| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Eka Chkonia <ekachkonia@gmail.com>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე |
| Cc : | Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 01.10.2020 11:21 |
დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, თბილისში თუ ვიქნები აუცილებლად დავესწრები.
From: Eka Chkonia [mailto:ekachkonia@gmail.com]
Sent: 1 October, 2020 15:13
To: Tamar Gabunia
Subject: ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე
ქალბატონო თამარ,
მოგახსენებთ, რომ ყოველწლიურად 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წლევანდელი წელი ეძღვნება ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც საქართველოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება და ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აწყობს ღონისძიებას, რომელზეც წარადგენს 2020 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში სტაციონარგარეთა სერვისების (სათემო ფსიქიატრიული ამბულატორიების და მობილური გუნდების) მონიტორინგის შედეგებს.
ღონისძიება ჩატარდება 9 ოქტომბერს, რუმს ჰოტელში (მისამართი მერაბ კოსტავას ქ. 14).
ღონისძიება დაიწყება 10:30 საათზე და გაგრძელდება 14 საათამდე.
ამ ღონისძიებაზე თქვენი დასწრება და თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.
ღონისძიების დღის წესრიგი იხილეთ ბმულში.
პატივისცემით,
ეკა ჭყონია
Eka Chkonia
Professor of Psychiatry
Tbilisi State Medical University
President of the Society of Georgian Psychiatrists
Tel: 2 99 75 40
Mob: 5 71 73 19 55