| From : | Gela Chigoshvili <gchigoshvili@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Gvenetadze <gvenetadze71@gmail.com> |
| Subject : | RE: შპს „მედჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმე |
| Cc : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 06.08.2020 12:14 |
ბატონო გიორგი,
შპს „მედჯორჯიას“ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანნმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, როგორც ერთ-ერთი კრედიტორის, მხრიდან მომრიგებელი საბჭოსთვის პოზიციის წარდგენასთან დაკავშირებით, გაცნობებთ შემდეგს: აღნიშნულ საქმეში არსებული წარმოების მასალების (მათ შორის, შპს „მედჯორჯიას“ აქტივების, პასივებისა და სხვა გარემოებების ამსახველი მასალები) გაცნობის შემდეგ, ჩვენი მოსაზრებით, სამინისტროს, როგორიც კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება უფრო მეტადაა შესაძლებელი გაკოტრების საქმის წარმოებით, რაც გულისხმობს საპროცესო და ხელმძღვანელობითი მოქმედებების ერთობლიობას, რომელიც ხორციელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესაძლოდ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად სამეურვეო ქონების რეალიზაციის გზით. ამასთან, სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა განაწილდება გაკოტრების პროცესის დასრულებისთანავე.
პატივისცემით,
Gela Chigoshvili
Ministry of Internally displaced persons from the occupied territories,
Labor, Health and Social
Affairs of Georgia
Legal Department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Mob: 98 40 77 57, E-mail: gchigoshvili@moh.gov.ge.
From: Giorgi Gvenetadze [mailto:gvenetadze71@gmail.com]
Sent: 29 July, 2020 15:19
To: Gela Chigoshvili
Subject: შპს „მედჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმე
გამარჯობა ბატონო გელა,
მე გახლავართ გიორგი გვენეტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე, შპს „მედჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმეში შექმნილი მომრიგებელი საბჭოს წევრი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანნმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნულ საქმეში აღიარებულია სასამართლოს მიერ არაუზრუნველყოფილ კრედიტორად, მე-6 რიგში, თანხით - 97 976 ლარი.
გთხოვთ გვაცნობოთ სამინისტროს, როგორც კრედიტორის პოზიცია, მომრიგებელი საბჭოს მიერ მოვალის მიმართ მისაღები გადაწყვეტილების შესახებ (გაკოტრების საქმის დაწყება, რეაბილიტაციის პროცესის დაწყება, ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა).
პატივისცემით,
გიორგი გვენეტაძე
ტელ. 593 334481