მოგესალმებით ქ-ნო თამარ,
მოგახსენებთ, რომ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ჯანდაცვის მუშაკებში ცოდნის და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება კორონავირუსული ინფექციის პრევენციის და კონტროლის შესახებ და COVID 19-ის მქონე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მართვის გაუმჯობესება" სალექციო მასალები თითქმის მზად გვაქვს.
გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტული ჰოსპიტლების ნუსხა, რომელთა თანამშრომლებსაც უნდა ჩავუტაროთ ტრეინინგები ამ პროექტის ფარგლებში, რადგან ონლაინ ტრეინინგების ორგანიზებას სჭირდება მენეჯერებთან კომუნიკაცია და ტექნიკური დახმარების გაწევა თითოეული საიტისთვის, შესაბამისად, გვინდა უკვე დავიწყოთ ამაზე მუშაობა.
წინასწარ დიდი მადლობა.
პატივისცემით,
მაია ქაჯაია
პროექტის ხელმძღვანელი
--
Maia Kajaia, MD, MSHealh Research Union
8 Nutsubidze str, Tbilisi 0177, Georgia
Office: 995 32 214 44 47; Cell: 995 599 703 803