მოგესალმებით,
პირველ რიგში მადლობას გიხდით პარასკევს გაეროს თანამშრომლობის ჩარჩოსთან დაკავშირებით ვალიდაციის სამუშაო შეხვედრაზე დასწრებისთვის და თქვენი აქტიური მონაწილეობისთვის.
გიგზავნით ორ დანართს:
1.
გაეროს მიერ მოწოდებული პოზიციები მთავრობის კომენტარებზე –
FILE-
TABLE with responses to comments by GOG_Sept 20;
2.
ჩვენს მიერ გაგზავნილი მთავრობის კონსოლიდირებული კომენტარები -
FILE - GOV COMMENTS.GEORGIA-UNSDCF- 2021-2025 for submission.
პირველ დოკუმენტში მარტივად არის მოცემული რა გაითვალისწინეს და რა არა, ხოლო მეორე დოკუმენტი გახლავთ ჩარჩოს სრული ტექსტი და დაგეხმარებათ აღიდგინოთ რა კომენტარები იქნა
გაგზავნილი ჩვენგან.
გთხოვთ, გადახედოთ და 23 სექტემბერს, დღის ბოლომდე
გადმოგვიგზავნოთ თქვენი საბოლოო პოზიცია აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ანა
|
ანა
კვერნაძე
M: +995568017117 |
|
From: Ana Kvernadze
Sent: ხუთშაბათი,
სექტემბერი 17, 2020 წელი 3:29 PM
To: Lela Akiashvili
Cc: Natia Mezvrishvili
Subject: FW: სამუშაო
შეხვედრა 18 სექტემბერს -
გაეროს თანამშრომლობის
ჩარჩო 2021-2025
Importance: High
მოგესალმებით,
ხვალინდელი შეხვედრისთვის გიგზავნით ზუმის ლინკს -
https://zoom.us/webinar/register/WN_vGUTGxibS1C_lQMyD37d5A.
ონლაინ შეხვედრის ხარვეზების გარეშე ჩატარებისთვის, საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი ინსტრუქციები:
-
მარტივი რეგისტრაციის შედეგად გადახვალთ შეხვედრის ლინკზე;
-
შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული, შესაბამისად თარჯიმანი უზრუნველყოფს სინქრონულ თარგმანს ონლაინ, შესაბამისად:
-
გთხოვთ,
ლინკზე ენის არჩევის ველში მიუთითოთ გერმანული - (German), ვინაიდან ქართული ენა ზუმის ჩამონათვალში არ არის;
-
ეკრანზე ვიდეო გამოსახულება ჩართული ექნებათ,
მხოლოდ დღის-წესრიგით გათვალისწინებულ სპიკერებს;
-
კითხვა-პასუხის ნაწილში მონაწილეებს
კითხვის დასმა შეუძლიათ „ხელის აწევის“ ფუნქციით. ამ შემთხვევაში ჩაირთვება მხოლოდ მოლაპარაკის ხმა გამოსახულების გარეშე.
შეხვედრას მოდერაციას გაუწევს გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, ქალბატონი საბინე მახლი.
კიდევ ერთხელ გიგზავნით შეხვედრის დღის-წესრიგს და „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო“-ს პროექტს, რომელშიც ასახულია
თქვენს მიერ მოწოდებული ყველა კომენტარი (იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდა, რომლებიც აისახება დოკუმენტში პარასკევს დღის-ბოლომდე).
საუკეთესო
სურვილებით,
ანა კვერნაძე
|
ანა
კვერნაძე
დეპარტამენტის უფროსი
M: +995568017117 |
|
From: Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>
Sent: Thursday, September 10, 2020 7:17 PM
To: Mzia Giorgobiani <m.giorgobiani@mrdi.gov.ge>; Mamuka Shalikashvili <m.shalikashvili@mrdi.gov.ge>; Maia Talakhadze <m.talakhadze@mrdi.gov.ge>;
msarjveladze@justice.gov.ge;
ksarajishvili@justice.gov.ge; tchitishvili@justice.gov.ge;
e.machavariani@mia.gov.ge;
emikabadze@moesd.gov.ge; dtvalabeishvili@moesd.gov.ge;
zchikhradze@moesd.gov.ge;
ldarsalia@mfa.gov.ge; kchumbadze@mfa.gov.ge;
n.shekriladze@mfa.gov.ge;
tkitiashvili@mes.gov.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge;
tgabunia@moh.gov.ge;
kgoginashvili@moh.gov.ge; khatia.tsilosani@mepa.gov.ge;
Nino.tkhilava@mepa.gov.ge;
Ekaterine.Zviadadze@mepa.gov.ge; l.gigauri@smr.gov.ge;
tinagog@hotmail.com;
t.kochoradze@smr.gov.ge; mamakharadze@moh.gov.ge;
lela.sturua@ncdc.ge;
tzubashvili@stateinspector.ge; nsamkharadze@parliament.ge;
gmikanadze@parliament.ge;
skiladze@parliament.ge; Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge>; Ana Buchukuri <abuchukuri@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Ketevan
Tsankashvili <ktsankashvili@gov.ge>;
tramishvili@moh.gov.ge
Cc: Natia Mezvrishvili <nmezvrishvili@gov.ge>;
sabine.machl@un.org; Giorgi Sakhokia <gsakhokia@gov.ge>; Marine Chitashvili <marine.chitashvili@un.org>; Donor Coordination Unit <dcu@gov.ge>
Subject: სამუშაო
შეხვედრა 18 სექტემბერს -
გაეროს თანამშრომლობის
ჩარჩო 2021-2025
Importance: High
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ,
გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა (UNCT) დაასრულა მუშაობა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოზე 2021-2025 წლებისთვის“
(United Nations Sustainable Development Cooperation Framework), რომელიც
განსაზღვრავს საქართველოს და გაეროს შორის შემდგომი ხუთი წლის ურთიერთთანამშრომლობის გეგმას.
დოკუმენტი მოიცავს ხუთ თემატურ მიმართულებას:
1.
ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები;
2.
თანაბარი და ინკლუზიური ხელმისაწვდომობა ხარისხიან მომსახურებაზე;
3.
ინკლუზიური ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება (სამუშაო ადგილები / საარსებო წყაროები);
4.
ადამიანის უსაფრთხოება და სიცოცხლისუნარიანობა;
5.
გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.
დოკუმენტის შემუშავების პროცესში მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში ჩატარდა ვებინარების სერია, რომლებშიც მონაწილეობდნენ პარტნიორი სამთავრობო უწყებების, დონორული ორგანიზაციების, საფინანსო
ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ხოლო, დოკუმენტის საბოლოო პროექტი შენიშვნებისა და კომენტარებისთვის დაიგზავნა მიმდინარე თვის დასაწყისში. თანდართული სახით, გთხოვთ იხილეთ საბოლოო პროექტი რომელშიც თავმოყრილია ყველა ამ
დრომდე მიღებული კომენტარი.
(!) ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,
2020 წლის 18 სექტემბერს გიწვევთ დოკუმენტის საბოლოო ვერსიის განხილვის მიზნით დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც უხელმძღვანელებს
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში.
გაცნობებთ, რომ სამუშაო შეხვედრის შემდგომ, დოკუმენტს ხელს მოაწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი მონაწილეობა
მ.წ. 16 სექტემბრის ჩათვლით.
შეხვედრის ადგილის თაობაზე გაცნობებთ მოგვიანებით.
პატივისცემით,
|
ანა
კვერნაძე
M: +995568017117 |