| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Gio-Gio <giorgi03@gmail.com> |
| Subject : | RE: სურამი - ბედიანი |
| Cc : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 25.06.2019 05:09 |
| Attachments : |
ბატონო გიორგი,
მოგესალმებით! დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის-ნამდვილად სერიოზული პროგრესია. ვფიქრობ მომდევნო კვირებში ჩამოვიდე და ადგილზეც ვისაუბროთ. მანამდე მინდა გაცნობოთ, რომ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით (ირმა ხაბაზი) იგეგმება ბედიანის ბენეფციარების ფუნქიური მდგომარეობის შეფასება (სავარაუდოდ ივლისის დასაწყისში), რათა დადგინდეს შესაძლებელია თუ არა ზოგიერთი მათგანის განთავსება მცირე ზომის საცხოვრისში. ამ პროცესთან დაკავშირებით დეტალებს დამატებით მოგწერთ, თუმცა მანამდე მინდა რომ საქმის კურსში იყოთ.
საუკეთესო სურვილებით,
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Gio-Gio [mailto:giorgi03@gmail.com]
Sent: 24 June, 2019 23:07
To: Tamar Gabunia
Subject:
მოგესალმებით ქალბატონო თამარ, გაწუხებთ შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის (სურამი/ბედიანი) დირექტორი გიორგი გულაშვილი.
მსურს გაცნობოთ ის ქმედებები რომლებიც ჩემი დანიშვნის დღის შემდგომ განვახორციელე აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, როგორც სურამის ასევე ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკებში.
2019 წლის 15 მაისიდან დღემდე შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სურამის და ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკებიდან კომისისური წესით (3 ექიმი ფსიქიატრის შეფასებით) გაეწერა 24 ბენეფიციარი, ამასთანავე მიღებული იქნა ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობაზე 20 ბენეფიციარი, ყოველდღიური შემოვლების და პაციენტებზე მეთვალყურეობის შედეგად გამოვლენილ და რეფერირებულ იქნა მულტიპროფილურ კლინიკებში მეორადი სომატური დაავადების გამწვავების გამო 6 ბენეფიციარი.
· ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში შემოტანილ იქნა სადეზინფექციო ხსნარები, რომლებიც გადანაწილდა განყოფილებებში (ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარები, სამედიცინო და საყოფაცხოვრები იარაღების (მაკრატლები, ფრჩხილების მკვნეტარა) სადეზინფექციო ხსნარები). საპროცედუროებში განთავსდა დოზატორიანი ხელის სადეზინფექციო სითხეები.
· ჩვენს მიერ გადახედილი იქნა პაციენტებისათვის განკუთვნილი კვების მენიუ და კალორაჟის მაჩვენებლები, მოხდა დაკორექტირება, შესწორება და მენიუს შევსება შესაბამისი სპეციალისტის მიერ (ნუტრიციოლოგი-კვების ექიმი), რამაც მოგვცა საშუალება მაისი-ივნისის თვეში მოგვეხდინა კვებაზე გათვალისწინებული თანხების ოპტიმიზაცია.
· ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში დამონტაჟდა საჰაერო ინტერნეტი (5მბ/წმ), იგეგმება შიდა დაქსელვა რათა ინტერნეტი მიყვანილი იქნას განყოფილებებში პერსონალურ კომპიუტერებამდე, შემდგომში ელექტრონული ისტორიებისა და ელეტრონული რეცეპტების მოდულში სამუშაოდ.
· ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის განყოფილებებში არსებულ სველ წერტილებში, როგორც მოგეხსენებათ იდგა ანტისანიტარია. იმ მოცემულობიდან გამომდინარე რომელიც ამჟამად არსებობს, ყოველდღიური ძალისხმევით შევძელით, რომ მოგვეყვანა წესრიგში როგორც საპირფარეშოები ასევე სააბაზანოები (მიმდინარეობს ყოველდღიური დასუფთავება, სპეციალური მჟავა-ტუტოვანი ხსნარებით ჩაკირული ჭუჭყის მოშორება, ინვენტარის მარკირება და მატერიალურ ტექნიკური ბაზის შეკეთება). ასევე მოგახსენებთ, რომ მშენებელ-სპეციალისტების მიერ მოხდა არსებული სველი წერტილების შესწავლა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა რათა მოვახდინოთ სარემონტო სამუშაოების ტენდერზე გატანა და სველი წერტილების მოწყობა-განახლება.
· ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ბოლო პერიოდში მწვავედ იდგა ბენეფიციარების კუთვნილი პენსიების მიღების საკითხი. კერძოდ, ლიბერთი ბანკის საპენსიო ავტომობილი არ მოდიოდა ადგილზე რის გამოც გაძნელებული იყო ბენეფიციარების ტრანსპორტირება წალკაში განთავსებულ ბანკის შენობაში კუთვნილი პენსიის მისაღებად; მივწერეთ წერილი ბანკის მმართველს, რის შემდგომაც პირადად შევხვდი, გავიარეთ არსებული საპრობლემო საკითხები და შევთანხმდით, რომ ლიბერთი ბანკის საპენსიო ავტომობილი კვლავ გააგრძელებდა კლინიკაში პენსიების მოტანა-დარიგებას (2019 წლის 16 ივნისს მოხდა პენსიების დარიგება კლინიკის ტერიტორიაზე).
· ასევე, მწვავედ დგას ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში სოციალური მუშაკის არ ყოლის საკითხი, აღნიშნული საკითხი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ყოფილი დირექტორის (ა.ვანაძის) მხრიდან, იყო მოგვარების პროცესში, ირწმუნებოდა, რომ ქონდა გამოცხადებული ვაკანსია, მაგრამ რეალურად კლინიკისთვის სოციალური მუშაკის მოსაძიებლად არანაირი ნაბიჯი არ ყოფილა გადადგმული, დღეის მდგომარეობით ვგეგმავ ოფიციალურად სამუშაოს მაძიებელთა საიტებზე განვათავსო განცხადება სოციალური მუშაკის მოსაძიებლად, რომელსაც ექნება შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა არსებულ სფეროში მუშაობის.
· 2019 წლის 1 ივნისიდან სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვანხორციელებთ „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურებას მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის“, დღეის მდგომარეობის ჩართულია 7 ბენეფიციარი.
· სურამის ფსიქიატრიული კლინიკისათვის 2018 წელს გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე მოხდა ლაბორატორიისათვის საჭირო აპარატურის და დანადგარების შეძენა, დღეის მდგომარეობით „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესაბამისად“ იგეგმება ლაბორატორიული სერვისის აღდგენა, ხოლო მანამდე გაფორმებულია ხელშეკრულება სურამის ამბულატორიულ სამსახურთან (პოლიკლინიკა), რომელიც ემსახურება კლინიკის ბენეფიციარებს შესაბამისი ანალიზების უზრუნველყოფით.
· სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში წარმატებით განვახორციელეთ ბენეფიციართათვის „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მეშვეობითაც მათ მიეცათ საშუალება შეღავათიან ფასებში შეეძინათ სომატური მედიკამენტები.
დღეის მდგომარეობით ცენტრისთვის, მისი საქმიანობის ხელშემშლელ ფაქტორებად შეიძლება დასახელდეს:
Ø აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ფინანსური დავალიანებები, რომლთა გადახდაც ეტაპობრივადაა დაგეგმილი.
Ø გარემოს რელიეფი - გზის ცუდი საფარი, ტრანსპორტის (სამარშუტო ხაზი) არასტაბილურობა (დღეში ასრულებს მხოლოდ ერთ რეისს), რის გამოც ვერ ახერხებენ ბენეფიციარების ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და მეურვეები ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩამოსვლას და მათ მონახულებას, ასევე აღნიშნული გარემოებები ზეგავლენას ახდენენ სამედიცინო პერსონალის მოზიდვაზეც.
Ø ამასთანავე გვაფერხებს ის ფაქტიც, რომ ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებული ბენეფიციარების ოჯახის წევრები, მხარდამჭერი პირები უარს აცხადებენ მათ გაყვანაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარების უმრავლესობას ამოწურული აქვთ მკურნალობის კრიტერიუმები და საჭიროებენ მხოლოდ ამბულატორიულ მომსახურებას და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებას ოჯახის პირობებში.
--
პატივისცემით
გიორგი გულაშვილი
551 333 243