| From : | Irina Grdzelidze <secretary@georgia-ccm.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: Country Strategic Preparedness and Response Plan |
| Cc : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Natia khonelidze <admin@georgia-ccm.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| Received On : | 29.05.2020 16:06 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
დიდი მადლობა პასუხისთვის.
გლობალური ფონდში წარსადგენ განაცხადში აღნიშნულია, რომ ჯანმოს ტექნიკური დახმარებით შეიქმნა Country Strategic Preparedness and Response Plan-ი (CSPR) თავისი განფასებით. შესაბამისად გლობალურმა ფონდმა მოითხოვა ეს დოკუმენტი (ჩვენ დოკუმენტის მხოლოდ პირველადი ვერსია გვქონდა).
რადგან ჯანმოს პორტალზე ჩვენ არ გვაქვს წვდომა და დოკუმენტი სასწრაფოდ გვჭირდებოდა, ამიტომ მოვმართეთ სამინისტროს, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა გაგეზიარებინათ დოკუმენტის საბოლოო ვერსია. პარალელურ რეჟიმში ასევე მივმართეთ WHO-ს. დოკუმენტი უკვე მივიღეთ და გვაქვს საშუალება, რომ გავაზიაროთ, როგორც გლობალურ ფონდთან, ასევე ქვეყნის ფინანსურ აგენტთან, რომელიც თავის მხრივ, ორ კვირაში ერთხელ აახლებს ინფორმაციას გლობალური ფონდისთვის, კოვიდ-19-ის ზეგავლენის შესახებ გლობალური ფონდის პროგრამებზე, რაც ასევე მოიცავს ინფორმაციას ამ გეგმის თაობაზე.
უკაცრავად თუ გაუგებრობა გამოვიწვიე.
პატივისცემით,
ირინა
From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: Friday, May 29, 2020 5:59 PM
To: Irina Grdzelidze
Cc: Ketevan Goginashvili
Subject: RE: Country Strategic Preparedness and Response Plan
ირინა
მადლობელი ვიქნები თუ შემოივლით ჩემთან და ზუსტად მეტყვით რა გჭირდებათ. ქვეყნის საპასუხო ღონისძიებების გეგმა ასახულია სამთვრობო დადგენილებებში. გთხოვთ გაიარეთ კონსულტაცია იურიდიულ დეპარტამენტთან (ნათია ხმალაძეს ვთხოვ გაგიზიაროთ დოკუმენტები).
რაც შეეხება განფასებას, ამაზე მეტი ინფორმაცია მჭირდება რა ტიპის დოკუმენტია საჭირო.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Irina Grdzelidze [mailto:secretary@georgia-ccm.ge]
Sent: 29 May, 2020 17:03
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Cc: Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; 'Natia khonelidze' <admin@georgia-ccm.ge>
Subject: Country Strategic Preparedness and Response Plan
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს საგრანტო განაცხადის მზადება გლობალურ ფონდში წარსადგენად, COVID-19 საპასუხო ღონისძიებებისთვის დაფინანსების მიღების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ Country Strategic Preparedness and Response Plan-ის (CSPR) და მისი განფასების დოკუმენტის მოპოვებაში, გლობალურ ფონდში გასაზიარებლად.
დიდი მადლობა წინასწარ,
პატივისცემით,
ირინა