თამუნა, სალამი
შესაძლოა უკვე ნახე მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის შესახებ წერილი (იხ. თანდართული). ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენობების ენერგოეფექტურობაზე საუბარი, თუ როგორ აისახება ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილებები, თუ რამდენად არის შენობები (მათ შორის კერძო საცხოვრებლები) მაღალი და დაბალი ტემპერატურისგან დაცული და, შესაბამისად, ამას რა სოციალური და ეკონომიკური გავლენა აქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხები ჯანდაცვის კუთხით იქნას შესწავლილი.
მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოში ჩამოდის 6 ივნისს. ჯგუფის შემადგენლობა იხ. თანდართულ წერილში. სამწუხაროა, მაგრამ მე ვერ დავესწრები შეხვედრას. ჟენევაში ვარ. ჩემს უმცროსს დას ვაჟი შეეძინა და ცოტა ხანს უნდა მივეხმარო:)
თუ იქნება შესაძლებელი შენთან შეხვედრა პარასკევს, 7 ივნისს შენთვის მოსახერხებელ დროს.
დიდი მადლობა!
საუკეთესო სურვილებით, ნინო