From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Subject : RE: Selective Contracting within UHC
Cc : Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Tea Tavidashvili <ttavidashvili@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Received On : 21.07.2020 13:33
Attachments :

ქალბატონო თამარ,

 

გიგზავნით სელექციის პირობებს ვადების მიხედვით.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

From: Tamar Gabunia
Sent: 21 July, 2020 08:53
To: giorgi chavchavadze ; Ekaterine Adamia
Cc: Lela Tsotsoria ; Tea Tavidashvili
Subject: Selective Contracting within UHC

 

ბატონო გია და ეკა

 

საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში ცვლილებების პაკეტის მთავარი არსი იქნება შემდეგი

1. სამინისტრო ადგენს ჰოსპიტალური საწოლფონდის ოდენობას, რასაც შეისყიდის მომდევნო 12 თვის განმავლობაში. პრინციპი: გასულ წელს მოხმარებული საწოლფონდი იმ დაშვებით, რომ დატვირთვა კლინიკების იქნება 70%, 30% დარჩება სარეზერვო მოცულობა.  

2. საწოლფონდის შესყიდვისას უპირატესობა ენიჭება კლინიკებს, რომლებიც არიან (1) მრავალპროფილური სერვისების მიმწოდებლები  (2) მონაწილეობენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში (3) აწვდიან ფსიქიატრიულ სერვისს (4) აწვდიან ინფექციური დაავადებების სერვისს

3. მაღალ ტექნოლოგიური სერვისების .. კარდიო ქირურგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტაცია მოხდება როგორც მრავალპროფილური, ასვე მონოპროფილური სპეციალიზებული კლინიკებისგან.

4. პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულება პროგრამული პაციენტის მიღებაზე უარის თქმის მეორე ეპიზოდის შემთხვევაში გამოეთიშება პროგრამას

5. მოვიფიქროთ დავსვათ თუ არა მოთხოვნები საწოლზე პერსონალის რაოდენობასთან მიმართებაში, მაგ, 1 თერაპიულ საწოლზე რამდენი ექიმი და ექთანი და 1 ქირურგიულ საწოლზე რამდენი ექიმი და ექთანი

გარკვეული კრიტერიუმები გვჭირდება სასწრაფო გადაუდებელი სამსახურისთვის იმასთან დაკავშირებით თუ სად უნდა გადაამისამართოს პაციენტი: უპირატესობა ენიჭება მრავალპრფილურ კლინიკას, რომელსაც აქვს ოთხივე ქირურგია, თერაპია. რეანიმაცია და მეანობა გინეკოლოგია, თუ ასეთი არ არის, მაშინ სულ მცირე ორი ფუნქცია- ქირურგია, თერაპია და რეანიმაცია. საეჭვო ინსულტისთვის გავაკეთოთ ცალკე ალგორითმი - მოიწერა სანდრო ცისკარიძემ. შეგვიძლია გავაკეთოთ ცალკე სელექციური კონტრაქტირების პაკეტი ინსულტის ერთეულებისთვის, რომ იქ მიიყვანონ ინსულტიანი პაციენტები დიდ ქალაქებში მაინც.