From : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : Fwd: შეხვედრა რეზოლუცია #1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე
Received On : 17.05.2019 12:50



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Sophio Rusetski <srusetski@ombudsman.ge>
Date: May 17, 2019 at 4:27:19 PM GMT+4
To: <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Cc: 'Anna Iluridze' <ailuridze@ombudsman.ge>
Subject: შეხვედრა რეზოლუცია #1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი ახორციელებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ,,ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგს.

აღნიშნული მონიტორინგის მიზანია სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შეფასება. ასევე, საინტერესოა, თუ რამდენად პასუხობს უწყებების მიერ გაწეული საქმიანობები დევნილი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების საჭიროებებს.

მონიტორინგის პროცესში ჩვენთვის  მნიშვნელოვანია თქვენთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარებისა და  დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით გთავაზობთ შეხვედრას მომდევნო კვირას.  

გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო. შეხვედრა შესაძლებელია როგორც სახალხო დამცველის ოფისში, ასევე თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ადგილას.

 

პატივისცემით,

 

 

 

სოფო რუსეცკი

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

გენდერის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

 

დავით აღმაშენებლის გამზირი #150,  თბილისი 0112

E-mail: srusetski@ombusdman.ge