| From : | Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Davit Kaikatsishvili <DKaikatsishvili@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Tamar Rurua <trurua@moh.gov.ge>; Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge> |
| Subject : | |
| Cc : | Bela Gogua <bgogua@moh.gov.ge>; lmamulashvili@ssa.gov.ge; lgogodze@ssa.gov.ge; t.chanturidze@ncdc.ge; Zurab Andguladze <zandguladze@moh.gov.ge>; Darejan Iakobishvili <diakobishvili@moh.gov.ge>; Juna Gersamia <jgersamia@moh.gov.ge>; Maia Zhordania <mzhordania@moh.gov.ge>; t.basilia@idp.gov.ge; k.birkadze@idp.gov.ge |
| Received On : | 31.03.2020 06:41 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, „2021-2024 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 თებერვლის N137 დადგენილებით დაგვევალა სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიმდინარე წლის 11 მარტის N01-88/ო ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.
ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა უნდა გამართულიყო მიმდინარე წლის არაუგვიანეს 31 მარტისა. ქვეყანაში მიმდინარე პროცე სების გამო ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი შეხვედრების გამართვა, რის გამოც ინფორმაციას სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით მოგაწვდით ელექტრონულად.
დადგენილების საფუძველზე მიმდინარე წლის არაუგვიანეს 10 აპრილისა გვევალება ფინანსთა სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2018-2019 წლების შეფასების შესახებ, მიღწეული შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების მიხედვით თითოეულ პროგრამაზე (დანართი N1), ასევე, ინფორმაციის მიწოდება 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების მიხედვით თითოეულ პროგრამაზე (დანართი N2).
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2018-2019 წლების შეფასებისა და 2020 წლის შესახებ ინფორმაცია (დანართები NN1,2) მომზადებული იქნება საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ და შესაბამისად გადაგზავნილი იქნება ფინანსთა სამინისტროში, რის შესახებაც გაცნობებთ და მოგაწვდით გადაგზავნილ მასალას.
რაც შეეხება ინფორმაციას 2021 – 2024 წლების საშუალოვადიანი გეგმების შესახებ, რომელიც მოიცავს პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების აღწერას (დანართი N3.1), აღნიშნული წლების საშუალოვადიან ბიუჯეტებს (დანართი N3.2), როგორც ზღვრული მოცულობის, ასევე, ზღვრული მოცულობისაგან განსხვავებულ პარამეტრებს (დანართები NN3ა1, 3ა2) და ინფორმაციას დასაქმებულთა საორიენტაციო მოცულობის შესახებ (დანართი N5 (ცხრილი1, ცხრილი2), ინფორმაციის მოთხოვნა გადაგზავნილი იქნება პოლიტიკის დეპარტამენტში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში, ადმინისტრაციაში და სამინისტროს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და ერთობლივი კოორდინაციით შემუშავებულ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმას წარმოგიდგენთ განსახილველად.
გისურვებთ წარმატებულ კვირას და ჯანმრთელობას.
პატივისცემით,
მაია გოტიაშვილი