From : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : Fw: CPT - follow-up
Received On : 08.01.2019 17:30

​ქეთი, 

კონკრეტული წერილი გავამზადოთ, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ.


მადლობა, მარინა


From: Ketevan Sarajishvili
Sent: Tuesday, January 8, 2019 8:52 PM
To: Mariam Darakhvelidze
Cc: Ana Tsuladze; Mariami Bregadze
Subject: RE: CPT - follow-up
 

საღამო მშვიდობისა, ქალბატონო მარინა,

 

გილოცავთ შობა-ახალ წელს! საუკეთესო წელიწადს გისურვებთ! J

 

პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით CPT-ს შემფასებელი მისიის მიერ წინარე დაკვირვების ეტაპზე იდენტიფიცირებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებისთვის.

 

რამდენიმე საკითხს დავაზუსტებდი თქვენთან ქუტირისა და ხელვაჩაურის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებთან მიმართებით:

-         ქუტირის საავადმყოფოში საწოლების შეცვლის საკითხი - CPT -ის წერილში აქცენტი გაკეთებულია ქალ პაციენტთა საწოლებზე, ამიტომ კარგი იქნება ამ კუთხითაც თუ მოგვაწვდის ქუტირი ინფორმაციას.

-         თუ შესაძლებელია, რომ ასევე გაგვიზიარონ ინფორმაცია შეცვლილი საწოლთა და დამზადების პროცესში მყოფ საწოლთა ზუსტ რაოდენობაზე (შესაბამისი ფოტო-მასალით).

-         ქუტირის საავადმყოფოს შემთხვევაში ასევე აინტერესებს მისიას გარე აქტივობებზე პაციენტების ხელმისაწვდომობის საკითხი, რომელიც, სამწუხაროდ, წერილში არ იყო წარმოდგენილი. ამ ნაწილთან მიმართებით, დანართის სახით, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ გარე აქტივობებში ჩართულ პაციენტთა ფოტოები (მათი სახეების დაფარვით).

-         გარე აქტივობებში ჩართულ პაციენტთა ფოტო-მასალა გვესაჭიროება ხელვაჩაურის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს შემთხვევაშიც.

 

საუკეთესო სურვილებით,

ქეთი

 

 

From: Ketevan Sarajishvili
Sent: Thursday, December 20, 2018 19:44
To: 'Marina Darakhvelidze'
Cc: A
na Tsuladze ; Mariami Bregadze
Subject: CPT - follow-up

 

ქალბატონო მარინა,

 

როგორც ტელეფონზე ვისაუბრეთთ, გამოვაგზავნეთ ოფიციალური წერილი CPT-სთვის ფსიქიატრულების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის თხოვნით.

 

შევიწროებულ ვადებში გვთხოვს კომიტეტი, რომ ვაცნობოთ პროგრესის შესახებ. იქნებ 4 იანვრამდე მოგვაწოდოთ მოკლე აღწერილობითი ინფომრაცია რა ღონისძიებები გატარდა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემრბის პერიოდში. თუნდაც ქართულად მოგვაწოდეთ და ჩვენ მოვამზადებთ ინლისურ ვერსიას.

 

დიდი მადლობა!

 

პატივისიცემით,

ქეთი