From : Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject :
Received On : 04.06.2020 06:53

 

სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიზნით არაერთი მნიშვნევლოვანი ნაბიჯი გადაიდგა. როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ორგანული კანონიშრომის უსაფრთხოების შესახებ“. 2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონის მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ. აგრეთვე, ზედამხედველ ორგანოს უფლება ეძლევა ნებისმიერ დროს, სასამართლოს ნებართვისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის  (ამ ეტაპისთვის განსაზღვრული 40 საშტატო ერთეულით) სტრუქტურა აერთიანებს ინსპექტირების სამმართველოსა  და მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამმართველოს. სამუშაო ადგილზე ახდენს სახელმწიფო ზედამხედველობას, შრომის პირობებისა და შრომითი უფლებების დაცვისა და  იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით. დეპარტამენტი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექქნიკური ბაზით. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს შრომის ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი. 2020 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ინსპექციის საშტატო ერთეული გაიზარდა 100მდე, დაკომპლექტების პროცესი დაწყებულია.

სტიტუციური და ადმინისტრაციული გაძლიერების მიზნით, საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობით მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი შრომის ინსპექციის შესახებ, რომლის მიზანია სსიპ იურიდიული პირისსაქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის შექმნა და ინსტიტუციურ-ადმინისტრაციული გაძლიერება. გათვალისწინებულია რეგიონალური ფილიალების შექმნა და მათი მატერიალურ-ტექნიკური თუ ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა.