| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Mental Health Hospitals |
| Cc : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge> |
| Received On : | 09.07.2019 14:29 |
| Attachments : |
ძვირფასო კოლეგებო,
უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სამინისტროში შემოვიდა 2 ინტერესის წერილი (1) ფსიქიკური ჯანმრთელობის სრულის ინფრასტრუქტურის პრივატიზების თაობაზე და (2) განმეორებით მთავრობის ადმინისტრაციის გავლით- ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების პრივატიზების თაობაზე. იხილეთ დანართები.
ბუნებრივია შეიძლება ამ შემოთავაზებებზე ვიმსჯელოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით-მათი ტოტალური/ან თუნდაც ნაწილობრივი პრივატიზაცია სერიოზული რისკის შემცველია, როგორც სერვისების მდგრადობის, ასევე ფასების ესკალაციის თვალსაზრისით. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საწოლფონდის თითქმის 50% უკვე პრივატიზებულია.
მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია ბედიანში შექმნილი უკიდურესად რთული სიტუაცია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. როგორც ქვემოთ აღვნიშნე, დეინსტიტუციონალიზაციის მიზნების გათვალისწინებით ბედიანში დიდი ზომის ინსტიტუციის შენარჩუნება და ინვესტიცია იქ არსებული შენობების რეაბილიტაციის მიზნით გაუმართლებელია. სახელმწიფო ინვესტიციით ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დრო დასჭირდება. მანამდე, მოსაძებნია დროებითი გადაწყვეტა ბედიანის ბენეფიციარებისთვის (მაგ. მათი ნაწილის გადაყვანა მცირე ზომის საცხოვრისებში, ან შეძლებისდაგვარად გადანაწილება არსებულ ფსიქიატრიულ კლინიკებში, ან დროებით შესაფერისი ფართის მოძიება რომელიმე ფუნქციონირებად საავადმყოფოში სერვისების გადმოტანისთვის).
გთხოვთ მომდევნო კვირის დასაწყისში შეხვედრას ამ საკითხის გავლის მიზნით.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Tamar Gabunia
Sent: 5 July, 2019 20:56
To: Kakhaber Dzimistarishvili
Cc: Giorgi Tsotskolauri
Subject: Bediani Hospital
ძვირფასო კოლეგებო
დიდი მადლობა დღეს ტყვიავსა და ბედიანის ფსიქიატრულ დაწესებულებაში ვიზიტში მონაწილეობისთვის. რადგან მომდევნო კვირაში მივლინებაში ვარ მინდა გაგიზიაროთ ჩემი პოზიცია საჭირო ცვლილებების თაობაზე.
ჩემი აზრით ტყვიავის საავადმყოფოს შენობის გარემონტება კარგი გადაწყვეტა იქნება შემდეგი მიზეზების გამო:
1. შენობა კარგ მდგომარეობაშია და მისი რეაბილიტაცია შესაძლებელი იქნება მოკლე დროში და გონივრული დანახარჯებით.
2. შენობის ფართი (3200 კვმ) დაიტევს სავარაუდოდ 60 ფსიქიატრიულ საწოლს, რაც ფსიქიატრიული საავადმყოფოსთვის, დეინსტიტუციონალიზაციის კონტექსტშიც კი, მისაღებად უნდა ჩაითვალოს.
3. ტყვიავის საავადმყოფოში 60 ფსიქიატრიული საწოლი მოგვცემს საშუალებას სრულად განვტვირთოთ ბედიანის ქალთა კორსუპი, რომელიც შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია და გამოვიყენოთ ეს კორპუსი დროებით მამაკაცების განსათავსებლად.
4. უდავოდ მნიშვნელოვანია ტყვიავის საავადმყოფოსთან არსებული პჯდ და გადაუდებელი დახმარების სამსახურების გაზიარების პერსპექტივა, რაც მოაგვარებს სომატური დაავადებების მკურნალობის პრობლემას (არაერთხელ აღინიშნა სახალხოი დამცველის მიერ).
5. რისკების თვალსაზრისით გასათვალისწინებელი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის იქ განთავსებაზე. თუმცა შენობის შემოღობვა და გამიჯვნა სხვა სერვისებისგან სავარაუდოდ გადაჭრის ამ პრობლემას. ასევე გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის იქ დასაქმების პერსპექტივა.
ბედიანში არსებული 2 კორპუსის რეაბილიტაცია არ უნდა იყოს გამართლებული ვარიანტი:
1. ბედიანის კომპლექსი მოწყვეტილია და დაშორებულია სხვა ტიპის სამედიცინო სერვისებისგან, რაც ართულებს პაციენტების საჭიროებების სრულად მოცვას
2. დეინსტიტუციონალიზაციის კონტექსტში ამ ზომის და ტიპის დაწესებულებაში ინვესტირება გაუმართლებელია.
3. რისკების თვალსაზრისით გასათვალისწინებელი იქნება ბედიანში დასაქმებული ადგილობრივი პერსონალის მოსალოდნელი უკმაყოფილება. თუმცა, ბედიანის კომპლექსი შესაძლოა საინტერესო იყოს კერძო ინვესტორებისთვის, როგორც საკურორტო ან გამაჯანსაღებელი დაწესებულება. ამ ტიპის პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც.
თუ გაიზიარებთ ამ პოზიციას-შეგვიძლია უკვე კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შევჯერდეთ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
