კომიტეტის ძვირფასო წევრებო,
გაცნობებთ, რომ გაეროს შიდსის პროგრამის წლიური ანგარიშისთვის მოსამზადებელია ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის სავარაუდო შემთხვევების გაანგარიშება სპექტრუმის გამოყენებით. ვინაიდან აღნიშნული გაანგარიშება ცდება ერთი რომელიმე უწყების მანდატს, გაანგარიშების პროექტის განხილვა მოხდება ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკის და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის გაფართოებული შეხვედრაზე.
შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 11 მარტს, 10:00–11:30 სთ-ზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (მე-8 სართული, ბრიფინგის ოთახი).
შეხვედრის დღის წესრიგს მოგაწვდით მოგვიანებით.
პატივისცემით,
თამარ ზურაშვილი
პოლიტიკისა და ადვოკატირების სპეციალისტი
595092950