From : Irine Bartaia <ibartaia@mfa.gov.ge>
To : Ketevan Sarajishvili <ksarajishvili@justice.gov.ge>; Ana Ivanishvili <aivanishvili@justice.gov.ge>; lklimiashvili@moh.gov.ge; Mariami Bregadze <mbregadze@justice.gov.ge>; Nino Gakharia <gakharia@mia.gov.ge>; Ana Shalamberidze <a.shalamberidze@supremecourt.ge>; kgoginashvili@moh.gov.ge; Kakha Khandolishvili <kkhandolishvili@mes.gov.ge>; gamanatidze <gamanatidze@mod.gov.ge>; Tamta Zaalishvili <tamtazaali@gmail.com>; Tina <tinagog@hotmail.com>; sshengelia@pog.gov.ge; ssichinava@cec.gov.ge; tlomtadze@pdp.ge; Irakli Lomidze <i.lomidze@mra.gov.ge>; ntatulashvili@pdp.ge; Natalia Jaliashvili <njaliashvili@gov.ge>; Mariam Jajanidze <mjajanidze@gov.ge>; Mari Jobava <mjobava@gov.ge>
Subject : ICCPR draft report - საბოლოო თანხმობისათვის
Cc : Khatuna Totladze <Kh.totladze@mfa.gov.ge>; Giorgi Paniashvili <g.paniashvili@mfa.gov.ge>; Ekaterine Meshveliani <emeshveliani@mfa.gov.ge>; Khuta Salia <khsalia@mfa.gov.ge>
Received On : 24.05.2019 12:17
Attachments :

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,

 

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას თანამშრომლობის და ჩართულობისათვის. თქვენი დახმარებისა და აქტიური ჩართულობის შედეგად შესაძლებელი გახდა ანგარიშის პროექტის მომზადება.

 

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციები, რომლის ასახვაც მოკლედ არ იყო იოლი საქმე. ამ ინფორმაციების შედეგად ნათლად გამოჩნდა ის რეფორმები, რაც თითოეული უწყების მიერ განხორციელდა. თუმცა, ვინაიდან გვაქვს მკაცრი მითითება სიტყვების რაოდენობასთან დაკავშირებით, მოგვიწია მისი შემოკლება მნიშვნელოვნად.

 

გთხოვთ, გადახედოთ, თუ რაიმე ძალიან მნიშნველოვანი გამოგვრჩა დაამატოთ, თუმცა, ეს უნდა მოხდეს რაიმე ინფორმაციის ამოღების ხარჯზე, რომელიც თქვენ კომპეტენციას განეკუთვნება.

 

კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, რომ სწორედ კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტების გათვალისწინებით, მოგვიწია მოწოდებული ინფორმაციის საგრძნობლად შემოკლება.

 

ნაწილი ინფორმაციისა, სადაც საუბარია ტრენინგებსა თუ სტატისტიკებზე, გადატანილია დანართებში.

 

გთხოვთ, გაეცნოთ ანგარიშის პროექტს და დანართებს და წარმოგვიდგინოთ თქვენი შენიშვნები და კომენტარები დღეს დღის ბოლომდე, თუ ასეთს ექნება ადგილი.

 

აქვე გაცნობებთ, რომ კაჭრეთში იგეგმება 11-12 ივნისს გასვლითი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, სადაც მოხდება აღნიშნული ანგარიშის პროექტის წარდგენა და მათთან კონსულტაციები. ამასთან დაკავშირებით დამატებით დაგიკავშირდებით.

 

ორშაბათს, უკვე ეს ანგარიში დაიტვირთება მთავრობის პროგრამაში, რათა დროულად გაიგზავნოს პარლამენტში რეგლამენტის შესაბამისად.

 

კიდევ ერთხელ მადლობა თანამშრომლობისთვის,

 

სს,

ინა