მოგესალმებით,
მარიამ დიდი მადლობა კითხვარის ნაწილობრივ შევსებისთვის.
აქვე დავაზუსტებ, რომ გარდა იმისა რომ სამი (ხშირ შემთხვევაში) შემოთავაზების სავალდებულოდ არჩევა გვიწევს, თითოეულ კითხვას უნდა მოსდევდეს შესაბამისი
ნარატიული ინფორმაცია. თუ ისედაც ამგვარად მიუდექით კითხვარს, გთხოვთ, ჩემი ეს კომენტარი არ შეიმჩნიოთ.
მცირეოდენი დამატებები გავაკეთე, რაც შესაძლოა თქვენი სამინისტროების კომპეტენციაშიც იყოს და ამიტომ ყველას გიზიარებთ ჩემს კომენტარებს.
ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ,
მარიამი
From: Marika Jobava [mailto:marika.jobava@unwomen.org]
Sent: ოთხშაბათი,
ივნისი 5, 2019
წელი 5:03 PM
To: Ketevan Sarajishvili
Cc: Natalia Jaliashvili
Subject:
მოგესალმებით,
როგორც
მოგეხსენებათ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით,ჩატარდა პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის ყოვლისმომცველი ეროვნული დონის მიმოხილვა და გაიგზავნა შესაბამისი სახელმწიფო ანგარიში.
ანგარიშთან მიმართებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიგზავნა სპეციალური კითხვარი, რომელზეც გვთხოვენ პასუხების გაგზავნას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში დაგვიბრუნოთ შევსებული კითხვარი არაუგვიანეს
11 ივნისისა.
კითხვარი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულობა.
პ.ს კითხვარის დიდი ნაწილი ჩემ მიერ უკვე შევსებულია, სწორედ ანგარიშიდან გამომდინარე და განსხვავებული მოსაზრების შემთხვევაში, ასევე , გთხოვთ თქვენი მოსაზრების
დაფიქსირებას.
დიდი მადლობა!
კითხვების შემთვევაში მზად ვარ დახმარებისთვის.
საუკეთესო სურვილებით,
მარი ჯობავა