From : Lela Bakradze <bakradze@unfpa.org>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : MICS In-depth Analysis/RH
Cc : Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Vera Baziari <vbaziari@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Eka Kapanadze <ekapanadze@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge>; Lela Shengelia <l.shengelia@ncdc.ge>; George Mataradze <mataradze@unfpa.org>
Received On : 11.05.2020 04:00

ძვირფასო პარტნიორებო,

მოგეხსენებათ, რომ 2018 წელს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გლობალური მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის (MICS) პროგრამის ფარგლებში და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა  ეს კვლევა საქართველოში. MICS-ი საქართველოში განხორციელდა 11 სხვადასხვა დონორის, მათ შორის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მნიშვნელოვანი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. 2019 წლის 30 ნოემბერს, კვლევაში ჩართულმა მხარეებმა MICS-ის პირველადი შედეგები ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.

კვლევის პირველად შედეგებზე დაყრდნობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა ჩაატარა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების სიღრმისეული ანალიზი, რომელშიც  კვლევის მონაცემები შედარებულია საქართველოში უკვე ჩატარებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების (RHS) მონაცემებთან და რეგიონულ/გლობალურ ტენდეციებთან.

ამ წერილით, გვაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ანგარიშის ორ-ენოვანი ვერსია ატვირთულია UNFPA-ს ვებ-გვერდზე, და გიგიზიაროთ შესაბამისი ბმული: https://georgia.unfpa.org/en/publications/sexual-and-reproductive-health-georgia

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩატარებული ანალიზი ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი სტრატეგიული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის და გეგმების შემუშავებას ქვეყანაში ქალების და ახალგაზრდების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

 

უღრმესი პატივისცემით,

ლელა ბაქრაძე


Ms. Lela Bakradze

Acting Head of Office

UNFPA Country Office in Georgia

O+ 995 32 225 11 26 (ext 142); M+995 591174174 
Skype: lelabakradze
Webgeorgia.unfpa.orgFacebookUNFPA.GeorgiaTwitterUNFPAGeorgia