| From : | Nia Giuashvili <ngiuashvili@gmail.com> |
| To : | eadamia@moh.gov.ge; Vladimer Getia <v.getia@ncdc.ge>; Vladimer Getia <kh.getia@gmail.com>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: UNDP ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის |
| Received On : | 23.09.2020 15:09 |
| Attachments : |
ნია, როგორც შევთანხმდით, გიგზავნით ანგარიშის ფორმას, რომელიც უნდა მოგვაწოდოთ ტრენინგის დასრულების შემდეგ. ასევე გიგზავნით ჩვენს სტანდარტულ ფორმას ტრენინგის შეფასებისთვის, რომელსაც გამოვიყენებთ თქვენს ტრენინგზე.
თანდართულ დოკუმენტად ასევე გიზიარებთ დღის წესრიგის ნიმუშს, რომ სილაბუსის საფუძველზე შეიმუშაოთ დღის წესრიგი.
ტრენინგის სავარაუდო თარიღად მოვიაზრებთ 5-7 ოქტომბერს, ერთი სატრენინგო ჯგუფისთვის (მაქს. 30 მონაწილე).
როგორც განვიხილეთ, სატრენინგო საათების რაოდენობა არის 13.5+1 მოსამზადებელი დღე (8 საათი).
მასალებს, რომელიც დაგჭირდებათ ტრენინგისთვის, ჩვენ შევისყიდით თქვენ უბრალოდ მოგვწერეთ რა და რამდენი იქნება საჭირო.
მიმოწერაში ვსვამ ჩვენს ადმინისტრაციულ და ფინანსურ ასისტენტს - სალომე მურვანიძეს - და გთხოვთ დააკავშიროთ თქვენს შესაბამის სამსახურს, რომ შევთანხმდეთ NCDC-ს ჩვენს ბაზაში რეგისტრაციასა და შემდგომ ინვოისის გამოწერის დეტალებზე. სალომეს საკონტაქტო დეტალებია: Salome.murvanidze@undp.org; 577 71 74 46.
მადლობა,
ანა
From: Nia Giuashvili <ngiuashvili@gmail.com>
Sent: Monday, September 21, 2020 12:40 AM
To: Anna Kebadze <anna.kebadze@undp.org>
Subject: Re: UNDP ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის
მოგესალმებით, ანა,
შეთანხმებისამებრ, წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ შემუშავებულ სილაბუსს 2 დღიანი გაერთაინებული ტრენინგისათვის, თქვენს მიერ მოწოდებული ორივე თემატიკის მიხედვით. აქვე გაცნობებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განიხილება ჩვენს მიერ ტრენინგების განმახორციელებელ ორგანიზაციად/ თქვენს კონტრაქტორად და ინვოისის წარმომდგენად. დამატებითი დეტალები დავაზუსტოთ შემდგომში.
გთხოვთ, განიხილოთ და გამიზიაროთ თქვენი პოზიცია, რათა შევთანხმდეთ შემდგომი ეტაპების თაობაზე.
ველი თქვენს გამოხმაურებას.
პატივისცემით, ნია
Nia Giuashvili MD, MPH
Adviser
National Center for Disease Control and Public Health
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
______________________________________________
9 M. Asatiani st., 0160, Tbilisi Georgia
ngiuashvili@gmail.com
ngiuashvili@yahoo.com
|
Virus-free. www.avast.com |
On Mon, Aug 31, 2020 at 6:01 PM Nia Giuashvili <ngiuashvili@gmail.com> wrote:
მადლობა, ანა,
ყველა საკითხს განვიხილავთ, ბატონ ამირანთან და დაგიბრუნდებით. ასევე, სამინისტროსთან იქნება განხილული, ორივე კომპონენტის ერთობლივად წარმოების შესაძლებლობები.
პატივისცემით, ნია
On Mon, Aug 31, 2020, 17:54 Anna Kebadze <anna.kebadze@undp.org> wrote:
ნია, დიდი მადლობა. არ არის პრობლემა ამ კვირაში მე მაინც შვებულებაში ვარ და კვირის მანძილზე მომწერეთ როცა ყველაფერზე შეთანხმდებით.
ასევე, როგორც გითხარით, თუ დამატებით მუნიციპალიტეტებთან გაქვთ სამუშაო, რომ მათ სწორად წარმართონ როგორც კოვიდთან დაკავშირებით ისე სხვა შესაბამის საკითხებზე მუშაობა, მზად ვართ, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა.
პატივისცემით,
ანა
From: Nia Giuashvili <ngiuashvili@gmail.com>
Sent: Monday, August 31, 2020 5:42:44 PM
To: Anna Kebadze <anna.kebadze@undp.org>
Subject: Re: UNDP ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის
გამარჯობა ანა,
გაცნობებთ, რომ ვერ მოხერხდა ბატონ ამირანთან კომუნიკაცია დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო და მინდა გთხოვოთ დამატებითი დრო ხვალ საღამომდე. აქვე გაცნობებთ, რომ მქონდა კომუნიკაცია სამინისტროს პაუსიხმგებელ წარმომადგენლებთან, მეორე კომპონენტთან დაკავშირებით , გამოხატეს დაინტერესება და მათ პასუხსაც ხვალ სამუშაო დღის ბოლომდე მოგახსენებთ.
პატივისცემით, ნია
Nia Giuashvili MD, MPH
Adviser
National Center for Disease Control and Public Health
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
______________________________________________
9 M. Asatiani st., 0160, Tbilisi Georgia
ngiuashvili@gmail.com
ngiuashvili@yahoo.com
Virus-free. www.avast.com
On Tue, Aug 25, 2020 at 5:05 PM Anna Kebadze <anna.kebadze@undp.org> wrote:
დიდი მადლობა. კი, დაველოდები თქვენგან ინფორმაციას კვირის ბოლოს და ასევე, მეორე საკითხზე თუ იცნობთ შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანებს და დამაკავშირებთ, ძალიან კარგი იქნება.
