| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Coalition for Children and Youth <coalitionccy@gmail.com> |
| Subject : | RE: ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა - 2019 წლის ანგარიში_კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის |
| Cc : | nana gochiashvili <nanagochiashvili@gmail.com>; salome ch <salome.chichinadze1@gmail.com>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 19.06.2020 14:09 |
| Attachments : |
მადლობა ანგარიშის გაზიარებისთვის, გავეცნობით და დაგიბრუნდებით დათქმულ ვადაში.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Coalition for Children and Youth [mailto:coalitionccy@gmail.com]
Sent: 19 June, 2020 11:23
To: Tamar Gabunia
Cc: nana gochiashvili
Subject: ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა - 2019 წლის ანგარიში_კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის
მოგესალმებით,
ქალბატონო თამარ,
,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“, რომელიც აერთიანებს ბავშვის უფლებებისა და კეთილდღეობის სფეროში მომუშავე 49 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, მოგმართავთ თხოვნით, გაეცნოთ ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადებულ 2019 წლის ანგარიშს. კოალიციამ, თავისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ეფექტურად შესრულების მიზნით, 2019 წლიდან დაიწყო ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშების (report card) მომზადება, რომლის მიზანია ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობების ანალიზი, არსებული სირთულეების იდენტიფიცირება, პროგრესის კვლევა და შერჩეულ თემებთან მიმართებით რეკომენდაციების მომზადება. 2019 წლის ანგარიშის პირველი ვერსია მომზადდა კოალიციის მიმდინარე პროექტის ,,Raise up Children’s Voice“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ბულგარეთის საელჩოს ფინანსური ხელშეწყობითა და ბულგარეთის ბავშვთა კოალიციის მხარდაჭერით.
გთხოვთ, გაეცნოთ ანგარიშის პირველად ვერსიას და 2020 წლის 29 ივნისამდე მოგვაწოდოთ თქვენი კომენტარები, რათა მაქსიმალურად იქნას დაზუსტებული ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციები. გთხოვთ, კომენტარები მოგვაწოდოთ ორ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ:
1. ანგარიშის მომზადების პერიოდში, ხომ არ განხორციელებულა რაიმე არსებითი ცვლილება თქვენი უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, რის გამოც დგება ანგარიშში მოცემული ინფორმაციის განახლების საჭიროება;
2. ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციებთან დაკავშირებით ხომ არ არის დაშვებული უზუსტობა.
ინფორმაციის დაზუსტებით მიზნით, თუ საჭიროდ ჩათვლით შეხვედრას, მზად ვართ თქვენთვის მისაღებ დროს შეგხვდეთ.
წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
მაია ნასრაშვილი,
აღმასრულებელი მდივანი
კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის
მობ: 591 414504
ელ. ფოსტა: coalitionccy@gmail.com
ვებ-გვერდი: www.ccy.ge
კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისარის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე 49 საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანება/რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა.
---------
Maia Nasrashvili
Executive Secretary
Coalition for Children and Youth
Coalition for Children and Youth is a union of 49 Georgian civil society organizations who work in the field of children and youths. The coalition is based on principles of equality and targets the protection of rights of children and youth and supports development of existing system of child and youth welfare.