| From : | Eka Chkonia <ekachkonia@gmail.com> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: გაიდლაინი და მართვის პროტოკოლი ფჯ სერვისებისთვის |
| Cc : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; trobakidze@gov.ge; rusudan.kokhodze@undp.org |
| Received On : | 28.04.2020 06:57 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
მოგახსენებთ, რომ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების სამუშაო ჯგუფის მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ COVID 19-ის პანდემიის პირობებში პაციენტების მკურნალობისთვის როგორც სტაციონარულ, ასევე სტაციონარგარეთა მომსახურების შემთხვევაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.
მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნული რეკომენდაციების განხილვა და დამტკიცება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებმა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით სრულფასოვნად და შეუფერხებლად უზრუნველყონ პაციენტების მომსახურება.
გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები:
1. გზამკვლევი "ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID 19"
2. COVID 19 პირობებში პაციენტების უსაფრთხო მართვის პროტოკოლები სტაციონარული და სტაციონარგარეთა სერვისებისთვის.
3. ასევე, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების წარდგინების/რეკომენდაციის წერილი.
პატივისცემით,
ეკა ჭყონია
ქალბატონო ეკა
დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის. სამინისტრო მზადაა ჩაერთოს საკონსულტაციო შეხვედრებში და გაიდლაინის ფორმალიზაციის პროცესში. თუ სხვა ტიპის ჩართულობა იქნება საჭირო გთხოვთ მაცნობოთ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Eka Chkonia [mailto:ekachkonia@gmail.com]
Sent: 8 April, 2020 15:30
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; trobakidze@gov.ge; rusudan.kokhodze@undp.org
Subject: გაიდლაინი და მართვის პროტოკოლი ფჯ სერვისებისთვის
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
მოგახსენებთ, რომ საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება გაეროს ფონდის მხარდაჭერით იწყებს მუშაობას COVID 19 პანდემიის დროს სტაციონარულ და სტაციონარგარეთა ფჯ სერვისებში პაციენტების უსაფრთხოდ მართვის გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე.
მოგმართავთ თხოვნით, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოთ სამუშაო პროცესს.
პატივისცემით,
ეკა ჭყონია
Eka Chkonia
Professor of Psychiatry
Tbilisi State Medical University
President of the Society of Georgian Psychiatrists
Tel: 2 99 75 40
Mob: 5 71 73 19 55