| From : | Tamar Grigolaia <tgrigolaia@mfa.gov.ge> |
| To : | s.uridia@rs.ge; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ICRC (simplified customs procedures) |
| Cc : | Shalva Tsiskarashvili <sh.tsiskarashvili@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>; Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge> |
| Received On : | 22.04.2020 16:47 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
დროის მოგების მიზნით (მოცემულ ინფორმაციას მოგაწვდით ოფიციალური წერილის სახითაც), გიგზავნით საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლობის 2020 წლის 22 აპრილის ნოტას, რომელშიც კომიტეტი საქართველოში მათ მიერ ჰუმანიტარული დანიშნულების საქონლის იმპორტთან დაკავშირებულ შეზრუდვების მოხსნასა და მათთვის გამარტივებული საიმპორტო საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლების მინიჭებას ითხოვს.
გთხოვთ, კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოთ ზემოაღნიშნულ ნოტაში მოცემული საკითხები და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმირების მიზნით, გვაცნობოთ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.
საუკეთესო სურვილებით,
თამარ გრიგოლაია