From : Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Ketevan Nikolishvili <knikolishvili@moh.gov.ge>; Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>
Subject : RE: ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ჯანდაცვის სერვისები შშმ ქალებისთვის
Received On : 25.04.2019 11:30
Attachments :
esec.pdf

ქალბატონო თამარ,

 

მოგახსენებთ,

 

დღესდღეობით ჩვენი ვებგვერდი აკმაყოფილებს WCAG2.0/A,A  ISO/ICE 40500 სტანდარტის,  საშუალო  A,A დონეს და მიმაგებული ფაილები მუშავდება ISO - 14289-1 სტანდარტით, რაც გულისხმობს ელექტრონული დოკუმენტის ფაილის ფორმატის გაფართოებას ხელმისაწვდომობისათვის.

უსინათლოთა შემთხვევაში: უნარშეზღუდული ადამიანი მიდის უსინათლოთა კავშირში და ითხოვს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას ან იწერს ოფიციალური ვებ გვერდიდან, რამელიც სრულად პასუხობს ზემო აღნიშნულ სტანდარტებს, ეს პროგრამული უზრუნველყოფა გახლავთ „ხმოვანი N.V.D.A. ქართული სინთეზატორი“ რომლის შემუშავებაშიც ჩვენი დეპარტამენტიც მონაწილეობდა. პარამეტრების გასასწორებლად და ასევე სხვა ტექნიკური მოთხოვნებითვის მომხმარებელს დახმარებას უწევს უსინათლოთა კავშირი, პროგრამის გასწორებას და დაყენებას პირად კომპიუტერზე ახოციელებს უსინათლოს ნდობით აღჭურივილი ადამიანი, პროგრამის გამართულად მუშაობის შემდეგ უსინათლო კლავიატურის საშუალებით გადაადგილდება ვებ გვერდზე საასურველ მენიუში და მოიძიების შესაბამის ინფორმაციას, რა დროსაც ხმოვანი სინთეზატორი უკითხავს შესაბამის ენაზე ტექსტს.

მცირე მხედველი: ზემო აღნიშნული სტანდარტებიდან გამომდიარე ვებ გვერდს გააჩნია სპეციალური ფუნქციონალური ღილაკები რომელებიც დამაგრებულია მარჯვენა ზედა კუთხეში, მისი საშუალებით შესაძლებელია ვებ გვერდის კონტრასტის, ფერთა გამის შეცვლა სასურველ პოზიციაზე, განლაგების მართვა და ტექსტის ზომების ცვლა.

უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანის შემთხვევაში ამ სტნდარტს აქვს შესაძლებლობა  ფონტის გადამყვანი ბრაელის წამკითხველი კლავიატურის საშუალებით მოახდინოს ინფორმაციის მიღება.

 

შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე შეგვიძლია დეტალურად გავიაროთ ეს საკითხები.

დამატებით გიგზავნით ქ-ნ თამილა ბარკალაიას წერილს ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

 

მიხეილ ჯანიაშვილი

 

 

 

 

From: Tamar Gabunia
Sent: 2019
წლის 23 04, სამშაბათი 20:29
To: Mariam Darakhvelidze ; Nino Odisharia ; Ketevan Goginashvili ; Tamar Barkalaia ; Ketevan Nikolishvili ; Natia Nogaideli ; Ekaterine Adamia ; Mikheil Janiashvili ; Vano Goliadze ; Zaza Bokhua
Subject: FW:
ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ჯანდაცვის სერვისები შშმ ქალებისთვის

 

ძვირფასო კოლეგებო,

 

როგორც მოგეხსენებათ დღეს გაიმართა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა, რომლის მთავარი თემა იყო ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ჯანდაცვის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის. შეხვედრაზე გამოიკვეთა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ფარგლებში უნდა გადაიჭრას:

1.      ვალიდური და სრული სტატისტიკური ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე. სტატისტიკა შემოიფარგლება, მხოლოდ სოციალური დაცვის სისტემაში რეგისტრირებული პირებით და ბევრი ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობით, რომელიც სოციალურ სარგებელს არ იღებს აღურიცხავი რჩება.

