| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: HIV/AIDS program |
| Cc : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge> |
| Received On : | 06.05.2019 05:51 |
მარინა და ეკა,
მინდა გთხოვოთ მოსაზრებები (ყველაზე გვიან 8 მაისის დღის ბოლომდე) ქვემოთ წერილში წითლად მონიშნულ საკითხებზე. ბატონი თენგიზისთვის მოსამზადებელია პასუხი სადაც ასახული იქნება სამინისტროს პოზიცია.
ნათია-მადლობა HER -ის თაობაზე განმარტებებისთვის.
პატივისცემით,
თამუნა
From: Tamar Gabunia
Sent: 5 April, 2019 14:34
To: Mariam Darakhvelidze
Cc: Ketevan Goginashvili
Subject: HIV/AIDS program
ძვირფასო კოლეგებო
გიგზავნით შიდსის და C ჰეპატიტის მართვის პროგრამებისთვის გარკვეულწილად პრობლემულ საკითხებს, რაც ბ-ნმა თენგიზ ცერცვაძემ გამიზიარა. გთხოვთ ქვემოთ მითითებულ ვადებში მომაწოდოთ თქვენი წინადადებები ამ თემებთან დაკავშირებით:
1. შიდსის დიაგნოზის EHR სისტემაში ატვირთვისას კონფიდენციალობის უზრუნველყოფის გარანტიები. ასევე განმარტება თუ როგორ მუშაობს სისტემა ანონიმური პაციენტების შემთხვევაში (ნათია ნოღაიდელი და ვანო გოლიაძე, 8 აპრილი)
2. სტაციონარებში C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამის გააქტიურება- ექსპერტები გამოთქვამენ წუხილს ტესტირებების შემცირების თაობაზე. (ეკა ადამია 8 აპრილი)
3. დედიდან ბავშვზე შიდსის გადაცემის პრევენციის გაიდლაინი-გაიდლაინის პროექტი შემოტანია განსახილველად საბჭოზე. ჯანმოს რეკომენდაციების თანახმად გაიდლაინი მოითხოვს მაღალი რისკის ორსულების სკრინინგს ორჯერ 6 თვიანი ინტერვალით. გთხოვთ შეაფასოთ ახალ გაიდლაინში აღწერილი ინტერვენციის ფინანსური ზეგავლენა და სახელმწიფო პროგრამაში მისი ინტეგრირების შესაძლებლობა (ეკა ადამია 17 აპრილი)
4. 2020 წლის შიდსის პროგრამაზე მუშაობის პროცესში ყურადღების გამახვილება მომსახურების ტარიფებზე (ეკა ადამია, დავიწყოთ მაისიდან)
5. შიდსის პროგრამის ბენეფიციარებისთვის თანხლები დაავადებების ICD 10 კოდების მინიჭების და ფინანსური უზრუნველყოფის თემა (მარინა დარახველიძე -8 აპრილი)
თუ სამუშაო რეჟიმში გირჩევნიათ ამ საკითხების გავლა და დაზუსტებები გჭირდებათ შევხვდეთ.
დიდი მადლობა!
თამარ გაბუნია