1325 -
კითხვარი
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის „1325 (ქალები მშვიდობა და უსაფრთხოება)“ 20 წლის იუბილის აღსანიშნავად, 2019 წლის აპრილში, საქართველომ აიღო 10 განახლებული ვალდებულება, მათ შორის: გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ლოკალიზაცია, სექსუალური შვიწროების წინააღმდეგ შიდა მექანიზმის დანერგვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამოქალაქო სექტორთან აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა ჟენევის სამშვიდობო დისკუსიებისა და IPRM - ის განხილვებში, თავდაცვის სისტემის თანამშრომლების შესაძლებლობების გაზრდა და სხვა (დეტალურად ვალდებულებები იხილეთ დანართში).
აღნიშნულთან დაკავშირებით, 29 იანვარს ქ ნიუ-იორკში, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ორგანიზებით გაიმართება follow up შეხვედრა, რომლის დროსაც წევრ-სახელმწიფოებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ მოკლე (1-წუთიანი) ინფორმაცია აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ.
გვინდა მოგმართოთ თხოვნით, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, რამდენიმე წინადადებით მოგვაწოდოთ ინფორმაცია აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ინგლისურ ენაზე, 2020 წლის 23 იანვრამდე.
უღრმესი მადლობა წინასწარ,
პატივისცემით,
|
გულიკო
მაჭარაშვილი M: 558772710 |
|