| From : | Alexander Turdzilaze <turdziladze@gmail.com> |
| To : | Tako Ugulava <tugulava@unicef.org> |
| Subject : | Re: იუნისეფის ინიციატივა/თხოვნა |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; a.turdziladze@ncdc.ge; Maia Kereselidze <M.Kereselidze@ncdc.ge>; kh.getia <kh.getia@ncdc.ge>; tengoabazadze@gmail.com; KLIMIASHVILI, Rusudan <klimiashvilir@who.int>; Andria Nadiradze <anadiradze@unicef.org> |
| Received On : | 25.06.2019 12:43 |
| Attachments : |
ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,
ამ მეილით შეგახსენებთ იუნისეფის თხოვნას (იხ. კომუნიკაცია ქვევით), რომელზეც თქვენგან დადებითი პასუხი მივიღეთ.
მოგახსენებთ, რომ გუნდი, რომელიც ჩართული იქნება ჩვენი ელექტრონული სისტემის შემდგომი საჭიროებების კვლევაში, უკვე დაკომპლექტებულია (პროფესორი რობინ ჰარი კენტუკის უნივერსიტეტიდან, ქართველი ექსპერტი - ნელი დოლიძე და იუნისეფის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელი - ლილია ორმონბეკოვა) და ხვალ იქნება საქართველოში.
მათი თხოვნაა, რომ ერთად შევიკრიბოთ Reference ჯგუფის წევრები, რისთვისაც გიწვევთ იუნისეფის ოფისში ხუთშაბათს (27 ივნისი) 2 საათზე. შეხვედრა გაგრძელდება 3-4 საათი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ შეფასების პროცესი/მეთოდოლოგია თქვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდეს.
ვიმედოვნებთ, რომ გამოძებნით დროს და შემოგვიერთდებით.
პატივისცემით,
თაკო
Tamar (Tako) Ugulava, MD, PhD
Health Specialist
UNICEF Georgia
Address: 9, Eristavi str. UN Building, IV floor, 0179, TbilisiTel: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, ext.230;
Fax: (995 32) 2 25 12 36
Cell: (995 599) 92 90 09
tugulava@unicef.orgFollow us on facebook: www.facebook.com/unicefgeorgia
From: Tako Ugulava
Sent: Tuesday, March 5, 2019 2:33 PM
To: tgabunia@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; a.turdziladze@ncdc.ge; Maia Kereselidze <M.Kereselidze@ncdc.ge>; kh.getia <kh.getia@ncdc.ge>; tengoabazadze@gmail.com
Subject: იუნისეფის ინიციატივა/თხოვნა
ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,
მოგეხსენებათ, რომ იუნისეფის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით გარკვეულწილად გაფართოვდა საქართველოს ელექტრონული ჯანდაცვის პორტფოლიო.
კერძოდ, იუნისეფის დახმარებით შეიქმნა და ამუშავდა დაბადების რეგისტრი და იმუნიზაციის ელექტრონული მოდული. ამ მოდულებს განვითარებით ჩამორჩება „0-დან 6-წლამდე ბავშვთა ზრდისა და განვითარების მეთვალყურეობის მოდული“, რომელიც მხოლოდ პილოტირების ეტაპზეა. გარდა ამისა, იუნისეფმა დახმარება გაუწია ქვეყანას ბავშვთა სახელმწიფო სოციალური პროგრამების დიგიტალიზაციის კუთხით. შედეგად, სრულყოფილად ამუშავებულია 3 პროგრამა, ხოლო 4 პროგრამისათვის შექმნილია ინტერფეისი.
რადგან საქართველოს იუნისეფის ოფისმა მნიშვნელოვანი დროითი და ფინანსური რესურსი გამოყო ამ მიმართულებით და ასევე, რადგან შექმნილი პროდუქტები იწვევს ინტერესს სხვა ქვეყნებში მათი რეპლიკაციის თვალსაზრისით, ამიტომ იუნისეფის რეგიონალურმა ოფისმა (აღმოსავლეთ ევროპა + ყოფილი საბჭოთა ქვეყნები) გადაწყვიტა, რომ შეეფასებინა საქართველოს ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ის კომპონენტები, რომლებიც იუნისეფის „პატრონაჟის“ ქვეშაა საქართველოში.
ვიმედოვნებთ, რომ შეფასება საქართველოს წარმოაჩენს რეგიონში მოწინავედ ჯანდაცვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემების განვითარების კუთხით. შესაბამისად, იუნისეფი აქტიურად გაუწევს ადვოკატირებას საქართველოს ცოდნისა და გამოცდილების ფართოდ გაზიარებას.
ამ ეტაპზე, იუნისეფის რეგიონალურ ოფისთან თანამშრომლობით შექმნილია ზემოთმოხსენებული შეფასების ToR, რომელსაც თან ვურთავ ამ მეილს. წარმოდგენილ ToR აქვს სამუშაო დოკუმენტის სტატუსი და პროცესი სრულიად ღიაა თქვენი კომენტარებისა თუ რეკომენდაციების გასათვალისწინებლად.
ეს მეილი ეგზავნება ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩვენს მიერ იყო დასახელებული Reference ჯგუფის წევრად. ამ ჯგუფის წევრების ძირითადი ფუნქციაა, რომ ზედამხედველობა გაუწიოს შეფასების პროცესს და მისცეს მკველვარებს რჩევები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
ქვევით მომყავს Reference ჯგუფის ჩვენს მიერ შეთავაზებული (მოთხოვნილი კრიტერიუმების გათვალისწინებით) კომპოზიცია:
Evaluation Reference Group Members
#
Name
Title
Organization
Contact information
1
Tamar Gabunia
Deputy Minister
MoIDPLHSA
2
Tamar Barkalaia
Deputy Minister
MoIDPLHSA
3
Ghassan Khalil
Representative
UNICEF
4
Marijan Ivanusa
Silviu Domente (From April 1)
Head of Country Office Georgia
WHO
5
Alexander Turdziladze
Deputy Director General
NCDC&PH
6
Vladimer Getia
Head of Programs Department
NCDC&PH
7
Maia Kereselidze
Head of Health Statistics Department
NCDC&PH
8
Ketevan Goginashvili
Head of Health Policy Division
MoIDPLHSA
9
Marina Darakhvelidze
Head of Health Department
MoIDPLHSA
10
Erik Anda
Project Manager
Arctic University of Tromso, Norway
11
Tengo Abazadze
Deputy Head
Social Service Agency
ჩვენი უმორჩილესი თხოვნაა, რომ დაგვთახმდეთ Reference ჯგუფის წევრობაზე და ამ თანამშრომლობის აღსანიშნავად, მოგვაწოდოთ შენიშვნები ToR-თან დაკავშირებით.
დიდ მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისათვის და ამავდროულად, უარსაც მეგობრულად მივიღებთ.
პატივისცემით,
თაკო უგულავა
Tamar (Tako) Ugulava, MD, PhD
Health Specialist
UNICEF Georgia
Address: 9, Eristavi str. UN Building, IV floor, 0179, TbilisiTel: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, ext.230;
Fax: (995 32) 2 25 12 36
Cell: (995 599) 92 90 09
tugulava@unicef.orgFollow us on facebook: www.facebook.com/unicefgeorgia