| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com>; Keti Goguadze <k.goguadze@curatio.com> |
| Subject : | RE: Georgia TB financing overview |
| Cc : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ano Akhvlediani <a.akhvlediani@curatio.com>; Natia Shengelia <n.shengelia@curatio.com>; Nata Gordeziani <n.gordeziani@curatio.com>; Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 26.05.2019 18:36 |
| Attachments : |
ძვირფასო გიორგი,
დიდი მადლობა პასუხისთვის. ძალიან კარგია, რომ მიმდინარე პროექტების ფარგლებში შესაძლებელი იქნება უფრო ჩაღრმავებული ანალიზის შესრულება. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბაზის გაზიარებას. გავივლი კონსულტაციას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, თუმცა დამჭირდება დეტალების დაზუსტება. ამიტომ, თქვენგან დაველოდები მინიმალური ველების ჩამონათვალს.
მეც ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და უამრავ წარმატებას გისურვებთ!
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: George Gotsadze [mailto:g.gotsadze@curatio.com]
Sent: 26 May, 2019 15:28
To: Tamar Gabunia
Cc: Ketevan Goginashvili
Subject: Re: Georgia TB financing overview
ძვირფასო თამარ და კოლეგებო
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და სულ გამარჯვებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ხალხს.
რაც შეეხება მოწოდებულ კომენტარებს, უღრმესი მადლობა ასეთი დეტალური და შინაარსიანი კომენტარებისთვის. ჩვენი მიდგომა ასეთი იქნება:
რომ შევაჯამოთ: (ა) თქვენს მიერ კომენტირებული დოკუმენტის სამუშაო ვერსია განახლდება ივნის-ივლისის თვეში და გამდიდრდება მონაცემებით (ბ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული მონაცემებიც (თუ მოვიპოვეთ) ასევე მოახდენს ამ განახლების გამდიდრებას და რაც მთავარია (გ)აგვისტო-სექტემბრის თვეში დავგეგმავთ რამოდენიმე სამუშაო შეხვედრას სადაც ანალიზის წინასწარ შედეგებს და წინასწარ მოსაზრებებს განვიხილავთ თქვენთა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად, ვიდრე ამას ყოველივეს საბოლოო დოკუმენტად და საბოლოო რეკომენდაციებად ჩამოვაყალიბებთ.
იმედს გამოვთქვამ რომ ამ გზით თქვენს ყველა კომენტარს და კითხვას, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად გაეცემა პასუხი და სამინისტრო მიიღებს უფრო მეტ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, რომელთაც ერთობლივად შევიმუშავებთ ტეპ-ის და სამინისტროს კოლეგებთან.
ღრმა პატივისცემის გრძნობით
| |||||||||
From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Date: Sunday, May 26, 2019 at 10:57 AM
To: Keti Goguadze <k.goguadze@curatio.com>
Cc: Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>, George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com>, Ano Akhvlediani <a.akhvlediani@curatio.com>, Natia Shengelia <n.shengelia@curatio.com>, Nata Gordeziani <n.gordeziani@curatio.com>, Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>, Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Subject: RE: Georgia TB financing overview
ძვირფასო ქეთი და კოლეგებო
გასულ კვირას იამ და ქეთიმ გამიზიარეს ტუბერკულოზის სერვისების დაფინანსების მიმოხილვის დოკუმენტი. იას კომენტარების გარდა მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე დამატებითი კომენტარი.
1. როგორც PAAC -ის შეხვედრაზეც ავღნიშნეთ მნიშვნელოვანია ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციები ასახავდეს ტუბერკულოზის „პაციენტზე ორიენტირებულ“ მოდელის დანერგვის ასპექტებს. ამ მოდელის ელემენტები აღწერილა მოქმედ გაიდლაინში და განახლებულ სტარტეგიაშიც. ყველაზე პრინციპულია ამბულატორიულ დონეზე ტბ სერვისების დაფინანსების ადეკვატურობა ხარჯების სტრუქტურის, მოცულობის და ანაზღურების მექანიზმების ჩათვლით. ეს მოიცავს როგორც პრევენციულ, ასევე დიაგნოსტიკურ, სამკურნალო და მხარდაჭერის სერვისებს. ამ წერილთან ერთად ვაგზავნი People center TB care model -ის კონცეფციას, რომელიც აქცენტს აკეთებს აუცილებელ სერვისებზე, რომელთა სრულად დაფინანსება დღეს არ ხდება და ამ გეფების იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია. მაგ. DOT-ის შესრულება სამედიცინო დაწესებულების გარეთ მობილური გუნდების ან ვიდეო ტექნიოლოგიების დახმარებით; არასამთავრობო სექტორის მ.შ. ყოფილი პაციენტების როლი ხანგრძლივი მხარდაჭერის ნაწილში (ფინანსდება გლობალური ფონდის მიერ). კარგი იქნება მიმოხილვას დაემატოს ამჟამად გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ინიციატივების ფინანსური ანალიზი. ყველა ეს ინიციატივა ამბულატორიულ დონეზე ტბ მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. მიმოხილვის ამ ვერსიაში პრევენციული და სათემო სერვისების დაფინანსება ნაკლებად არის მოცული.
