ქ-ნო თამარ,
კოლეგებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის საგრანტო დოკუმენტაციის პაკეტის სავალდებულო შემადგენელი ნაწილია სამინისტროს წერილი თანადაფინანსების ვალდებულებების აღიარებაზე.
ჩვენს მიერ მომზადდა აღნიშნული წერილის პროექტი, რომელსაც გიგზავნით წინასწარი შეთანხმების მიზნით, ასევე გიგზავნით ე.წ. ფინანსური ღიობების ცხრილს, სადაც შეტანილია ისტორიული ხარჯები და სამომავლო დაფინანსების სავარაუდო მოცულობები დაფინანსების შუალედური ჩარჩოს შესაბამისად.
ქეთის (გოგინაშვილს) ვთხოვთ კიდევ ერთხელ რომ გადახედოს და დაგვიდასტუროს.
გლობალური ფონდის დაფინანსების სამომავლო მოცულობები დიდი ალბათობით არ უნდა შეივალოს, თუმცა ჯერ დონორისგან არ გვაქვს საბოლოო დასტური.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია პრინციპული შეთანხმება წერილის ტექსტსა და სახელმწიფო დაფინანსების პროგნოზულ მოცულობებზე.
როგორც კი გვექნება საბოლოო შეთანხმებული პაკეტი, გაგიზიარებთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებთან შესათანხმებლად.
მნიშნველოვანია, აღინიშნოს, რომ მცირედ იცვლება პროგრამებს (შიდსი, ტუბერკულოზი) შორის გლობალური ფონდის დაფინანსების მოცულობის პროცენტული განაწილება (program split), რაც ფორმალურად ასევე უნდა შეთანხმდეს საბჭოს წევრებთან.
პატივისცემით და თქვენი ჩვეული მხარდაჭერის იმედით,
ქეთი