From : Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
Subject : RE: ბრიუსელის ქვეკომიტეტისმოსამზადებელი შეხვედრა
Cc : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
Received On : 08.02.2019 11:37
Attachments :

ქეთი, გმადლობთ,

 

მაშინ აქ მარტო ის ჩავწეროთ, რომ ეს დირექტივები ამ ახალი რეგულაციებით უნდა ჩანაცვლდეს და იქ ვინც წავა, თქვას, რომ შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს.

ისე, გიორგი ჩიტაძე ეკონომიკის სამინისტროდან წავიდა, როგორც მე ვიცი. სავარაუდოდ, ევროპელები დასვამენ კითხვას, რომ ასოცირებით დაკისრებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ვადა 2019-ში ჰქონდათ და 2019-ის გეგმაშიცაა, რა ბედი ეწვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ  ახალი რეგულაციებით  ჩანაცვლების და შესაბამისად, გადავადების საკითხი მალე გაირკვეს.

ყოველ შემთხვევაში, მათ უნდა  იცოდნენ, რას ვაპირებთ, ჩვენთვისვე ჯობია. მომხსენებელმა მოკლე ინფორმაცია გააკეთოს მიმდინარე პროცესზე.

 

და ქეთი, ქვეკომიტეტის დღის წესრიგის საკითებიდანაც გაქვთ  თქვენ თემები, როგორც ვხედავ, 2 საკითხი ნამდვილად თქვენი უნდა იყოს:

·         Presentation of health system and health policy developments in Georgia, including current  state of UHC და

·         Organ transplantation System in Georgia  

ამაზე ინფორმაციას თქვენი კოლეგები მოგვაწვდიან, ალბათ, ხომ?  

ბოდიში, რომ გაწუხებთ,

 

კიდევ ერთხელ გმადლობთ,

ანა

 

 

From: Ketevan Goginashvili
Sent: Friday, February 8, 2019 15:17
To: Ana Shaishmelashvili ; Mariana Mkurnali
Cc: Mariam Darakhvelidze ; Natia Nogaideli
Subject: Re:
ბრიუსელის ქვეკომიტეტისმოსამზადებელი შეხვედრა

 

ანა გავასწორე შიდსი/ტუბი/ჰეპ C, რაც შეეხება დირექტოვას, როგორც ნათია იწერება:

ეს ვალდებულება განსაზღვრულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული მთავრობის დადგენილებით (641). 2017 წელს დირექტივების ცვლილების შემდეგ მათ ცვლილება უნდა გაეკეთებინათ მთავრობის აქტში (ანუ შესრულების ვადა მთავრობის დადგენილებაში არის 2019, მაგრამ დირექტივების ცვლილებების გამო უნდა გადაევადებინათ 2022-მდე), ამ ეტაპამდე ცვლილება შესული არ არის. ამის თაობაზე რამდენჯერმე ვესაუბრეთ ბატონ გიორგი ჩიტიძესაც და ველოდებით ცვლილებას.... ჩვენ ვიცით, რომ ახალი დირექტივების ვალდებულება უნდა გაჩნდეს, შესრულების ვადა კი იყოს 2022....

 

 

პატივისცემით, ქეთი

 

From: Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge>
Date: Friday, February 8, 2019 at 11:54 AM
To: Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>, Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
Cc: "mdarakhvelidze@moh.gov.ge" <mdarakhvelidze@moh.gov.ge>, Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
Subject: RE:
ბრიუსელის ქვეკომიტეტისმოსამზადებელი შეხვედრა

 

ქეთი, დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის,

 

რომ მკითხეთ, დასკვნების მე-19 პუნქტზე გვჭირდება ინფორმაცია ამ ცვლილებაზე:  REGULATION (EU) 2017/745 OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 5 April 2017 on medical devices, amending Directive 2001/83/EC, Regulation (EC) No 178/2002 and Regulation (EC) No 1223/2009 and repealing Council Directives 90/385/EEC and 93/42/EEC; REGULATION (EU) 2017/746 OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 5 April 2017 on in vitro diagnostic medical devices and repealing Directive 98/79/EC and Commission Decision 2010/227/EU

მოკლე ინფორმაცია იმაზე, თუ ეს ცვლილებები შეთანხმების რა სტადიაშია,  ახალი რეგულაციები რომ ჩაანაცვლებს ძველ დირექტივებს, უკვე გადაწყვეტილია, თუ რა ხდება ამ საკითზე.

 

და მეორე თხოვნაც მექნება, თუ შეიძლება: მე-11 პუნქტში, შიდსის, ჰეპატიტის და ტუბერკულოზის თაობაზე რომ ვწერთ, იქნებ 2015-დან რომ ძალიან წარმატებით ხორციელდება, ამასთან ერთად, აქტუალური 2018-ის  მონაცემებით მაინც, რა მდგომარეობაა, დავამატოთ, თუ არ შეწუხდებით.

 

ვიცი, რომ მივლინებაში ბრძანდებით, იქნებ თქვენმა რომელიმე კოლეგამ შეძლოს და დაგვეხმაროს?

 

წინასწარ ძალიან დიდი მადლობა,

საუკეთესო სურვილებით,

ანა

From: Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Sent: Friday, February 8, 2019 13:50
To: Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
Cc: Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
Subject: Re:
ბრიუსელის ქვეკომიტეტისმოსამზადებელი შეხვედრა

 

ანა,

 

გიგზავნი შეჯერებულ ფაილს... მე-19 ვერ მივხვდი რა უნდათ იქნებ ცოტა ამიხსნა...

 

პატივისცემით, ქეთი

 

From: Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge>
Date: Tuesday, February 5, 2019 at 10:40 AM
To: Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject: FW:
ბრიუსელის ქვეკომიტეტის მოსამზადებელი შეხვედრა

 

ქეთი, გამარჯობა, როგორ ხართ?

 

ბოდიშს ვიხდი, საერთო მეილი მოვიწერე ქვეკომიტეტთან დაკავშირებით და ახლა ვნახე, რომ თქვენ, არ  ვიცი როგორ, მაგრამ  გამომრჩით. კიდევ ერთხელ, დიდი ბოდიში ამისთვის.  

 

ერთი თხოვნაც მაქვს, იქნებ დღის წესრიგის თქვენს საკითხებზე მოკლე ინფორმაცია მოგვაწოდოთ (მაინც, მივაბამ ჯერჯერობით საბოლოო დღის წესრიგს), თქვენთვის ამ კვირის ბოლომდე, როცა მოახერხოთ. პრეზენტაციებს რაც შეეხება, თავად გადაწყვიტეთ, რამდენად საჭიროა. თუ  ვიზუალურად ცალკე გამოსატანი მასალა ნაკლებადაა, აუცილებელი პირობა, რომ ყველა საკითხზე PowerPoint-ი იყოს, არ გვაქვს.

 

პარასკევს ნანას შევუთანხმდი და წერილები დაავადებათა კონტროლიდან  ქვეკომიტეტში მონაწილეობის მიღების  თხოვნით გამოვგზავნეთ  სამინისტროშიც და NCDC-შიც, როგორც შეხვედრაზე გვითხარით.

 

ლელა სტურუას ვესაუბრე ტელეფონით და შეხვედრას მოვაწყობთ ამ კვირის ბოლოს, სადაც თამბაქოს კონტროლი, ეკონომიკა და ფინანსთა სამინისტრო იქნება. თქვენ თუ გექნებათ დრო და  დასწრების სურვილი, გვითხარით, რომ მოგიწვიოთ.

სავარაუდოდ, პარასკევს იქნება ეს შეხვედრა (მანამდე მარიკა გაბუნია მივლინებაშია).

 

წინასწარ დიდი მადლობა,

საუკეთესო სურვილებით,

ანა

 

