| From : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-15-ე თავთან დაკავშირებით |
| Received On : | 08.01.2020 13:25 |
| Attachments : |
საღამო მშვიდობის, ქალბატონო თამარ!
გადავხედე გეგმის პროექტს და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები მათ გეგმაში ასახვას. ძირითადად საჯარო სამსახურის ბიუროს როლს ვხედავ ამ აქტივობების განხორციელებაში, ვინაიდან მათ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია დაგეგმონ ცნობიერების ამაღლების აქტივობები და ასევე მოითხოვონ უწყებებისგან ამკრძალავი ნორმების გაცხადება ვაკანსიის გამოცხადების დროს. რეაგირების მექანიზმის დანერგვას ალბათ მეტი დრო და კონსულტაცია დაჭირდება ყველა უწყებას.
საუკეთესო სურვილებით,
ლიკა
From: Tamar Gabunia
Sent: 29 December, 2019 08:55
To: Tea Gvaramadze
Subject: FW:
კოლეგებო,
გთხოვთ იმსჯელოთ ამ საკითხზე თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და გავიაროთ როგორ ჩამოვყალიბდეთ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Lela Akiashvili [mailto:lakiashvili@gov.ge]
Sent: 27 December, 2019 20:50
To: Nino Tsatsiashvili <ntsatsiashvili@mia.gov.ge>; Gocha Lordkipanidze <glordkipanidze@justice.gov.ge>; Ketevan Sarajishvili <ksarajishvili@justice.gov.ge>; Eka Dgebuadze <edgebuadze@mes.gov.ge>; iabuladze@mes.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; kmorgoshia@pog.gov.ge; l.gigauri@smr.gov.ge
Cc: Natia Mezvrishvili <nmezvrishvili@gov.ge>; Ana Buchukuri <abuchukuri@gov.ge>; Guliko Matcharashvili <gmatcharashvili@gov.ge>; Anuki Burduli <aburduli@gov.ge>; Meriko Kajaia <merikokajaia@gmail.com>; Robo Nadiradze <rnadiradze@gov.ge>; Tamar Robakidze <trobakidze@gov.ge>
Subject: ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-15-ე თავთან დაკავშირებით
კოლეგებო მოგესალმებით,
გწერთ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-15-ე თავთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ 2017 წელს მიმდინარე სამოქმედო გეგმის დამტკიცებისას, ავიღეთ ვალდებულება, რომ 2018 წლის ბოლომდე დავამტკიცებდით თავს „გენდერულ იდენტობასა და თანასწორობაზე“. ეს ვალდებულება დღემდე არ შეგვისრულებია, რაც სამართლიანად ხდება განგრძობადი კრიტიკის საგანი.
საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან თანამშრომლობისა და როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსებით მხარდაჭერისათვის. მოვისმინეთ რა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციები, შევიმუშავეთ შუალედური, დაბალანსირებული და შესრულებადი პირველადი დრაფტი, რომელსაც გიზიარებთ თანდართული დოკუმენტის სახით.
გთხოვთ, გადახედოთ ამ დოკუმენტს 9 იანვრამდე. წერილობითი მოსაზრებების წარდგენა საჭირო არ არის. უმჯობესია, თუ შევიკრიბებით 2020 წლის 9 იანვარს, 13:00 სთ-ზე, ყველა ერთად გავივლით დოკუმენტს სამუშაო რეჟიმში და იქვე ავსახავთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
საუკეთესო სურვილებით,
ლელა ა.
ლელა აქიაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში M: 599914323 |