| From : | Eka Chkonia <ekachkonia@gmail.com> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი |
| Cc : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 21.02.2020 12:00 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკა
დიდი მადლობა წერილისთვის. სამინისტრო აქტიურად ადევნებს თვალს სახალხო დამცველის მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების მონიტორინგის პროცესს, პრობლემები, რომელიც კიდევ ერთხელ აღინიშნა სამწუხაროდ არახალია და ათეული წლების მანძილზე ამძიმებს ბენეფიციარების ისედაც მძიმე მდგომარეობას.
სამინისტროს ხელმძღვანელობას გასული წლის მეორე ნახევრიდან აქტიური კომუნიკაცია აქვს მითითებული დაწესებულების ადმინისტრაციასთან და პრობლემების გადაწყვეტისთვის კონკრეტული გეგმის შესადგენად შეხვედრის ჩანიშვნის მოთხოვნა ნებისმიერ დროს შეუძლია. ქალბატონი ქეთი გოგინაშვილი გააკეთეს შეხვედრის ორგანიზებას.
შეხვედრამდე კარგი იქნება მივიღოთ დეტალური ჩამონათვალი და საჭირო რაოდენობა ავეჯის (მ.შ. საწოლები) და სხვა ნივთების, რაც ბენეფიციარებისთვის აუცილებელია , ასევე ჩამონათვალი სასწრაფო სარემონტო/შესაკეთებელი სამუშაოების- ხარჯთაღრიცხვაც თუ ექნებათ კარგი იქნება. თუ არა ამ ეტაპზე ჩამონათვალიც საკმარისია.
აქვე მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და გთხოვოთ დამატებითი მონაცემები ამ ჩანაწერის თაობაზე, რომელიც თქვენს ფეისბუქ გვერდზე ამოვიკითხე "სახელმწიფო სერვისები იძულებულები არიან ძვირად შეისყიდონ ცუდი ხარისხის წამლები, რაც პირდაპირ აისახება პაციენტების მდგომარეობაზე. ხოლო უხარისხო წამლებით მკურნალობის შემთხვევაში, იზრდება ძალადობრივი ქცევის რისკი როგორც სტაციონარულ დაწესებულებაში, ასევე სტაციონარგარეთა სერვისში ზრუნვაში ჩართული პირების მხრიდან." თუ გაქვთ ამ განცხადების ობიექტური საფუძვლები სამინისტრო მზად არის გამოიყენოს ეს საფუძვლები ამ საკითხის სწრაფად და ღრმად შესწავლისა და გადაწყვეტისთვის.
პატივისცემით, შეხვედრამდე
თამარ გაბუნია
From: Eka Chkonia <ekachkonia@gmail.com>
Sent: Thursday, February 20, 2020 3:39 PM
To: Tamar Gabunia
Subject: თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიმოგესალმებით ქალბატონო თამარ,მოგეხსენებათ, რომ ა/წ 14 თებერვალს სახალხო დამცველმა მოინახულა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი და საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა იქ არსებული ვითარება.
ომბუდსმენმა, ასევე მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, რომ გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთლობის სფეროში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისთვის.
ამ საკითხთან დაკავშირებით და ცენტრში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამოსწორების დაგეგმვის მიზნით მოგმართავთ თხოვნით, რომ შედგეს შეხვედრა თქვენსა და თბილისის ფსიქიკური ჯანდაცვის ცენტრის ადმინისტრაციას შორის.
(ოფიციალური წერილი შემოტანილია სამინისტროში)
პატივიაცემით,
ეკა ჭყონია
Eka ChkoniaProfessor of PsychiatryTbilisi State Medical UniversityPresident of the Society of Georgian PsychiatristsTel: 2 99 75 40Mob: 5 71 73 19 55