From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : k.goguadze@curatio.com
Subject : RE: Georgia TB financing overview
Cc : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com>; Ana Akhvlediani <a.akhvlediani@curatio.com>; n.shengelia@curatio.com; n.gordeziani@curatio.com; Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Received On : 26.05.2019 08:57
Attachments :

ძვირფასო ქეთი და კოლეგებო

 

გასულ კვირას იამ და ქეთიმ გამიზიარეს ტუბერკულოზის სერვისების დაფინანსების მიმოხილვის დოკუმენტი. იას კომენტარების გარდა მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე დამატებითი კომენტარი.

1.       როგორც PAAC -ის შეხვედრაზეც ავღნიშნეთ მნიშვნელოვანია ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციები ასახავდეს ტუბერკულოზის „პაციენტზე ორიენტირებულ“ მოდელის დანერგვის ასპექტებს. ამ მოდელის ელემენტები აღწერილა მოქმედ გაიდლაინში და განახლებულ სტარტეგიაშიც. ყველაზე პრინციპულია ამბულატორიულ დონეზე ტბ სერვისების დაფინანსების ადეკვატურობა ხარჯების სტრუქტურის, მოცულობის და ანაზღურების მექანიზმების ჩათვლით. ეს მოიცავს როგორც პრევენციულ, ასევე დიაგნოსტიკურ, სამკურნალო და მხარდაჭერის სერვისებს. ამ წერილთან ერთად ვაგზავნი People center TB care model -ის კონცეფციას, რომელიც აქცენტს აკეთებს აუცილებელ სერვისებზე, რომელთა სრულად დაფინანსება დღეს არ ხდება და ამ გეფების იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია. მაგ. DOT-ის შესრულება სამედიცინო დაწესებულების გარეთ მობილური გუნდების ან ვიდეო ტექნიოლოგიების დახმარებით; არასამთავრობო სექტორის მ.შ. ყოფილი პაციენტების როლი ხანგრძლივი მხარდაჭერის ნაწილში (ფინანსდება გლობალური ფონდის მიერ). კარგი იქნება მიმოხილვას დაემატოს ამჟამად გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ინიციატივების ფინანსური ანალიზი. ყველა ეს ინიციატივა ამბულატორიულ დონეზე ტბ მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. მიმოხილვის ამ ვერსიაში პრევენციული და სათემო სერვისების დაფინანსება ნაკლებად არის მოცული.

2.       კრიტიკული საკითხი, რომელიც დიდი ხანია დგას არის კერძო პროვაიდერების მოტივირება (განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ამოიწურა ტბ სერვისების მიწოდების ვალდებულება), რაც იქნება გარანტია მათი შენარჩუნებისთვის ტბ პროგრამაში.  ესეც უკავშირდება, როგორც დაფინანსების მოცულობას, ასევე დაფინანსების და ანაზღაურების მექანიზმებს. ვფიქრობ საჭიროა ეს საკითხი მეტად გაიშალოს, როგორც მიმოხილვის, ასევე შემდგომ რეკომენდაციების ნაწილშიც.

3.       ჰოსპიტალური სერვისების ნაწილში სამინისტროსთვის, გადახდის მექანიზმების ადაკვატურობის შეფასებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შემდეგი შეკითხვების ანალიზი: იკვეთება თუ არა ამჟამად ჰოსპიტალური სიმძლავრის ჭარბი უტილიზაციის ნიშნები. რამდენად ადეკვატურია დაფინანსების მოცულობა საწოლდღეზე, რამდენად გამართლებულია დიფერენცირებული ტარიფები და განსხვავებული ანაზღაურება საწოლ დღეზე ერთი ტიპის ნოზოლოგიის სამკურნალოდ თბილისსა და სხვა რეგიონებში მდებარე ჰოსპიტლებში. იმედი მაქვს მოხერხდება საწყისი ანალიზის დოკუმენტში ამ შეკითხვების ასახვა.

ბოდიშს ვიხდი კომენტარების ფრაგმენტულად გაზიარებისთვის.

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

 

 

 

 

 

From: Keti Goguadze [mailto:k.goguadze@curatio.com]
Sent: Tuesday, May 21,
2019 5:43 PM
To: Ketevan Goginashvili; Ia Kamarauli
Cc: George Gotsadze; Ano Akhvlediani; Natia Shengelia; Nata Gordeziani
Subject: Georgia TB financing overview

 

ქეთი და ია მოგესალმებით,

 

როგორც საქმის კურსში ხართ და როგორც გუშინდელი PAC-ის შეხვედრაზე მოხსენდა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან  (დკსჯეც) გაფორმებული ხელშეკერულების ფარგლბში, საერთაშორისო ფონდი კურაციო ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას „ტექნიკური დახმარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტუბერკულოზის პრევენციის, შემთხვევების გამოვლენის და მკურნალობის ხარისხის ამაღლების მიზნით“.

 

ამ პროექტის ერთ-ერთ მიმართულებას ტუბერკულოზის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების დაფინანსების ოპტიმალური მექანიზმების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

როგორც თამარ გაბუნიასთან პირველი შეხვედრისას გადაწყდა, სამინისტროს მხრიდან თქვენ ორი ადამიანი მოიაზრებით ამ კომპონენტზე ჩვენთთან აქტიურად სათანამშრომლოდ  წინასწარი კონსულტაციებისთვის, სანამ ჩვენს მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, მიდგომებს თუ შემოთავაზებებს/რეკომენდაციებს უფრო გაფართოებულ შეხვედრებზე/ეროვნულ კონსულტაციებზე წარვადგენთ.  

 

ამ კომპონენტის ფარგლებში 31 მაისისთვის დკსჯეც-თვის ჩასაბარებელ პროდუქტს ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ტუბერკულოზის სერვისების დაფინანსების მეთოდების მიმოხილვა წარმოადგენს. გიგზავნით ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიას და მოგმართავთ თხოვნით, რომ გადახედოთ და არაუგვიანეს 27 მაისისა მოგვაწოდოთ თქვენი კომენტარები (თუ ასეთი გექნებათ), რათა 31 მაისამდე ჩვენ შევძლოთ თქვენი კომენტარების ასახვა დოკუმენტში.  

 

წინასწარ დიდი მადლობა

 

პატივისცემით,

ქეთი

 

 

Ketevan Goguadze, MD
Business Development Director, Curatio International Foundation

3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia
+995 032 2 25 31 04   |   k.goguadze@curatio.com
www.curatiofoundation.org   |   www.healthsystemsglobal.org

https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/0a6ed8cc-6927-4cf6-9acc-22a1b2fd401b.png   https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/e134cee6-3ed3-4fdc-9536-9a9cacb1a0e3.png   https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/f22b2a03-bb22-43fd-9712-8e8a573f5122.png   https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/e02f8857-ca63-497a-b229-6c836ab6b41d.png

https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/27ba9dee-0c85-42b1-9faa-373319cf0593.png     https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/b0d42867-0346-4f06-93c5-e35af5e99715.png      https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/95fd98de-31c8-4575-8459-8229e93694c7.png

Curatio International Foundation hosts the Secretariat of Health Systems Global - the first international membership organization fully dedicated to promoting health systems research and knowledge translation.
The Fifth Global Symposium on Health Systems Research (#HSR2018) takes place in Liverpool, UK, from 8 to 12 October 2018.

https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/spacer.gif