From : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
To : Ekaterine Machavariani <e.machavariani@mia.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : RE: თხოვნა, შვეიცარიის ელჩისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ
Cc : Veka Modebadze <vmodebadze@mia.gov.ge>
Received On : 04.02.2019 15:22
Attachments :

მოგესალმებით,

 

თანდართული ფაილით გიგზავნით მოკლე ინფორმაციას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.

 

რაც შეეხება საკონტაქტო პირს, ვიქნები მე, სოფიკო ბელქანია - ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.  კითხვებთან დაკავშირებით შეუძლიათ პირდაპირ მე მომმართონ, მსგავსი თანამშრომლობა გვაქვს გერმანიის და ავსტრიის საელჩოსთანაც.

 

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Ekaterine Machavariani [mailto:e.machavariani@mia.gov.ge]
Sent: Wednesday, January 30, 2019 6:03 PM
To: Sopo Belkania ; Ketevan Goginashvili
Cc: 'Veka Modebadze'
Subject: თხოვნა, შვეიცარიის ელჩისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ

 

მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელებისთვის მუდმივად ხორციელდება კომუნიკაცია ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების საელჩოებთან. 29 იანვარს გაიმართა შს მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელსა და წევრი ქვეყნების ელჩებთან (საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია). აღნიშნულ შეხვედრაზე შვეიცარიულმა მხარემ გთხოვა, მივაწოდოთ საქართველოში არსებული ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, რამდენადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ხშირად ხდება თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი.

 

შესაბამისად, შვეიცარიის საელჩოსთვის მიწოდების მიზნით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ აღნიშნული ინფორმაცია და ასევე, გამოყოთ საკონტაქტო პირი, რომელსაც ჩავსვათ ამ მიმოწერაში, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, რომ პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს თქვენს უწყებასთან.

 

წინასწარ გიხდით მადლობას,

 

პატივისცემით

 

 

ეკატერინე მაჭავარიან

 

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის

დირექტორი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ტელ. +995 32 2 41 84 48

მობ. +995 5 77 52 66 00

ელ. ფოსტა e.machavariani@mia.gov.ge ; international@mia.gov.ge

 

LOGO GEORGIAN