კოლეგებო მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ აღნიშნული
შეხვედრა გაიმართება ონლაინ. შეხვედრის ლინკს გადმოგიგზავნით მოგვიანებით.
გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი მონაწილეობა
მ.წ. 16 სექტემბრის ჩათვლით.
პატივისცემით,
ანა
From: Ana Kvernadze
Sent: ხუთშაბათი,
სექტემბერი 10, 2020 წელი 7:17 PM
To: 'm.giorgobiani@mrdi.gov.ge'
Cc: Natia Mezvrishvili
Subject: სამუშაო
შეხვედრა 18 სექტემბერს -
გაეროს თანამშრომლობის
ჩარჩო 2021-2025
Importance: High
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ,
გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა (UNCT) დაასრულა მუშაობა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოზე 2021-2025 წლებისთვის“
(United Nations Sustainable Development Cooperation Framework), რომელიც
განსაზღვრავს საქართველოს და გაეროს შორის შემდგომი ხუთი წლის ურთიერთთანამშრომლობის გეგმას.
დოკუმენტი მოიცავს ხუთ თემატურ მიმართულებას:
1.
ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები;
2.
თანაბარი და ინკლუზიური ხელმისაწვდომობა ხარისხიან მომსახურებაზე;
3.
ინკლუზიური ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება (სამუშაო ადგილები / საარსებო წყაროები);
4.
ადამიანის უსაფრთხოება და სიცოცხლისუნარიანობა;
5.
გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.
დოკუმენტის შემუშავების პროცესში მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში ჩატარდა ვებინარების სერია, რომლებშიც მონაწილეობდნენ პარტნიორი სამთავრობო უწყებების, დონორული ორგანიზაციების, საფინანსო
ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ხოლო, დოკუმენტის საბოლოო პროექტი შენიშვნებისა და კომენტარებისთვის დაიგზავნა მიმდინარე თვის დასაწყისში. თანდართული სახით, გთხოვთ იხილეთ საბოლოო პროექტი რომელშიც თავმოყრილია ყველა ამ
დრომდე მიღებული კომენტარი.
(!) ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,
2020 წლის 18 სექტემბერს გიწვევთ დოკუმენტის საბოლოო ვერსიის განხილვის მიზნით დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც უხელმძღვანელებს
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში.
გაცნობებთ, რომ სამუშაო შეხვედრის შემდგომ, დოკუმენტს ხელს მოაწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი მონაწილეობა
მ.წ. 16 სექტემბრის ჩათვლით.
შეხვედრის ადგილის თაობაზე გაცნობებთ მოგვიანებით.
პატივისცემით,
|
ანა
კვერნაძე
M: +995568017117 |