ქ-ნო ეკა,
მთავრობის 15.06.2020 წლის #368 დადგენილებათან დაკავშირებით, რომელიც ეხება პირბადის ტარების წესს და რომელშიც განსაზღვრულია, რომ სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალისთვის საჭიროა სამედიცინო პირბადეები, მოგმართავთ შეკითხვით,
1. ეხება თუ არა ეს წესი სათემო ფსიქიატრიულ ამბულატორიულ სერვისს, სადაც მობილური და ასერტული გუნდებისგან განსხვავებით არ ტარდება მანიპულაციები და სამედიცინო პერსონალი მხოლოდ პაციენტთან ინტერვიუებით შემოიფარგლება თუ არა?
2. სამედიცინო პირბადეებში იგულისხმება მხოლოდ ერთჯერადი პირბადეები თუ მრავალჯერადიც?
3. ხომ არ შეგიძლიათ მიგვითითოთ მწარმოებლები ან მომწოდებლები, რომ სწორად შევიძინოთ საჭირო პროდუქცია?
4. ხომ არ არის საშუალება, რომ ის მცირე რაოდენობის სათემო ამბულატორიული და მობილური გუნდების სერვისების პროვაიდერები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სტაციონარის მქონე დაწესებულებებს, ჩართული იყონ სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ იმ დაწესებულებების
ჩამონათვალში, რომლებსაც შეღავათიანი პირობებით დაუბრკოლებლად შეუძლიათ პირბადეების, სადეზინფექციო საშუალებების და ა.შ. შესყიდვა?
პატივისცემით
შ.პ.ს. ,,თელავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის" დირექტორი
ირინე გეგეჭკორი