From: Ana Shaishmelashvili
Sent: Tuesday, February 5, 2019 10:10
To: 'Lika Klimiashvili' <lklimiashvili@moh.gov.ge>; 'Nino Odisharia' <nodisharia@moh.gov.ge>; 'Giorgi Chichinadze' <giorgi.chichinadze@pensions.ge>; 'Nana Kavtaradze' <N.Kavtaradze@ncdc.ge>; 'mkavtaradze@mes.gov.ge' <mkavtaradze@mes.gov.ge>; 'Ana Lukava' <alukava@mes.gov.ge>
Cc: 'Maia Nikoleishvili' <mnikoleishvili@moh.gov.ge>; 'Kakha Khandolishvili' <kkhandolishvili@mes.gov.ge>; 'Thea Kunchulia' <tkunchulia@moesd.gov.ge>; 'Mariana Mkurnali' <mmkurnali@moh.gov.ge>; 'Natia Gabitashvili' <ngabitashvili@mes.gov.ge>; Archil Karaulashvili <akaraulashvili@mfa.gov.ge>; David Bujiashvili <dbujiashvili@mfa.gov.ge>; Nino Kamarauli <n.kamarauli@mfa.gov.ge>
Subject: RE:
ბრიუსელის ქვეკომიტეტის მოსამზადებელი შეხვედრა

 

ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით,  

 

შეგახსენებთ და ყველას ძალიან გთხოვთ, მოგვაწოდოთ დღის წესრიგის  საკითხებზე მოკლე ინფორმაცია თქვენი კომპეტენციის ფარგლებში (ამ ინფორმაციას გუშინ, დღის ბოლომდე  ველოდით).

აღნიშნულ ინფორმაცია  მხოლოდ დაავადებათა კონტროლისგან გვაქვს მიღებული.

ამასთან, გთხოვთ, მოამზადოთ მოკლე პრეზენტაციები თქვენს საკითხებში (მაქსიმუმ 10-12 სლაიდი) და მოგვაწოდოთ 1 კვირის ვადაში, 11 თებერვლის (მომავალი ორშაბათის) ჩათვლით.

 

გიზიარებთ ავიაბილეთის ვარიანტს, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ:

 

TBILISI-ISTANBUL-BRUSSELS-ISTANBUL-TBILISI

TK-TURKISH AIRLINES

IST-ATATURK;SAW-SABIHA GOKCNEN

 

TK 387 V 20FEB 3 TBSIST HK2       0450 0635  

TK1937 V 20FEB 3 ISTBRU HK2       0915 1055  

TK1946 P 22FEB 5 BRUSAW HK2       1320 1835  

TK 380 P 22FEB 5 SAWTBS HK2       2110 0025+1

 

 

სავალდებულო არა, მაგრამ სასურველი იქნება, თუ ყველა ერთი რეისით ჩავა (საელჩოსთვის, დასახვედრად).

 

სხვა დეტალებზე დამატებით შეგეხმიანებით,

 

გმადლობთ,

საუკეთესო სურვილებით,

ანა შაიშმელაშვილი

 

 

MFA

 

 

Anna Shaishmelashvili

 

Sectorial Integration Division

EU Assistance Coordination and Sectorial Integration Department

 

General Directorate for European Integration

Ministry of Foreign Affairs of Georgia

0118 Georgia, Tbilisi, Sh.Chitadze str.4

Cell: (+995) 577 10 20 18

E-mail: ashaishmelashvili@mfa.gov.ge    

Web: http://www.mfa.gov.ge/

 

 

 

 

 

From: Ana Shaishmelashvili
Sent: Wednesday, January 30, 2019 13:02
To: 'ejgerenaia@moh.gov.ge' <ejgerenaia@moh.gov.ge>; 'Mariam Gabunia' <mgabunia@moesd.gov.ge>; 'Nino Odisharia' <nodisharia@moh.gov.ge>; 'Kakha Khandolishvili' <kkhandolishvili@mes.gov.ge>; 'Giorgi Chichinadze' <giorgi.chichinadze@pensions.ge>; 'Nana Kavtaradze' <N.Kavtaradze@ncdc.ge>; 'Nino Berianidze' <nberianidze@moesd.gov.ge>; 'mkavtaradze@mes.gov.ge' <mkavtaradze@mes.gov.ge>
Cc: 'Maia Nikoleishvili' <mnikoleishvili@moh.gov.ge>; 'Lika Klimiashvili' <lklimiashvili@moh.gov.ge>; 'Thea Kunchulia' <tkunchulia@moesd.gov.ge>; 'Mariana Mkurnali' <mmkurnali@moh.gov.ge>; 'Natia Gabitashvili' <ngabitashvili@mes.gov.ge>; Archil Karaulashvili <akaraulashvili@mfa.gov.ge>; David Bujiashvili <dbujiashvili@mfa.gov.ge>; Nino Kamarauli <n.kamarauli@mfa.gov.ge>
Subject: RE:
ბრიუსელის ქვეკომიტეტის მოსამზადებელი შეხვედრა