2.      საქართველოში წარმოებულ და ზოგიერთ იმპორტირებულ წამალზე ბრაილის შრიფტით წარწერის არ არსებობა- ქ. ქეთევან ნიკოლიშვილს ვთხოვ ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლე მიმოხილვას და შესაძლო გადაწყვეტას

3.      სამინისტროს ვებ გვერდზე გრაფიკული ინფორმაციის აღქმა უსინათლო პირებისთვის შეუძლებელია-საჭიროა ვებ. გვერდის ადაპტირება-ბ მიშა ჯანიაშვილს ვთხოვ კომენტარს ამ საკითხზე

4.      გინეკოლოგიური სავარძელი რომლის ტრასფორმაცია შესაძლებელია შშმპ ქალებისთვის სამედიცინო დაწესებულებებში არ არის. განსაკუთრებით პრობლემურადაა მიჩნეული საშვილოსნოს ყელის კიბოზე სკრინინგის ჩატარების სირთულე სავარძლის არარსებობის გამო- ქ-ნ მარინას ვთხოვ განვიხილოთ ეს საკითხი

5.      ჟესტების ენის გამოყენების უნარ-ჩვევების მქონე თარჯიმანი, როგორც წესი სამედიცინო დაწესებულებაში არ არსებობს. აუცილებელი ხდება ოჯახის წევრის ან სხვა პირის ჩართვა, რაც ართულებს კომუნიკაციის პროცესს და არღვევს კონფიდენციალობის პრინციპს. შემოთავაზებაა იქნებ ექიმებმა ისწავლონ ჟესტების ენა, რაც მე პირადად არარეალური მეჩვენება. შეიძლება ვიფიქროთ თარჯიმნების მობილიზებაზე, როცა ამის საჭიროება იქნება, ბუნებრივია კონფიდენციალობის დათქმით.

6.      ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისზე უკიდურესად შეზღუდული ხელმისაწვდომობა და პრაქტიკულად სერვისის არ არსებობა-იმედი მაქვს USAID ის პროექტი დაგვეხმარება ამ ნაწილში, ჯანმოც გვეხმარება. დროულად იქნება საჭირო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ( ან სხვა შესაფერის პროგრამაში) რეაბილიტაციის სერვისის ასახვა. ცხადია მას შემდეგ რაც ხარისხიანი სერვისი გაჩნდება.

7.      ფსიქიატრულ დაწესებულებებში გინეკოლოგიური დახმარების მიღება გართულებულია-ეკა ესეც უნდა განვიხილოთ სომატური საჭიროებების კონტექსტში

8.      დამხმარე ტექნოლოგიების მიღების წესი ქმნის ბევრ ადმინისტრაციულ ბარიერს, სურვილი აქვთ შშმ პირებს იმსჯელონ სამინისტროსთან ამ წესის გამარტივებაზე.

9.      ზოგადად ექიმების ცნობიერება და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები შშმპ პირებთან მშ ქალებთან არასაკმარისია. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს კურსი თანამშრომლებისთვის შშმ პირებთან კომუნიკაციის თემებზე. კარგი იქნება გავეცნოთ და სამედიცინო პერსონალისთვის დავნერგოთ.

იმედი მაქვს გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობის და გადაწყვეტის შესაძლებლობა.

პატივისცემით

თამარ გაბუნია

 

From: Gender Equality Council/გენდერული საბჭო [mailto:gendercouncil@parliament.ge]
Sent: 22 April, 2019 11:59
To: Tamar Gabunia <
tgabunia@moh.gov.ge>
Cc: Nato Kvernadze <
nkvernadze@moh.gov.ge>; gmatcharashvili@ndi.org
Subject:
ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ჯანდაცვის სერვისები შშმ ქალებისთვის, 23 აპრილი, 10:30 საათი

 

მოგესალმებით ქალბატონო თამარ,

 

გწერთ მცირე ცვლილებასთან დაკავშირებით. ხვალინდელი შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდის მარიოტის" ნაცვლად, ჩატარდება სასტუმროში - "თბილისი მარიოტი".

 

შეხვედრის განახლებულ დღის წესრიგს გიგზავნით მიბმულ ფაილად

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

გენდერული თანასწორობის საბჭო| Gender Equality Council 

საქართველოს პარლამენტი | The Parliament of Georgia

ელ-ფოსტა: | E-mail: gendercouncil@parliament.ge

ვებ გვერდი: | Web page: http://www.parliament.ge

ოფისი:| Office: + 995 (322) 2 28 13 88