From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Irma Khabazi <i.khabazi@osgf.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject : RE: from OSGF_for cov19 preparedness
Cc : Marika (CDC/DDPHSIS/CGH/DGHP) Geleishvili <ivu9@cdc.gov>; maia kajaia <maiko.kajaia@gmail.com>; vaxo kaloiani <vaxtang_kaloiani@yahoo.com>; Maia Butsashvili <maiabutsashvili@gmail.com>; George <georgekamkamidze@gmail.com>
Received On : 26.03.2020 05:50

ძვირფასო ირმა დიდი მადლობა ამ ინიციატივისა და დახმარებისთვის. ქვემოთ მოყვანილია კოვიდ19-ზე პასუხში მონაწილე ან სამომავლოდ ჩასართავი ძირითადი ჯგუფები და მათი საჭიროებები, ასევე ის დახმარება რაც უკვე მობილიზებულია ამ მიმართულებით: 1. ჰოსპიტალური ქსელის ექიმები და ექთნები: პრიორიტეტულად მიმაჩნია მცირე ზომის რაიონული კლინიკები, რათა მათ შეექმნათ ცხელებიანი პაციენტის უსაფრთხოდ შეფასების, ტრიაჟის და რეფერალის შესაფერისი შესაძლებლობა. ეს კლინიკები დღეს ყველაზე ნაკლებად მომზადებული და დაცულები არიან ინფექციის კონტროლის კუთხით (თუნდაც მარნეულის მაგალითი). ამ კლინიკებს სჭირდებათ ტრეინინგი ინფექციის კონტროლის, PPE ს გამოყენების, პაციენტის ტრიაჟის და რეფერალის სწრაფად ორგანიზების კუთხით. 2. კარგი იქნება ონლაინ პლატფორმის გამართვა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტებისა და ინფექციონისტებისთვის, რათა მათ რეალურ დროში შეძლონ მეორე აზრის მოძიება და ასევე ჰქონდეთ ონლაინ კონსილიუმები შემთხვევების შესახებ - სქემა იქნება ასაწყობი თავისი ონლაინ აპლიკაციით და კავშირის სისტემით. ანუ ეს არის ის კლინიკური მართვის ცენტრი, რომელიც თქვენს წერილშია აღწერილი. 3. ვფიქრობთ პროცესებში სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტების ჩართვაზეც (უფრო პირველადი ჯანდაცვის დონეზე) - კარგი იქნება ვიფიქროთ ოპტიმალურ როლზე სტუდენტებისთვის ამ პროცესში და შემდეგ დაგვეხმაროთ მათ მომზადებაში, თუნდაც ინფექციის კონტროლის კუთხით. პირველადი ჯანდაცვის ექიმების მობილიზებასა და სატელეფონო ტრიაჟის და მიდევნების სისტემის გამართვაში გლობალური ფონდი გვეხმარება. თუ ამ პრიორიტეტებზე შევთანმხდებით სწრაფად უნდა დავიწყოთ. პატივისცემით, თამარ გაბუნია მინისტრის პირველი მოადგილე Sincerely, Tamar Gabunia, MD, MPH First Deputy Minister -----Original Message----- From: Irma Khabazi [mailto:i.khabazi@osgf.ge] Sent: 21 March, 2020 16:31 To: Ketevan Goginashvili ; Ekaterine Adamia Cc: Tamar Gabunia ; Marika (CDC/DDPHSIS/CGH/DGHP) Geleishvili ; maia kajaia ; vaxo kaloiani ; Maia Butsashvili ; George Subject: Re: from OSGF_for cov19 preparedness ქეთი, ეკა მოგესალმებით დიდი მადლობა პარასკევის შეხვედრისათვის. უკუკავშირის სახით გიგზავნით მოკლე ინფორმაციას სამუშაო ჯგუფის მიერ დაგეგმილი საქმიანობების შესახებ: პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი ამოცანების განხორციელებას: 1. ჯანდაცვის მუშაკებისთვის ლექციების კურსის შემუშავება ჰოსპიტლებში კორონავირურული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის შესახებ; 2. კრიტიკული მედიცინის სპეციალისტებისთვის ლექციების კურსის შემუშავება COVID-19-ის მქონე პაციენტებში სასუნთქი გზების და რესპირატორული სისტემის მართვის შესახებ; 3. COVID- 19-ის მქონე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მართვის ძირითადი პრინციპების პროტოკოლის და საჰაერო გზების მართვის და მძიმე სუნთქვის უკმარისობის მართვის პროტოკოლის შექმნა, რომელიც დაეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების და ეროვნულ პროტოკოლებს; 4. ონლაინ პლატფორმის მომზადება ონლაინ ტრეინინგების ჩასატარებლად და სალექციო მასალების განსათავსებლად; 5. ჯანდაცვის მუშაკებისთვის ონლაინ ტრეინინგების ორგანიზება ჰოსპიტლებში კორონავირურული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის შესახებ; 6. კრიტიკული მედიცინის სპეციალისტებისთვის ონლაინ ტრეინინგების ორგანიზება COVID-19-ის მქონე პაციენტებში სასუნთქი გზების და რესპირატორული სისტემის მართვის შესახებ; 7. პროექტის ფარგლებში შემუშავებული სალექციო მასალების და პროტოკოლების განთავსება ონლაინ პლატფორმაზე; 8. ტრეინინგების ეფექტურობის შეფასების მიზნით, პროექტში მონაწილე ჰოსპიტლებში კორონავირურული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგი; 9. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ტრეინინგი ჰოსპიტლებში კორონავირურული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პრაქტიკის მონიტორინგისა და შეფასების შესახებ; 10. მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისთვის პერსონალური დამცავი საშუალებების შეძენა; 11. კლინიკური მართვის ცენტრის შექმნა, რომელიც რეალურ დროში 24/7-ზე დაეხმარება სპეციალისტებს კონკრეტული კლინიკური ვითარების მართვაში თუ ეს აქტივობები თქვენთვის მისაღები იქნება, შემდეგ ეტაპზე დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა ჰოსპიტლებთან კოორდინაციაში პატივისცემით ირმა სამუშაო ჯგუფის სახელით -----Original Message----- From: Tamar Gabunia Sent: Wednesday, March 18, 2020 2:26 PM To: i.khabazi@osgf.ge Cc: Ketevan Goginashvili Subject: RE: from OSGF_for cov19 preparedness ირმა დიდი მადლობა! შევხვდეთ ხვალ და გავიაროთ დეტალები. დილით ადმინისტრაციაში ვიქნები და ასე 3-ისთვის უნდა მოვბრუნდე. დაგირეკავ თუ რაიმე შეიცვალა. ქეთი დამეხმარება კკორდინაციაში. პატივისცემით, თამარ გაბუნია მინისტრის პირველი მოადგილე Sincerely, Tamar Gabunia, MD, MPH First Deputy Minister