From : Nino Moroshkina <nino_moroshkina@yahoo.com>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Re: ეპისიტუაციის პროგნოზირება
Received On : 24.04.2020 08:29
Attachments :

თამუნა, ძალიან დიდი მადლობა!




On Friday, April 24, 2020, 12:28:31 PM GMT+4, Tamar Gabunia wrote:


დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა მოდელირება, რომელიც საქართველოსთვის სპეციფიური მონაცემების (მოსახლეობა, ასაკ-სტრუქტურული შემადგენლობა, იმპორტირებული და მიმდინარე შემთხვევები, გამოჯანმრთელებულები, ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობები) და NPI-ის გათვალისწინებით წარმოადგინა სამი შესაძლო სცენარი: დღესასწაულების გათვალისწინებით შემსუბუქება, შენარჩუნება და გამკაცრება. შედეგად, არსებული კონტროლის  ღონიძიებების შენარჩუნების შემთხვევაში მომდევნო კვირის ბოლოს 19.04.2020 საქართველოში  ინფიცირებულთა კუმულაციური რიცხვი (გამოჯანმრთელებულების გამოკლებით) იქნება მიახლოებით 400. არსებული ღონისძიებების შესუსტებისას  შეუძლებელი გახდება დაავადების გავრცელების ტემპის შენარჩუნება და დაინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს, რამაც შესაძლოა 4 კვირის შემდეგ (9.05.2020) მოგვცეს  >5000 აქტიური ინფიცირებული, შემდგომი ზრდის ტენდენციით (Figure 3). თავისთავად, ამ დატვირთვას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ქვეყნის რესურსები ვერ გაუძლებს და შეიქმნება საგანგაშოდ კრიტიკული მდგომარეობა. ამასთან ერთად, საგანგაშოდ მაღალი იქნება სიკვდილიანობის რიცხვი, რაც მოსახლეობის დამატებით პანიკას გამოიწვევს და სიტუაცია იქნება ძნელად კონტროლირებადი. თუ ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება შენარჩუნება, 9.05.2020 იქნება დაახლოებით 2318 შემთხვევა, მაგრამ თუ შესაძლებელი იქნება ამ კვირეების მანძილზე გამკაცრება - შედეგად 9.05. შეფასებითი მაჩვენებელი იქნება დაახლოებით 8-ჯერ ნაკლები.

 

ასევე, ჩვენს მიერ შესწავლილი მოწინავე ინსტიტუციების კვლევები, რეკომენდაციები (ლონდონის იმპერიალ კოლეჯი, ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი) და ჩვენი ადგილობრივი ექსპერტების გამოცდილებით, თუ შენარჩუნდა ვირუსის გამოვლენის ეს ტენდენცია, პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლო პერიოდიდან მაისის პირველ კვირაში. შესაბამისი მოლოდინია ევროპის სხვა ქვეყნებშიც, გარდა ესპანეთი / იტალია / საფრანგეთისა, რომელთა დიდი დანაკარგის ხარჯზე მეტ-ნაკლება შეძლეს პიკის გადალახვა.

 

გარდა ზემოთაღნიშნულისა, ამ დაავადების ერთ-ერთი ბოლომდე შეუსწავლელი მხარე არის მიმდინარეობის ციკლი. გარკვეული სამეცნიერო მტკიცებულება უჩვენებს, რომ ღონისძიებების შესუსტებისას მოსალოდნელია მეორე პიკის გამეორება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემისა და ქვეყნისთვის მძიმედ გადასატანი იქნება. ამ მიმართულებით განვითარების პრევენციის მიზნით რეკომენდაციას ვუწევთ აღებული კურსის და შემუშავებული ღონისძიებების შენარჩუნებას მაისის ჩათვლით, რათა არ იყოს

·         პიკი მაღალი

·         დროზე ადრე არ მოხდეს ფსევდო შემცირება და სავარაუდო მეორე ტალღის წარმოქმნის ალბათობის გაზრდა

 

მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულ იყოს - პიკის გადავლად ითვლება სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.3 / 1 000 000 მოსახლეზე და უფრო დაბლა დაწევა. ამ ნიშნულამდე სანამ არ დავა, სოციალური დისტანცირება უნდა გაგრძელდეს (შესაბამისად, მოიცავს მაისს ბოლომდე). ამ ეტაპზე საქართველოსთვის ეს მონაცემი 0.8 / 1 000 000 არის.

 

ასევე, აუცილებელია, რომ ამ პერიოდისთვის ქვეყანას უნდა ქონდეს შევსებული მარაგი მასიური სკრინიგისთვის ტესტირების საშუალება (პჯრ და სწრაფი ტესტები), იგივე ტემპით კონტაქტების გამოვლენის ტენდენცია, სავალდებულო კარანტინისა და თვითიზოლაციის შენარჩუნება.

მასიური სკრინინგი, კონტაქტების გამოვლენა, სავალდებულო კარანტინი და რესურსების გათვალისწინებით ნიღბების ტარება.

 

 

 

Figure 1 NPI-ს % გავლენა დაინფიცირების გადაცემაზე

Figure 2 საქართველოში COVID-19 მიმდინარეობა, კუმულირებული მონაცემები და ახალი შემთხვევები

 

Figure 3 NCDC მოდელირება NPI-ს შესაძლო ცვლილებასთან მიმართებაში, 14.04-9.05. პერიოდი

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

მ. ასათიანის 9, თბილისი 0186

ტელ/ფაქსი: +995 32 2311755

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3