კომიტეტის ძვირფასო წევრებო,
გიწვევთ პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციოს კომიტეტის შეხვედრაზე, სადაც მოხდება აივ პრევენციის სტანდარტების მიმდინარე სტატუსის განხილვა და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება, ასევე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტუბერკულოზის პრევენციის, შემთხვევების გამოვლენის და მკურნალობის ხარისხის ამაღლების საკითხები.
შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 20 მაისს, 15:00 სთ–ზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (8 სართული, საკონფერენციო დარბაზი).
წერილს თან ერთვის შეხვედრის დღის წესრიგი.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა.
წინასწარ გიხდით მადლობას აქტიური მონაწილეობისთვის.
პატივისცემით,
თამარ ზურაშვილი
პოლიტიკის და ადვოკატირების სპეციალისტი
595092950