 

ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით,  

 

ყველას გმადლობთ, ვინც დაგვიდასტურეთ თქვენი დასწრება ხვალ, 31 იანვარს, 3 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში (მე-3 სართულზე) გაიმართება ასოცირების ქვეკომიტეტის VI ქვეჯგუფის - „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ - 2019 წლის რიგით მე-4 სხდომის მოსამზადებელი შეხვედრაზე.  

აგრეთვე, ვისგანაც პასუხი ჯერ არ მიგვიღია, ძალიან გთხოვთ, დღეს, სამუშაო დღის ბოლომდე დაგვიდასტუროთ ქვეკომიტეტის შეხვედრაში  მონაწილის ვინაობა.

·         კიდევ ერთხელ, ყველას ძალიან გთხოვთ, მოგვწეროთ 21 თებერვლის ქვეკომიტეტის შეხვედრის მონაწილის  ვინაობა თქვენი უწყებიდან, ევროპული მხარე ითხოვს დადასტურებულ კანდიდატებს.

გიგზავნით  შეხვედრის დღის წესრიგს, საკითხების მიხედვით დროის მითითებით. დღეს, სამუშაო დღის ბოლომდე  დაველოდებით თქვენგან საბოლოო კორექტივებს, ან, შენიშვნის არქონის შემთხვევაში,  დადასტურებას.

·         ყველას ძალიან გთხოვთ, დრო აღარ დავკარგოთ და  დავიწყოთ მუშაობა დღის წესრიგის  საკითხებზე და მოგვაწოდოთ შესაბამისი, მოკლე ინფორმაცია თქვენი კომპეტენციის ფარგლებში 4 თებერვლის (ორშაბათის) ჩათვლით.

 

 

წინასწარ გმადლობთ,

საუკეთესო სურვილებით, შეხვედრამდე,

 

ანა შაიშმელაშვილი

 

 

MFA

 

 

Anna Shaishmelashvili

 

Sectorial Integration Division

EU Assistance Coordination and Sectorial Integration Department

 

General Directorate for European Integration

Ministry of Foreign Affairs of Georgia

0118 Georgia, Tbilisi, Sh.Chitadze str.4

Cell: (+995) 577 10 20 18

E-mail: ashaishmelashvili@mfa.gov.ge    

Web: http://www.mfa.gov.ge/

 

 

 

 

From: Ana Shaishmelashvili
Sent: Thursday, January 24, 2019 17:35
To: 'ejgerenaia@moh.gov.ge' <ejgerenaia@moh.gov.ge>; 'Mariam Gabunia' <mgabunia@moesd.gov.ge>; 'Nino Odisharia' <nodisharia@moh.gov.ge>; 'Kakha Khandolishvili' <kkhandolishvili@mes.gov.ge>; 'Giorgi Chichinadze' <gchichinadze@moesd.gov.ge>; 'Nana Kavtaradze' <N.Kavtaradze@ncdc.ge>; 'lela.sturua@ncdc.ge' <lela.sturua@ncdc.ge>
Cc: 'Maia Nikoleishvili' <mnikoleishvili@moh.gov.ge>; 'Lika Klimiashvili' <lklimiashvili@moh.gov.ge>; 'Thea Kunchulia' <tkunchulia@moesd.gov.ge>; 'Mariana Mkurnali' <mmkurnali@moh.gov.ge>; 'Natia Gabitashvili' <ngabitashvili@mes.gov.ge>; Archil Karaulashvili <akaraulashvili@mfa.gov.ge>; David Bujiashvili <dbujiashvili@mfa.gov.ge>; Nino Kamarauli <n.kamarauli@mfa.gov.ge>
Subject:
ბრიუსელის ქვეკომიტეტის მოსამზადებელი შეხვედრა

 

ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ 31 იანვარს, 3 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში (მე-3 სართულზე) გაიმართება ასოცირების ქვეკომიტეტის VI ქვეჯგუფის - „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ - 2019 წლის რიგით მე-4 სხდომის მოსამზადებელი შეხვედრა ბატონ არჩილ ყარაულაშვილთან. შეხვედრაზე შეჯერდება პოზიციები პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით და განიხილება  საორგანიზაციო მხარე.

