From : George Mataradze <mataradze@unfpa.org>
To : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Vera Baziari <vbaziari@moh.gov.ge>
Subject : MNH AP (2017-2019) evaluation and new AP (2021-2023) draft
Cc : Lela Bakradze <bakradze@unfpa.org>; ninolomia@yahoo.com; Lia Mikaberidze <mikaberidzel5@gmail.com>
Received On : 01.10.2020 12:51
Attachments :

ძვირფასო კოლეგებო მოგესალმებით,

როგორც მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, UNFPA ამჟამად მუშაობს დედათა და ახალშობილთა ახალი 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ამ სამუშაოს პირველი ეტაპი გახლდათ წინა, 2017-2019 წწ, სამოქმედო გეგმის შეფასება. მოგახსენებთ, რომ ეს ეტაპი უკვე დასრულებულია და გიზიარებთ შეფასების დასკვნით დოკუმენტს თქვენი კომენტარებისთვის.

ჩვენ ასევე, უკვე შევუდექით ახალი გეგმის ჩამოყალიბებას; და გვსურს გაგიზიაროთ, ამ გეგმის პირველი სამუშაო (საკმაოდ ნედლი) ვერსია, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ახალ ფორმატში (საკმაოდ „არა-მეგობრული“ ფორმატია, მაგრამ რა გაეწყობა...)

იმისთვის, რომ ეფექტურად გავაგრძელოთ მუშაობა ამ დოკუმენტზე, აუცილებლად გვჭირდება თქვენი რჩევა მომავალი გეგმის ძირითად კონტურებთან დაკავშირებით. ე-მეილების ჭარბი მიმოცვლის თავიდან აცილების და დროის ეკონომიის მიზნით, გვინდა გთხოვოთ პირისპირ შეხვედრა (გნებავთ ვირტუალურად, გნებავთ სამინისტროში გეახლებით), რათა უფრო დეტალურად განვიხილოთ ორივე დოკუმენტი და დავსახოთ უახლოესი გეგმები.

კარგათ გვესმის თქვენი უკიდურესი გადატვირთულობა გართულებული ეპიდ-სიტუაციის გამო, მაგრამ, დამერწმუნეთ, თქვენი ამ ეტაპზე ჩარევის გარეშე ჩვენი მუშაობა უბრალოდ კონტრ-პროდუქტიული იქნება.

მადლობელი დაგრჩებით, თუ ამ დოკუმენტების გაცნობის შემდგომ, გვაცნობებთ ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ დროს ასეთი შეხვედრისთვის.

წინასწარ დიდი მადლობა დროული გამოხმაურებისთვის

 

Dr. George (Gegi) Mataradze

Programme Analyst

UNFPA Georgia Office

 

Tel.: +995 32 225 11 26 ext. 154

Mob.: +995 599 533 758

URLwww.unfpa.org

        www.georgiaunfpa.ge