2. კრიტიკული საკითხი, რომელიც დიდი ხანია დგას არის კერძო პროვაიდერების მოტივირება (განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ამოიწურა ტბ სერვისების მიწოდების ვალდებულება), რაც იქნება გარანტია მათი შენარჩუნებისთვის ტბ პროგრამაში. ესეც უკავშირდება, როგორც დაფინანსების მოცულობას, ასევე დაფინანსების და ანაზღაურების მექანიზმებს. ვფიქრობ საჭიროა ეს საკითხი მეტად გაიშალოს, როგორც მიმოხილვის, ასევე შემდგომ რეკომენდაციების ნაწილშიც.
3. ჰოსპიტალური სერვისების ნაწილში სამინისტროსთვის, გადახდის მექანიზმების ადაკვატურობის შეფასებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შემდეგი შეკითხვების ანალიზი: იკვეთება თუ არა ამჟამად ჰოსპიტალური სიმძლავრის ჭარბი უტილიზაციის ნიშნები. რამდენად ადეკვატურია დაფინანსების მოცულობა საწოლდღეზე, რამდენად გამართლებულია დიფერენცირებული ტარიფები და განსხვავებული ანაზღაურება საწოლ დღეზე ერთი ტიპის ნოზოლოგიის სამკურნალოდ თბილისსა და სხვა რეგიონებში მდებარე ჰოსპიტლებში. იმედი მაქვს მოხერხდება საწყისი ანალიზის დოკუმენტში ამ შეკითხვების ასახვა.
ბოდიშს ვიხდი კომენტარების ფრაგმენტულად გაზიარებისთვის.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Keti Goguadze [mailto:k.goguadze@curatio.com]
Sent: Tuesday, May 21, 2019 5:43 PM
To: Ketevan Goginashvili; Ia Kamarauli
Cc: George Gotsadze; Ano Akhvlediani; Natia Shengelia; Nata Gordeziani
Subject: Georgia TB financing overview
ქეთი და ია მოგესალმებით,
როგორც საქმის კურსში ხართ და როგორც გუშინდელი PAC-ის შეხვედრაზე მოხსენდა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (დკსჯეც) გაფორმებული ხელშეკერულების ფარგლბში, საერთაშორისო ფონდი კურაციო ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას „ტექნიკური დახმარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტუბერკულოზის პრევენციის, შემთხვევების გამოვლენის და მკურნალობის ხარისხის ამაღლების მიზნით“.
ამ პროექტის ერთ-ერთ მიმართულებას ტუბერკულოზის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების დაფინანსების ოპტიმალური მექანიზმების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს.
როგორც თამარ გაბუნიასთან პირველი შეხვედრისას გადაწყდა, სამინისტროს მხრიდან თქვენ ორი ადამიანი მოიაზრებით ამ კომპონენტზე ჩვენთთან აქტიურად სათანამშრომლოდ წინასწარი კონსულტაციებისთვის, სანამ ჩვენს მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, მიდგომებს თუ შემოთავაზებებს/რეკომენდაციებს უფრო გაფართოებულ შეხვედრებზე/ეროვნულ კონსულტაციებზე წარვადგენთ.
ამ კომპონენტის ფარგლებში 31 მაისისთვის დკსჯეც-თვის ჩასაბარებელ პროდუქტს ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ტუბერკულოზის სერვისების დაფინანსების მეთოდების მიმოხილვა წარმოადგენს. გიგზავნით ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიას და მოგმართავთ თხოვნით, რომ გადახედოთ და არაუგვიანეს 27 მაისისა მოგვაწოდოთ თქვენი კომენტარები (თუ ასეთი გექნებათ), რათა 31 მაისამდე ჩვენ შევძლოთ თქვენი კომენტარების ასახვა დოკუმენტში.
წინასწარ დიდი მადლობა
პატივისცემით,
ქეთი
| ||||||||||||||