From : Nino Kamarauli <n.kamarauli@mfa.gov.ge>
To : Nana Kavtaradze <n.kavtaradze@ncdc.ge>; Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>; Eter Kipiani <e.kipiani@ncdc.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : RE: Public Health Annex - text 2
Cc : Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge>; David Bujiashvili <dbujiashvili@mfa.gov.ge>
Received On : 27.01.2020 11:46
Attachments :

ქალბატონო ნანა გამარჯობა,

სამწუხაროა, რომ ვიდეო-კონფერენციაზე ევროკავშირის მხრიდან მოხდა დასტური სისხლის ნაწილზე ვადების გადაწევაზე ისეთ დირექტივებზე, რომლებიც არ შეცვლილა. ჩვენი ძალიან გაგვიკვირდა მათი ეს პასუხი, რადგან თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ვადებში ცვლილებები მხოლოდ ახალ  საკანონმდებლო აქტებზე გავრცელდებოდა.

სამართლებრივად, ევროკავშირის მხრიდან ვერ ხერხდება ასეთ დირექტივებზე ვადებში ცვლილებების განხორციელება და სამწუხაროა, რომ მათ ეს თავიდანვე არ გადაამოწმეს და ისე მოგვცეს დასტური.

 

არსებული მდგომარეობით, ცვლილებები შეეხება მხოლოდ თამბაქოს და გადამდები დაავადების ნაწილს  და ჩვენი მხრიდანაც უნდათ ამ ცვლილებებზე და ვადებზე საბოლოო დასტური.

 

იმ ნაწილებში სადაც ვადების შესრულებას გადავაცილეთ, შეგვიძლია, 13 თებერვალს დაგეგმილი ქვეკომიტეტის სამოქმედო დასკვნაში ჩავადებინოთ, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა/დაიწყო Twinning პროექტი და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ სფეროს ექსპერტის მხრიდან არის მზაობა ვადის გადაწევაზე, ვფიქრობთ, რომ მათი მხრიდან არ იქნება წინააღმდეგობა ასეთი ჩანაწერი ჩავდოთ სამოქმედო დასკვნებში.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ნინო ყამარაული

 

From: Nana Kavtaradze
Sent: Monday, January 27, 2020 12:20 PM
T
o: Nino Kamarauli ; Natia Nogaideli ; Eter Kipiani ; Ketevan Goginashvili ; Maia Nikoleishvili
Cc: Ana Shaishmelashvili
Subject: RE: Public Health Annex - text 2

 

მადლობა ქალბატონო ნინო ინფორმაციისთვის.

 

ვიდეო კონფერენციაზე სისხლის დირექტივებზე ევროკავშირმა თავად შემოგვთავაზა ახალი ვადები, ვინაიდან ამის მიზეზები არსებობს და ვადის გადაწევა პირველ რიგში საქაღთველოს სურვილი იყო და თითქოს ევროკავშირმა იცოდა და ითვალისწინებდა ამას. მეტიც - ჩვენ თანახმა ვიყავით, თუნდაც 1 წლით გაეგრძელებინათ ვადა და მათ შემოგვთვაზეს უფრო დიდი პერიოდი (3 წელი). ამ თვეში დაიწყო Twinning პროექტი, რომლის შედეგად უნდა მოხდეს ამ თემის დასრულება. სისხლის დირექტივებზე ვადები გადის ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში, რაც 2014 წლის 1 სექტემბრიდან აითვლება და რა გამოდის... ვადა გადაცილებულად ითვლება უკვე.

 

როგორც ვიდეო-კონფერენციაზე გვითხრეს, შესათანხმებელი იყო გადამდები დაავადებების მიმართულებით დირექტივების ვადის გადაწევა-არგადაწევის საკითხი, რაც ამ კუთხით შეფასების მისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე უნდა შეეთანხმებინათ ECDC-თან და შემდეგ შიდა კონსულტაციები უნდა გაევლოთ, ხოლო სისხლის ნაწილში თითქოს ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდათ.

 

გასაგებია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს იქიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო აქტები არ განახლებულა. ოღონდ ცოტა ბუნდოვანია საბოლოო შეთანხმების მიღწევა რას გულისხმობს, თუ მსჯელობა კიდევ შეიძლება, ჩვენ მზად ვართ 13 თებერვალს ვიმსჯელოთ და თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ შეიცვლება, ჩვენი თანხმობა ნიშნავს, რომ ჩანაწერს კი არ ვეთანხმებით, არამედ უბრალოდ ვიღებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როგორც სავალდებულოს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ორივე მხარემ ვიცით, რომ დირექტივების შესრულების ვადა ამოიწურა და საქმიანობა ჯერ კიდევ დასასრულებელია,  ასოცირების ქვეკომიტეტის დასკვნებში ჩანაწერი საკმარისი იქნება?

 

პატივისცემით,

 

ნანა ქავთარაძე

 

 

Nana Kavtaradze MD, MPA

-------------------------------------

Head of International and Public Relations Division

National Center for Disease Control and Public Health

99, Kakheti Highway

Tbilisi, 0198, Georgia

Tel.: +995 322 116 001. Ext.:710

www.ncdc.ge

cid:image001.png@01D4CDE3.8F9B7FF0

 

 

 

From: Nino Kamarauli [mailto:n.kamarauli@mfa.gov.ge]
Sent: Monday, January 27, 2020 10:38 AM
To: Natia Nogaideli; Nino Kamaraul
i; Lela Sturua; Nana Kavtaradze; Eter Kipiani; Nuka Maglakelidze; Ketevan Goginashvili; Mariana Mkurnali; Maia Nikoleishvili
Cc: Ana Shaishmelashvili
Subject: FW: Public Health Annex - text 2

 

მოგესალმებით,

13 დეკემბერს გამართული ვიდეო-კონფერენციის საფუძველზე, ევროკავშირის მხარემ მოგვაწოდა განახლებული XXXI დანართი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ვიდე-კონფერენციის მსვლელობისას განაცხადეს თანხმობა გადაგვეწია ვადები იმ დირექტივებზე, რომლებიც არ იცვლება, მოგვიანებით, მას შემდეგ რაც გაიარეს შიდა კონსულტაციები, სამწუხაროდ, მათგან მივიღეთ უარი შეიცვალოს ვადები იმ საკანონმდებლო აქტებზე, რომლებიც არ განახლებულა.

 

გთხოვთ, განიხილოთ განახლებული დანართი და თუ თქვენთვის ტექსტი მისაღებია, ევროკავშირის მხარის სურვილია საბოლოო შეთანხმების მიღწევა 13 თებერვალს თბილისში დაგეგმილი ქვე-კომიტეტის სხდომაზე.

 

ასევე, ჩვენ შეგვიძლია ქვე-კომიტეტის საკანონმდებლო დასკვნებში გავაკეთოთ ჩანაწერი იმ დირექტივებზე, რომლის შესრულებასაც ვერ ვახერხებთ ვადებში, რადგან დანართი ცვლილება ვერ განხორციელდა.

 

ველით თქვენს გამოხმაურებას.

საუკეთესო სურვილებით,

 

Nino Kamarauli

Head of Sectorial Integration Division

EU Assistance Coordination and Sectorial Integration Department

Directorate General for European Integration

 

Ministry of Foreign Affairs of Georgia

Chitadze St. 4, Tbilisi, Georgia, 0118

Phone: (+ 995 32) 294 50 00 (ext-3208)

Cell: (+995) 599 24 73 14

E-mail: n.kamarauli@mfa.gov.ge

 

gerbi