პატივისცემით,
ანა
From: Nia Giuashvili <ngiuashvili@gmail.com>
Sent: Tuesday, August 25, 2020 5:04 PM
To: Anna Kebadze <anna.kebadze@undp.org>
Subject: Re: UNDP ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის
გამარჯობა ანა,
კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა მოგახსენოთ, მოწოდებული ინფორმაციისა და შეთავაზებისათვის. უაღესად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ამგვარი ტრენინგების ჩატარება ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელთათვის.
იმისათვის, რომ სათანადო ინფორმაცია და თქვენს ფორმატზე მორგებული წინადადება შემოგთავაზოთ ტრენინგის პირველ თემასთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინაცია; ორგანიზაციის მართვა), დამჭირდება საკითხის შეთანხმება და დეტალების დაზუსტება ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორთან, ბატონ ამირან გამყრელიძესთან, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს და თუ თქვენთვის მისაღებია, მიმდინარე კვირის ბოლოს დაგიბრუნდებით, შესაბამისი მასალით.
რაც შეეხება, მეორე თემას (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობა; ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ადგილობრივი მნიშვნელობის სტრატეგიისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მენეჯმენტი), იგი რამდენადმე სცილდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კომპეტენციას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შემიძლია დაგაკავშიროთ სატანადო პირებს და მათთან ერთად განვიხილოთ სამუშაოების ერთობლივად წარმოების შესაძლებლობა.
ველი თქვენს გამოხმაურებას.
პატივისცემით, ნია
Nia Giuashvili MD, MPH
Adviser
National Center for Disease Control and Public Health
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
______________________________________________
9 M. Asatiani st., 0160, Tbilisi Georgia
ngiuashvili@gmail.com
ngiuashvili@yahoo.com
Virus-free. www.avast.com
On Tue, Aug 25, 2020 at 2:00 PM Anna Kebadze <anna.kebadze@undp.org> wrote:
ქალბატონო ნია,
როგორც ვისაუბრეთ, გიგზავნით იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელზეც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ისურვეს ტრენინგის ორგანიზება:
ტრენინგის სფერო
ტრენინგის საკითხები
მსურველთა რაოდენობა
ჯგუფების რაოდენობა
მუნიციპალიტეტები
მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის საკითხები
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინაცია; ორგანიზაციის მართვა
14
1
ბოლნისი, მარნეული, თიანეთი, მცხეთა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობა; ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ადგილობრივი მნიშვნელობის სტრატეგიისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მენეჯმენტი
15
1
ბოლნისი, დმანისი, თიანეთი, მცხეთა, ქუთაისი, წალკა
ბუნებრივია, საკითხების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და თუ, თქვენი აზრით, დამატებით საჭიროა კიდევ რომელიმე თემის მოცვა, შეგიძლიათ დაამატოთ.
თქვენგან დაველოდები რამდენად მისაღებია თქვენთვის ამ საკითხებზე ტრენინგის ჩატარება, საჭიროა თუ არა დამატებით მეორე ტრენერის ჩართვაც, რამდენი დღე/საათი დასჭირდება ტრენინგს და ასევე თქვენთვის მისაღებ პერიოდს. ჩვენთვის სასურველია სექტემბრის მეორე ნახევარში ჩავატაროთ ეს ტრენინგი. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრენინგი ჩატარდება სამუშაო დღეებში და არა შაბათ-კვირას.
რაც შეეხება ადგილს - ტრენინგი ჩატარდება ქალაქგარეთ, სავარაუდოდ ბორჯომის ან კახეთის რომელიმე სასტუმროში. სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯებს ჩვენ დავფარავთ.
სასურველია ტრენინგზე გამოყენებული იყოს პრე და პოსტ ტესტები, რომ ვნახოთ რეალურად რა ისწავლეს ტრენინგის მონაწილეებმა. ასევე, ტრენინგის დასრულების შემდეგ უნდა წარმოგვიდგინოთ მოკლე ანგარიში ჩვენს მიერ მოწოდებულ ფორმაში (იხ. თანდართული დოკუმენტები).
ანაზღაურებას რაც შეეხება, გთხოვთ, მომწეროთ ტრენინგისთვის თქვენი დღიური ანაზღაურების ოდენობა დოლარში ან ლარში, როგორც გირჩევნიათ. გადარიცხვა განხორციელდება მხოლოდ ლარში. ანაზღაურება დაიანგარიშება შემდეგნაირად - ტრენინგის დღეები+1 მოსამზადებელი დღე.
როგორც გითხარით, ანაზღაურება სასურველია რომ მოხდეს ინვოისის საფუძველზე. თუ თქვენ თავად არ ხართ რეგისტრირებული გადამხდელად, შეგიძლიათ, რომ ინვოისი წარმოადგინოთ ორგანიზაციის მიერ, მაგალითად, უნივერსიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ან კომპანია. ამ საკითხზე დამატებით დავილაპარაკოთ, რამდენად გექნებათ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოთ ასეთი ინვოისი.
ზოგადად, ამ ტრენინგის გარდა, NCDC-სა და თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საკითხებზეც შეგვიძლია დავილაპარაკოთ, რა საჭიროებები არსებობს და რამდენად შევძლებთ ჩვენც ჩართვას.
პატივისცემით,
ანა
Anna Kebadze
Capacity Development Expert
Fostering Decentralisation and Good Governance at the Local Level in Georgia
United Nations Development Programme
12a Kazbegi AvenueTbilisi 0176 Georgia
Tel: +995 577 222-341
anna.kebadze@undp.org
www.ge.undp.org | shop.undp.org