From : Tako Ugulava <tugulava@unicef.org>
To : zbokhua@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>
Subject : RE: აჭარის პილოტი
Received On : 18.03.2019 07:59
Attachments :

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონო ზაზა,

 

ისევ ვაგრძელებ კომუნიკაციას აჭარის პირველადი ჯანდაცვის საპილოტე პროექტის ირგვლივ და გიგზავნით ღონისძიების გეგმას, რომელიც ერთ დღეში ჩავატიეთ.

მივასალმებით სამინისტროდან ფართო წარმომადგენლობას და მზად ვართ მოვაგვაროთ შესაბამისი ლოჯისტიკური საკითხები.

 

პატივისცემით,

თაკო უგულავა

 

Tamar (Tako) Ugulava, MD, PhD
Health Specialist
UNICEF Georgia
Address: 9, Eristavi str. UN Building, IV floor, 0179, Tbilisi

Tel: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  ext.230;

Fax: (995 32) 2 25 12 36
Cell: (995 599) 92 90 09
tugulava@unicef.org

www.unicef.ge

Follow us on facebook: www.facebook.com/unicefgeorgia
cid:image002.png@01D1BBF1.3325E910

 

 

From: Tako Ugulava
Sent: Tuesday, March 5, 2019 1:11 PM
To: zbokhua@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze ; Ekaterine Adamia ; Ketevan Goginashvili ; Lela Tsotsoria
Subject: აჭარის პილოტი

 

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონო ზაზა,

 

ნება მომეცით, რომ ჩაგაბაროთ მოკლე ანგარიში  აჭარის რეგიონში იუნისეფის ხელშეწყობით მიმდინარე აქტივობის შესახებ.  

 

მოგეხსენებათ, რომ საქმე შეეხება პირველადი ჯანდაცვის დონეზე ბავშვთა განვითარების მეთვალყურეობის ასპექტის გაძლიერებას; განვითარების შეფერხების თუ განვითარების ხელის შემშლელი რისკ ფაქტორების დროულ გამოვლენას და სოციალურ სისტემაში ამ ბავშვების დროული რეფერირების უზრუნველყოფას.

 

იუნისეფის შემოთავაზებული მოდული მოიაზრებს პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების (ექიმები, ექთნები) გადამზადებას განვითარების პედიატრიის მიმართულებით. ამავდროულად, ამ პროფესიონალების დასახმარებლად იუნისეფის ხელშეწყობით შეიქმნა ელექტრონული საინფორმაციო სისტემა  „0-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვების ზრდისა და ზედამხედველობის მოდული“, რომელიც ერთის მხრივ ემსახურება დედათა და ბავშვთა მოვლის უწყვეტობას (დაკავშირებულია დაბადების რეგისტრთან და აქვს პოტენციალი, რომ პირდაპირ დაუკავშირდეს სოციალური პროგრამების ელექტრონულ მოდულებს), ხოლო მეორეს მხრივ უზრუნველყოფს პჯდ დონეზე ბავშვთა განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებას. აგრეთვე, მოდული ქმნის რეალურ დროში მონაცემების ინტერპრეტაციისა და ანალიზის საფუძველს.

 

ალბათ, გახსოვთ, რომ საუბარი იყო ამ მიდგომის პილოტირებაზე აჭარის ორ რაიონში (ქედასა და ხელვაჩაურში). აჭარის სამინისტროს დახმარებით მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ეს მიდგომა მთელ აჭარაში დავნერგოთ. შესაბამისად, აჭარის ყველა პჯდ გუნდს დაურიგდება პლანშეტები, რომელზეც აიტვირთება „განვითარების მოდული“ (აქვს როგორც online, ასევე offline ოპერირების შესაძლებლობა). აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით, იგივე პლანშეტი მოემსახურება იმუნიზაციის მოდულში მონაცემების შეყვანას. ინტერნეტ პაკეტი უზრუნველყოფილი იქნება იუნისეფის მიერ 4 თვის მანძილზე და შემდგომ პერიოდში ამ ხარჯს აჭარის მუნიციპალიტეტები იღებენ თავის თავზე.

 

ამ ეტაპზე, გადამზადებულია ხელვაჩაურის რაიონი, ყველა პჯდ ბრიგადა აღჭურვილია პლანშეტით და მათი საქმიანობის დამხმარე სუპერვიზია იწყება 11 მარტიდან. ტრენინგები ტარდება ბათუმში ყოველ შაბათ-კვირას (პარასკევი, შაბათი, კვირა ან შაბათი, კვირა, ორშაბათი) და გასტანს აპრილის ბოლომდე. ამგვარად, მაისისათვის მთელი აჭარა იქნება გადამზადებული ბავშვთა განვითარების მიმართულებით და შესაბამისი ელექტრონული მოდული იქნება ამუშავებული.

 

მოგეხსენებათ, რომ იუნისეფი ამ საქმიანობას ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებს. თუ პილოტი იქნება წარმატებული, ჩვენ ვაპირებთ აქტიურ ადვოკატირებას მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელების მიზნით. ამისათვის, ევროკავშირთან წინასწარი საუბრები უკვე დაწყებულია.

 

ჩვენი დიდი სურვილია, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს (ევროკავშირის ჩათვლით) უკეთესად გავაცნოთ პროექტი (თუმცა, ამ ეტაპზე შედეგებზე საუბარი ცოტა ნაადრევია).

 

ამისათვის, ვგეგმავთ:

 

ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი პროგრამა ორ დღეზე გავანაწილოთ და რადგან ტრენინგები კვირის ბოლოს იმართება ხოლმე, შემოგთავაზოთ მარტის ბოლო კვირა (29 და 30).

 

და ბოლოს, იუნისეფი გიწვევთ, რომ ამ ორ დღიან პროგრამას წარუძღვეთ ჩვენთან ერთად.

 

გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი შემოთავაზება და ერთად დავგეგმოთ ბათუმში გასვლა.

 

იმედს ვიტოვებ, რომ დაგაინტერესებთ და წინასწარ დიდი მადლობას მოგახსენებთ.

 

პატივისცემით,

თაკო უგულავა

Tamar (Tako) Ugulava, MD, PhD
Health Specialist
UNICEF Georgia
Address: 9, Eristavi str. UN Building, IV floor, 0179, Tbilisi

Tel: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  ext.230;

Fax: (995 32) 2 25 12 36
Cell: (995 599) 92 90 09
tugulava@unicef.org

www.unicef.ge

Follow us on facebook: www.facebook.com/unicefgeorgia
cid:image002.png@01D1BBF1.3325E910