From : Nana Kavtaradze <n.kavtaradze@ncdc.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : RE: ევროკავშირის რეზოლუციის პროექტს კოვიდ19-ზე რეაგირების საკითხებზე
Received On : 22.04.2020 10:47
Attachments :

მაიკო,

 

ჩემი პირადი აზრია, რომ ვინაიდან ვაქცინაციის საკითხი ჯერ ბუნდოვანია, ამოვიღებდი ამ პუნქტს:

 

OP2 Recognizes population-wide immunization against COVID-19 as a global public good for health and the crucial role of quality, safe, and efficacious vaccines therein.

 

პატივისცემით,

 

ნანა

 

Nana Kavtaradze MD, MPA

-------------------------------------

Head of International and Public Relations Division

National Center for Disease Control and Public Health

99, Kakheti Highway

Tbilisi, 0198, Georgia

Tel.: +995 322 116 001. Ext.:710

www.ncdc.ge

cid:image001.png@01D4CDE3.8F9B7FF0

 

 

 

From: Maia Nikoleishvili [mailto:mnikoleishvili@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, April 22, 2020 12:53 PM
To: Ekaterine Adamia; Ketevan Goginashvili; Nana Kavtaradze
Subject: ევროკავშირის რეზოლუციის პროექტს კოვიდ19-ზე რეაგირების საკითხებზე
Importance: High

 

მოგესალმებით,

 

გიგზავნით ევროკავშირის მიერ მოამზებულ რეზოლუციის პროექტს კოვიდ19-ზე რეაგირებასთან დაკავშირებით.

 

გთხოვთ, განიხილოთ და ხვალ, 23 აპრილის დღის ბოლომდე მოგვაწოდთ თქვენი შენიშვნები/დამატებები რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

მაიკო

 

From: Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>
Sent: Tuesday, April 21, 2020 2:18 PM
To: Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Cc: Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>
Subject:
ვირტუალური ბრიფინგი ჯანმრთელობის მსოფლიო 73- ასამბლეის ფორმატთან დაკავშირებით

 

მოგესალმებით

 

გაცნობებთ, რომ .. 15 აპრილს გაიმართა ვირტუალური ბრიფინგი ჯანმრთელობის მსოფლიო 73- ასამბლეის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 147- სესიის და პროგრამის, ბიუჯეტისა და ადმინისტრირების კომიტეტის 32- სესიის გამართვასთან დაკავშირებით

 

ბრიფინგზე WHO- სამდივნომ წარმოადგინა კონცეფცია დაგეგმილი ღონისძიებების ფორმატის შესახებ:

 

ჯანმრთელობის მსოფლიო 73- ასამბლეა - გაიმართება ორ ნაწილად. პირველი ნაწილი (პლენარული სესიაგაიმართება ვირტუალურად .. 18 მაისს, ხოლო დარჩენილი ნაწილის/კომიტეტების სესიების გამართვა შეთანხმდება მოგვიანებითასამბლეის დღის წესრიგში აისახება მხოლოდ მნიშვნელოვანი თემატური საკითხები, როგორიცაა კოვიდ19-ის გლობალური პანდემია და აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევნები.

ასამბლეაზე დამტკიცდება დღის წესრიგი. გაკეთდება გენერალური დირექტორის მოხსენება კოვიდ19ზე რეაგირების კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ (მოხსენება წინასწარ განთავსდება ვებგვერდზე) და გაიმართება გენერალური დებატები, რომლის დროსაც წევრი ქვეყნების მიერ განცხადებები გაკეთდება წერილობით ან ვიდეო ჩანაწერებით. ასამბლეის ხანგრძლივობა იქნება სამი საათიმიმდინარეობს მუშაობა ვირტუალური ასამბლეისთვის შესაბამისი  ტექნიკური პლატფორმის შესაქმნელად

 

შექმნილი ვითარების გათვალისწინებითევროკავშირმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი კოვიდ19-ის შესახებ, რომელიც მხარეთა კონსესუსის შემთხვევაშიასამბლეაზე გატანილი და მიღებული იქნება გამონაკლისის წესით, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე.

 

აღმასრულებელი საბჭოს 147- სესია - გაიმართება ასევე ორ ნაწილად. პირველი ნაწილი გაიმართება ვირტუალურად .. 22 მაისს. ხოლო მეორე ნაწილი მიებმება წლის მეორე ნახევარში გამართულ ასამბლეას.

 

პროგრამის, ბიუჯეტისა და ადმინისტრირების კომიტეტის 32- სესია - გადაიდება ასამბლეის მეორე ნაწილის გამართვამდე.

 

გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ ასამბლეის სესიისა, შვეიცარიის  ინიციატივით, იგეგმება ჯანდაცვის მინისტრების საგანგებო მინისტერიალის გამართვა კოვიდ19-ის პანდემიის თემაზე, რომელზეც მიღებულ იქნება დეკლარაცია კოვიდ19-ის შესახებ. ​შვეიცარიის მხარის ინფორმაციით, დეკლარაციაში ყურადღება გამახვილდება იმ მიმართულებებზე, როგორცააინფორმაციის გაცვლისა და გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელობა;  კოორდინირებული საერთაშორისო დაფინანსების მნიშვნელობა; ვაქცინის შემუშავება და გლობალური დონეზე მისი თანაბარი განაწილება. დეკლარაციის ტექსტზე უახლოეს პერიოდში დაიწყება კონსულტაციები.

 

აქვე, გიგზავნით, ევროკავშირის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტს კოვიდ19-ზე რეაგირების თაობაზე და გთხოვთ, პოზიციას რეზოლუციის მხარდაჭერასთან/თანასპონსორობასთან დაკავშირებით.

 

 

 

პატივისცემით, ​

Nino Kovziridze

Attaché

Department of International Organizations

Ministry of Foreign Affairs of Georgia

Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03

0118, Tbilisi, Georgia                                                    

4, Shio Chitadze Street​​​​​​