| From : | Ano Akhvlediani <a.akhvlediani@curatio.com> |
| To : | levaniratiani@yahoo.com; ketimachavariani57@gmail.com; evashakidze@yahoo.com; vardidzenino@gmail.com; natakhachidze23@gmail.com |
| Subject : | RE: საერთაშორისო ფონდი კურაციო/კლინიკური აუდიტი/აჭარა |
| Cc : | Tamar Gotsadze <tgotsadze@gmail.com>; Keti Goguadze <k.goguadze@curatio.com>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 01.10.2020 14:39 |
| Attachments : |
Presentation_QCA.pptx
შემთხვევის კლინიკური აუდიტის ფორმა.docx
კლინიკური აუდიტის ჩატარების სახელმძღვანელო.pdf
image002.png
image048.png
image047.png
image046.png
image045.png
image044.png
image043.png
image042.png
image016.png
image014.png
image012.png
image010.png
image008.png
image006.png
image004.png
image041.png
|
სალამი კიდევ ერთხელ,
წერილთან ერთად კიდევ ერთხელ ვაგზავნი აქამდე გაზიარებულ ყველა დოკუმენტს ერთად :
1. პრეზენტაცია
2. კლინიკური აუდიტის ჩატარების სახელმძღვანელო
3. შემთხვევების კლინიკური აუდიტის ფორმა
როგორც უკვე მოგახსენეთ კონტრაქტის ფორმას ხვალ დღისით გაგიზიარებთ და ასევე ანაზღაურდება ავანსი, რომელიც მოიცავს სამივლინებო ხარჯებს (სასტუმრო, კვება, მგზავრობა). რაც შეეხება მივლინების ბარათს, ასევე ხვალ გაგიზიარებთ
სამინისტროსგან მოწოდებულ დოკუმენტს.
აქვე მინდა გთხოვოთ გამიზიაროთ თქვენი
CV-ები, ხოლო ხვალინდელი შეხვედრის ბმულს მოგვიანებით გაგიზიარებთ.
ბედნიერ მგზავრობასა და ნაყოფიერ მივლინებას გისურვებთ!
პატივისცემით,
ანო ახვლედიანი
|
From: Ano Akhvlediani
Sent: Thursday, October 1, 2020 3:29 PM
To: levaniratiani@yahoo.com; ketimachavariani57@gmail.com; evashakidze@yahoo.com; vardidzenino@gmail.com; natakhachidze23@gmail.com
Cc: Tamar Gotsadze
Subject: საერთაშორისო ფონდი კურაციო/კლინიკური აუდიტი/აჭარა
Importance: High
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 23 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP)-ს შორის
გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს კლინიკური მართვის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის დანერგვას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. შემთხვევების კლინიკური მართვის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის დანერგვა მოხდება
COVID-19-ისა და სხვა დაავადებათა შემთხვევების კლინიკური აუდიტის ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბების, მათთან მუდმივი კონსულტაციების, შემთხვევების კლინიკური მართვის არსებული პრაქტიკის შეფასების და მის გასაუმჯობესებლად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების გზით.
მიმდინარე პროექტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს საერთაშორისო ფონდი კურაციო.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, Covid19-ით ინფიცირებული მიმდინარე შემთხვევების კლინიკური აუდიტის პირველი მისია დაიგეგმა
აჭარის რეგიონში. კლინიკური აუდიტი ჩატარდება შერჩეულ დაწესებულებებში ორი ჯგუფის მიერ. თითოეულ ჯგუფს ეყოლება ჯგუფის ხელმძღვანელი. როგორც თქვენთვის ცნობილია, სამინისტროს მიერ ჯგუფის წევრებად თქვენ ბრძანდებით შერჩეული.
წერილთან ერთად გიზიარებთ ტექნიკურ დავალებას და გთხოვთ საღამოს (7 საათის შემდეგ) ჩავატაროთ ონლაინ შეხვედრა, სადაც დეტალურად გავივლით საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ მომზადებულ კლინიკური აუდიტის
ჩატარების სახელმძღვანელოს/მეთოდოლოგიას, დაწესებულებებს, სადაც უნდა ჩატარდეს კლინიკური აუდიტი, პაციენტების შერჩევას, აუდიტის ჩატარების ინსტრუმენტს, ანგარიშგების ფორმებს.
ასევე, როგორც ქ-მა ქეთევან გოგინაშვილმა გაცნობათ, იმისათვის რომ დროულდ მოხდეს კონტრაქტის გაფორმება თქვენგან დამჭირდება შემდეგი ინფორმაცია :
გთხოვთ დამიდასტუროთ წერილის მიღება!
პატივისცემით,
ანო ახვლედიანი
|