From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : MENTAL Health: Infrastructure Development Projects
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 22.04.2019 15:47

ძვირფასო მარინა

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაზე შესათანხმებლად დაგვჭირდება კონსულტაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის საბჭოსთან. გთხოვთ 1 ან 2 მაისს საბჭოს შეხვედრის ორგანიზებას, რათა გავიაროთ ყველა აქტუალური საკითხი (იხილეთ იმეილი ქვემოთ).

პატივისცემით,

თამარ (თამუნა)გაბუნია

 

From: Tamar Gabunia
Sent: 20 April, 2019 10:29
To: Mariam Darakhvelidze ; Natia Nogaideli ; Ketevan Goginashvili ; Ivane Bibilashvili ; Ekaterine Adamia
Cc: ATALAKVADZE@MOH.GOV.GE; lashakiladze@yahoo.com; Teimuraz Pirvelasvili
Subject: MENTAL Health: For internal discussion

 

​​​ძვირფასო კოლეგებო

 

მინდა გაგიზიაროთ მოკლე შეჯამება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ორგანიზების თაობაზეუკანასკნელ დღეებში ამ სერვისების განვითარების საჭიროებების შესწავლის საფუძველზე იკვეთება შემდეგი საკითხები, რაც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას

1. ქრონიკული პაციენტებისთვის საცხოვრისების ჩამოყალიბება:ვფიქრობ ბორითის გადაუდებელი ცენტრის შენობა მცირედი ადაპტაციის შემდეგ იდეალურად შეასრულებს ამ ფუნქციას, სულ მცირე 24 პაციენტისთვის. უნდა შევთანხმდეთ შემდეგ საკითხებზე

-საცხოვრისის სტანდარტების მომზადება და დამტკიცებლად წარდგენა (ნათია ნოღაიდელი-30 აპრილი)

-ბორითში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისისთვის პროგრამის განფასება (ეკა ადამია -24 აპრილი)

-ბორითი ამჟამად ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის ნაწილია, თუმცა სამომავლოდ სერვისების უკეთ კოორდინაციის მიზნებისთვის ვფიქრობ მიზანშეწონილი მისი გადატანა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის (- ლაშას ხელმძღვანელობით) მმართველობის ფარგლებში. თუმცა რა თქმა უნდა რეგიონული ცენტრის ინტერესის შემთხვევაში, შეიძლება ახლანდელი ფორმატის შენარჩუნებაც. (-მარინას ვთხოვ ამ საკითხის თაობაზე კონსულტაციებს შესაბამის მხარეებთან)

2. აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის მომზადება. მნიშვნელოვანია ერთიანობაში განვიხილოთ, როგორც ბედიანის, ასევე სურამის განვითარების პერსპექტივა და შესაძლებლობები. სურამის დაწესებულების ეზოში არის რამდენიმე ძველი შენობა, მიწის საკმაოდ დიდი ზომის ნაკვეთზე, სადაც შესაძლებელია ქრონიკული პაციენტებისთვის საცხოვრისის ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა. ახალი დირექტორი მუშაობს ბედიანის რეაბილიტაციის გეგმის მომზადებაზე-თუმცა საერთო სურათისთვის მნიშვნელოვანია ყველა შენობის მდგრადობის შეფასება და რეაბილიტაციის შესაძლებლობის და მოსალოდნელი ხარჯის განხილვააქტუალურია ბედიანის მთლიანად საცხოვრისად გადაკეთების თემაც. უნდა დავძრათ რუსთავის საცხოვრისის თემაც-რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამაში გათვალისწინებულია მხოლოდ მიწის ღირებულებაკვირის დასაწყისში შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ ბატონ დავით ბიბილაშვილთან ერთად, რისი ფინანსური საშუალება გვაქვს ამ ეტაპზე

 

3. ამბულატორიული, მობილური, კრიზისული ინტერვენციის/ასერტული სერვისების ფუნქციების, ლოკაციის, სტანდარტების, მწვავე ჰოსპიტალური და გადაუდებელი დახმარების სამსახურებს შორის ინფორმაციის გაცვლის და რეფერალის მოწესრიგების  თემაზე ჯანდაცვის დეპარტამენტი გააგრძელებს მუშაობს (ეკა ადამია), რათა ამ თვის ბოლომდე გვქონდეს მკაფიო სურათი როგორ შეიძლება მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ამ სერვისების გააქტიურება და ოპტიმალური გამოყენება

4. გავაგრძელოთ მუშაობა პოტენციურ და მოქმედ დონორებთან. ..ჩინეთის მთავრობა (პოტენციური-კომუნიკაცია გართულებულია, სტატუსის შესახებ მიმართვის მიუხედავად განახლებული ინფორმაცია ვერ მივიღეთ; საფრანგეთის მთავრობა-ივლის-აგვისტოდან დაგვეხმარებიან დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის მომზადებაში და სერვისების ანაზღაურების მეთოდოლოგიის გადახედვაში, შესაძლოა დაგვეხმარონ ელბაზის მომზადებაშიც; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო-ეკა ადამიას ვთხოვ გააგრძელოს მუშაობა რა იქნება საჭირო მცირე ზომის სოჯახო სახლების გამოყენებისთვის.)

ამ დროისთვის სულ ეს არის

პატივისცემით

თამარ გაბუნია