| From : | Keti Goguadze <k.goguadze@curatio.com> |
| To : | kgoginashvili@moh.gov.ge; ikamarauli@moh.gov.ge |
| Subject : | Georgia TB financing overview |
| Cc : | George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com>; Ano Akhvlediani <a.akhvlediani@curatio.com>; Natia Shengelia <n.shengelia@curatio.com>; Nata Gordeziani <n.gordeziani@curatio.com> |
| Received On : | 21.05.2019 13:43 |
| Attachments : |
ქეთი და ია მოგესალმებით,
როგორც საქმის კურსში ხართ და როგორც გუშინდელი PAC-ის შეხვედრაზე მოხსენდა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (დკსჯეც) გაფორმებული ხელშეკრულების
ფარგლებში, საერთაშორისო ფონდი კურაციო ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას
„ტექნიკური დახმარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტუბერკულოზის პრევენციის, შემთხვევების გამოვლენის და მკურნალობის ხარისხის ამაღლების მიზნით“.
ამ პროექტის ერთ-ერთ მიმართულებას ტუბერკულოზის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების დაფინანსების ოპტიმალური მექანიზმების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს.
როგორც თამარ გაბუნიასთან პირველი შეხვედრისას გადაწყდა, სამინისტროს მხრიდან თქვენ ორი ადამიანი მოიაზრებით ამ კომპონენტზე ჩვენთთან აქტიურად სათანამშრომლოდ წინასწარი კონსულტაციებისთვის,
სანამ ჩვენს მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, მიდგომებს თუ შემოთავაზებებს/რეკომენდაციებს უფრო გაფართოებულ შეხვედრებზე/ეროვნულ კონსულტაციებზე წარვადგენთ.
ამ კომპონენტის ფარგლებში 31 მაისისთვის დკსჯეც-თვის ჩასაბარებელ პროდუქტს
ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ტუბერკულოზის სერვისების დაფინანსების მეთოდების მიმოხილვა წარმოადგენს. გიგზავნით ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიას და მოგმართავთ თხოვნით, რომ გადახედოთ და არაუგვიანეს 27 მაისისა მოგვაწოდოთ
თქვენი კომენტარები (თუ ასეთი გექნებათ), რათა 31 მაისამდე ჩვენ შევძლოთ თქვენი კომენტარების ასახვა დოკუმენტში.
წინასწარ დიდი მადლობა
პატივისცემით,
ქეთი
|
||||||||||||||
|
|