| From : | Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge> |
| To : | gmatcharashvili@gov.ge; mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge; d.berishvili@mof.ge |
| Subject : | Incoming - COVAX Consultations on COVID Vaccine |
| Cc : | Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge> |
| Received On : | 24.07.2020 09:38 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მ.წ. 16-17 ივლისს გაიმართა კონსულტაციები
კოვიდ19-ის ვაქცინაზე
გლობალური წვდომის
ინსტრუმენტთან (COVAX) დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვაქცინის გლობალური ალიანსის (GAVI), კოალიცია ეპიდემიური მზადყოფნის ინოვაციებისთვის (CEPI), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლებმა და
ინსტურმენტში მონაწილეობით დაინტერესებული ქვეყნების დელეგატებს.
საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნიზაციისა და ვაქცინაციის დეპარტამენტის უფროსი, ქ-ნი ლია ჯაბიძე. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტირებისა და ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს წარმომადგენელი, ქ-ნი ირინე ჯავახაძე და მისიის მრჩეველი, ქ-ნი ეკატერინე ხოსიტაშვილი.
კონსულტაციებისას GAVI-ს
წარმომადგენლებმა
მიმოიხილეს
კოვიდ19-ის
მსოფლიოში
გავრცელების
სტატისტიკა
და
აღნიშნეს,
რომ შემუშავებული
ინსტრუმენტი
ვაქცინაზე
წვდომის
თანაბარ შესაძლებლობას
მისცემს
ყველა ქვეყანას.
მათ
განმარტეს,
რომ ვაქცინის
კვლევასა
და განვითარებაზე CEPI
იმუშავებს,
შექმნილი
ვაქცინის
შესყიდვასა
და მომარაგებას GAVI
უზრუნველყოფს,
ხოლო
ნორმატიულ
პრინციპებს
ვაქცინის
უსაფრთხოებისა
და პოლიტიკის
შესახებ
WHO შეიმუშავებს.
ამასთან,
აღნიშნეს,
რომ ინსტრუმენტში
მონაწილეობის
შემთხვევაში
მონაწილეთა
ვალდებულება
მოსახლეობის 20%-ისთვის
ვაქცინის
შეძენა
და
წინასწარ
გადასახდელი
კონტრიბუციის
უზრუნველყოფა
იქნება.
რაც
შეეხება ვაქცინის
განვითარების
სავარაუდო
ვადას,
ვაქცინა 12-დან 18
თვემდე
პერიოდში
იქნება მზად
და
მის შემუშავებაზე 9
შერჩეული
კომპანია (დეტ.
იხ
დანართში)
ოთხი
განსხვავებული
ტექნოლოგიით
იმუშავებს.
GAVI-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მწარმოებელთა რიცხვის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს დამატებითი კონსულტაციები. მათი შერჩევისას კი უპირატესობა ენიჭება კლინიკური ცდების ჩასატარებლად საჭირო უსაფრთხოების გარემოს და ტექნიკურ შესაძლებლობებს. ინსტრუმენტის მიზანია, 2021 წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინის 2 მლრდ. დოზა. ინსტრუმენტის სრულფასოვნად ამოქმედებისა და წარმატებისთვის კი მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ქვეყნისა და დონორის მონაწილეობა.
რაც შეეხება შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, GAVI-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ
ვაქცინის შესყიდვის
თაობაზე ყველა
ქვეყანასთან ინდივიდუალური
შეთანხმება დაიდება კონკრეტული
ქვეყნის ეკონომიკური
შესაძლებლობის გათვალისწინებით (საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგზე დაყრდნობით) და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დონორების/საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართვაც. შეთანხმების მხარეები
კი GAVI და დაინტერესებული ქვეყნის შესაბამისი სამინისტროები იქნებიან. GAVI-ს თანახმად, იმისათვის რომ ვაქცინის განვითარების პროცესი დაჩქარდეს, მონაწილე ქვეყნებმა მ.წ. სექტემბრის ბოლომდე უნდა გაიღონ წინასწარი კონტრიბუცია
(მათი თქმით, საჭირო
დოზის ღირებულების დაახლოებით 15%.
განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინის
დოზის ღირებულება საშუალოდ 10-15
აშშ დოლარი ან ნაკლები
იქნება). როგორც აღნიშნეს, ჯგუფი მაქსიმალურად შეეცდება, რომ ვაქცინის ფასი საბაზრო
ფასზე ბევრად ნაკლები იყოს. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა შესაძლო არაფინანსური
ვალდებულებებიც, როგორიცაა ვაქცინის შეუფერხელი ტრანსპორტირების ხელშეწყობა, ვაქცინის
განვითარების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ა.შ., თუმცა კონკრეტული ვალდებულებები
ინდივიდუალური შეთანხმებებით განისაზღვრება.
ამასთანავე, სამუშაო ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს მოსაზრებები COVAX-ის მმართველი სტრუქტურის შესახებ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების, განვითარებადი ქვეყნებისა და დონორი ქვეყნების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და მაქსიმალურად
ღია და გამჭვირვალე იქნება. რაც შეეხება შეთანხმებების გაფორმების ვადებს, COVAX-ის სამუშაო ჯგუფი შეთანხმებებთან დაკავშირებით ინდივიდუალურ კონსულტაციებს მ.წ. აგვისტოს თვეში გამართავს (ინფორმაცია ვადების შესახებ თან ერთვის).
აქვე, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე ინსტრუმენტში მონაწილეობით დაინტერესებულია 70-მდე ქვეყანა, მათ შორის, სკანდინავიის, ლათინური ამერიკის, ცენტრალური ევროპის, ცენტრალური აზიის ქვეყნები.
გთხოვთ. აღნიშნული ინფორმაცია განხილულ იქნას მაღალ დონეზე, კონსულტაციების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
საუკეთესო სურვილებით,
ნინო კოვზირიძე
Nino Kovziridze