 

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი დასწრება აღნიშნულ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში 31 იანვარს, 3 საათზე.

 

აგრეთვე, ვისგანაც პასუხი არ მიგვიღია, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ქვეკომიტეტის შეხვედრაში  მონაწილის ვინაობა და გამოგვიგზავნოთ კორექტირებული დღის წესრიგი.

განსაკუთრებით გთხოვთ მათ, ვისი კომპეტენციაცაა მე-6 და მე-8 ბლოკებში აღნიშნული თემები, შეიტანოთ თქვენი საკითხები სასურველი ფორმულირებით.

ყველას ძალიან გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ  მაქსიმუმ ხვალ, 15:00 საათამდე.

 

წინასწარ გმადლობთ,

საუკეთესო სურვილებით,

ანა შაიშმელაშვილი

 

 

MFA

 

 

Anna Shaishmelashvili

 

Sectorial Integration Division

EU Assistance Coordination and Sectorial Integration Department

 

General Directorate for European Integration

Ministry of Foreign Affairs of Georgia

0118 Georgia, Tbilisi, Sh.Chitadze str.4

Cell: (+995) 577 10 20 18

E-mail: ashaishmelashvili@mfa.gov.ge    

Web: http://www.mfa.gov.ge/

 

 

 

From: Ana Shaishmelashvili
Sent: Tuesday, January 15, 2019 10:16
To: 'ejgerenaia@moh.gov.ge' <ejgerenaia@moh.gov.ge>; 'Sopo Belkania' <sbelkania@moh.gov.ge>; 'Mariam Gabunia' <mgabunia@moesd.gov.ge>; 'Mariana Mkurnali' <mmkurnali@moh.gov.ge>; 'Nino Odisharia' <nodisharia@moh.gov.ge>; 'Kakha Khandolishvili' <kkhandolishvili@mes.gov.ge>; 'Lika Klimiashvili' <lklimiashvili@moh.gov.ge>; 'Maia Nikoleishvili' <mnikoleishvili@moh.gov.ge>; 'Natia Gabitashvili' <ngabitashvili@mes.gov.ge>; 'Giorgi Chichinadze' <gchichinadze@moesd.gov.ge>
Subject: SC VI-4
შეხვედრის მომზადება

 

 

ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით ყველას,

 

ქვეკომიტეტის 2019 წლის რიგით მე-4 შეხვედრის მომზადების, კერძოდ კი, ამ ეტაპზე ღონისძიების დღის წესრიგის საკითხების კორექტირებისთვის, შესაძლოა, გამოგადგეთ წინა წლის შეხვედრის დღის წესრიგი.

ეს დოკუმენტი ყველას გაქვთ, მაგრამ მაინც, ბოლო ვერსია ძველ ფაილებში რომ არ ეძებოთ, ყოველი შემთხვევისთვის გიგზავნით მე-6 თემატური ჯგუფის რიგით  მესამე, 2018 წლის 19 აპრილის შეხვედრის დღის წესრიგს, სადაც მითითებულია საკითხების ხანგრძლივობა და მომხსენებლები.

 

როგორც უკვე გაცნობეთ, ღონისძიების დღის წესრიგის თქვენ მიერ კორექტირებულ ვერსიებს ველოდებით ამა წლის 18 იანვრამდე, რათა 18-ში (პარასკევს) შეგვეძლოს ევროპელი კოლეგებისთვის მისი მიწოდება.

 

წინასწარ ყველას გმადლობთ,

საუკეთესო სურვილებით,

ანა

 

 

 

MFA

 

Anna Shaishmelashvili

 

Sectorial Integration Division

EU Assistance Coordination and Sectorial Integration Department

 

General Directorate for European Integration

Ministry of Foreign Affairs of Georgia

0118 Georgia, Tbilisi, Sh.Chitadze str.4

Cell: (+995) 577 10 20 18

E-mail: ashaishmelashvili@mfa.gov.ge    

Web: http://www.mfa.gov.ge/