| From : | David Gzirishvili (CGC) <D.Gzirishvili@curatioconsulting.com> |
| To : | Tamar Gabunia (MOH) <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | HA GEO: დახმარება ფინანსთა სამინისტროდან ინფორმაციის მისაღებად |
| Cc : | Ketevan Goginashvili (MOH) <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 04.06.2020 11:20 |
| Attachments : |
სალამი, ქ-ნო თამარ!
თქვენი დახმარება გვჭირდება - შეგიძლიათ თხოვოთ ქ-ნ მინისტრს, რომ მის კოლეგამ ფინანსთა სამინისტროში მისცეს მითითება შესაბამის სამსახურს და გაგვიზიარონ საჭირო ინფორმაცია ჯანდაცვის ანგარიშების მოსამზადებლად?
ფინანსთა სამინისტროს აქვს სამედიცინო დაწესებულების წლიური ფინანსური ანგარიშები ელექტრონულ ფორმატში, რომელიც მაქსიმალურად ჩაშლილია და ძვირფასი „ნედლეულია“ ჯანდაცვის ანგარიშების მეთოდოლოგიისთვის.
ინფორმაციის კონფიდენციალურობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ფინანსა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს შეუძლია მხოლოდ მსხვილი კატეგორიებით დაჯგუფებული მონაცემების გაზიარება. საჭიროა ფინანსთა მინისტრის მითითება.
თუ ეს მონაცემები არ გვექნება, მოგვიწევს ჯანდაცვის ანგარიშების მეთოდოლოგიის ე.წ. წარმოების ფაქტორების გარეშე აწყობა. შემდგომში, ეს მონაცემები შეიძლება მოვიპოვოთ შერჩევითად, გარკვეული ტიპის დაწესებულების კვლევით, რაც
შრომატევადია და ნაკლებად სანდო.
ქ-ნო ქეთიმ იცის ყველა დეტალი, ჩვენ რაც გვჭირდება და რაზეც შევთანხმდით პრე-COVID-19-ის ეპოქის მიწურულს ფინანსთა სამინისტროში სტუმრობის დროს.
პატივისცემით,
David Gzirishvili
Managing Partner
Consulting Group Curatio Sarl
Rue Etienne-Dumont 16
1204 Geneva,
Switzerland
Mobile: +44 79 37978488