From : Sandro Inashvili <sinashvili@mfa.gov.ge>
To : isamushia@justice.gov.ge
Subject : IMPORTANT - გაერო-ს უშიშროების საბჭოს ექსპერტთა პანელის შეტყობინება
Cc : ksarajishvili@justice.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge; mnikoleishvili@moh.gov.ge; Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>; David Kereselidze <dkereselidze@mfa.gov.ge>
Received On : 08.04.2020 11:44
Attachments :

იზა, მოგესალმები. იმედი მაქვს თავს კარგად გრძნობ!

ამჯერად ასეთი საკითხით გაწუხებ. 

გაერო-ს უშიშროების საბჭოსთან არსებული სანქციების კომიტეტის ექსპერტთა პანელისგან (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (კსდრ) თაობაზე) მივიღეთ წერილი, რომლის თანახმადაც, ექსპერტთა პანელმა, გაერო-ს წევრი ერთ-ეთი სახელმწიფოს მეშვეობით, მიიღო ინფორმაცია, თითქოსდა კსდრ-დან საქართველოში მოწვეული იქნა სამედიცინო/ სავაჭრო დელეგაცია, ორ ქვეყანას შორის ერთობლივი ფარმაცევტული წარმოების შესაძლებლობების განსახილველად.  ამავე წერილში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, კსდრ-სა და საქართველოს შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის, "შესაძლო" შეხვედრა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა კსდრ-ს ჯანდაცვის მუშაკების ქართულ ჰოსპიტალებში დასაქმების შესაძლებლობა და ამ მიზნით მათთვის სამუშაო ვიზების მინიჭების საკითხი. ამასთან, წერილში ყურადღება გამახვილებულია  სხვა საკითხებზეც (დეტალური ინფორმაცია იხ. დანართში).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტთა პანელი მოგვმართავს თხოვნით, ქართულმა მხარემ წერილში დასმულ ყველა შეკითხვაზე განმარტებები წარმოადგინოს დოკუმენტის გამოცემიდან (2020 წლის 6 აპრილი) 4 კვირის ვადაში. 

წერილის შინაარსის გათვალისწინებით და ინფორმირების მიზნით, მიმოწერაში, ასევე, ვამატებ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის  წარმომადგენლებს. 

დაველოდებით თქვენს პასუხს. 


გისურვებთ ჯანმრთელობას!


საუკეთესო სურვილებით,
სანდრო