მოგესალმებით,
შპს ,,კლინიკა-ლჯ"-დან ა/წ 24 სექტემბერს მოგმართეთ შეკითხვებით სოც.მუშაკთან დაკავშირებით. პასუხი არ მიგვიღია. გთხოვთ, გაგვიმარტოთ სოც.მუშაკის კადრის შესარჩევი კრიტერიუმები.
სოციალური მუშაობის შესახებ საქ.კანონის შესაბამისად, სოც.მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სოციალური მუშაობის სფეროში განათლება ან სერტიფიკატი, ხოლო სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც მუშაობს სოც.მუშაკად ან პირს, რომელიც არ მუშაობს სოც.მუშკად,
მაგრამ აქვს სოც.მუშაკად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
აუცილებელია თუ არა ამ მოთხოვნების მკაცრად დაცვა, თუ კადრი შეიძლება შევარჩიოთ სოც.მუშაობის გამოცდილების გარეშე?
აგრეთვე, შესაძლებელია თუ არა, შეთავსებით დაინიშნოს კლინიკაში სხვა პოზიციაზე უკვე დასაქმებული პირი?
გთხოვთ, გვიპასუხოთ.
წინასწარ გმადლობთ.
პატივისცემით, ხათუნა დევიძე.
შპს ,,კლინიკა-ლჯ_ს კლინიკური მენეჯერი
ტელ.568 818492