| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Natia Khonelidze <admin@georgia-ccm.ge>; Irina Grdzelidze <secretary@georgia-ccm.ge> |
| Subject : | Georgia Harm Reduction Standards |
| Cc : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.03.2019 16:27 |
ნათია, მინდა გთხოვო ამ წერილის გავრცელება დანართთან ერთად ზიანის შემცირების ქსელის წევრებსა და ექსპერტებში, PR-ის გუნდთან (არა მთლიანად CCM-ში). გთხოვ ჩართე თაკო ზურაშვილი ამ პროცესში. სკაიპით გაგიზიარებ სტანდარტებს. სხვანაირად ვერ ვაგზავნი.
დიდი მადლობა
თამუნა
მოგესალმებით!
ამ წერილს თან ერთვის ზიანის შემცირების სერვისების სტანდატრების პაკეტი, რომელიც მე პირადად გადმომცა UNFPA-ს წარმომადგენელმა. გთხოვთ დადასტურებას, რომ ეს არის სტანდარტების საბოლოო პაკეტი, რომლის განხილვაც სამინისტრომ დამტკიცების მიზნით უნდა დაიწყოს.
ასევე მინდა დავაზუსტო, გეგმავთ თუ სტანდარტებთან ერთად გაზიარებული ბიუჯეტის გათვლების გადასინჯვას გლობალური ფონდის მიერ შემოთავაზებული დაფინანსების ახალი მეთოდოლოგიის (output based financing) მოთხოვნების შესაბამისად.
როგორც ვისაუბრეთ სამინისტრო მზად არის აქტიურად ჩაერთოს როგორც სტანდარტების დასრულების, ასევე განფასების პროცესებში. ამიტომ მინდა გთხოვოთ გამიზიაროთ თქვენი ხედვა და კონკრეტული გეგმები ამ მიმართულებით. ვადებზეც უნდა შევჯერდეთ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია